 | ავტორი: პეტრე ჟანრი: პროზა 25 აპრილი, 2008 |
ხაშხაში
ხაშხაშის მოუმწიფებელი ნაყოფის რძიანი წვენისაგან მოპოვებული ძლიერი ნარკოტილული ნივთიერება, რომელსაც ლათინურად “ოპიუმ”-ი ჰქვია, მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებად; აზიის მთელ რიგ ქვეყნებში კი გავრცელებულია მისი წევა და ღეჭვა. ოპიუმის წევით და ღეჭვით გამოთაყვანებულები მოდიოდნენ საქართველოს ისტორიული მტრები მის დასაპყრობად, ქართველები კი ბრძოლის წინ აუცილებლად ღვინოს დალევდნენ, ძარღვებს და ვენებს ამოგდებამდე დაიბერავდნენ და... იქ ამბები ხდებოდა, დაიწვებოდი კაცი ჩვენი მტრების საცოდაობით. ვერ ერეოდა “ეშმაკის ვარდის” წვენი ან უფრო სწორად სისხლი მისი, უფლის სისხლს, ანუ ღვინოს. ასე გრძელდებოდა ვიდრე ქართველებს “ეშმაკის ვარდის” გემო არ გაასინჯეს, ეს კი საბჭოთა რუსეთის შემოსვლის მერე მოხდა. რუსეთს, ოპიუმის ყაყაჩოს მეურნეობები და კოლმეურნეობები ჰქონდა შექმნილი, საიდანაც მოსავლის უხვად აღების შემთხვევაში, შრომის წითელი დროშით აჯილდოვებდა მოწინავე მშრომელ გლეხობას. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ აინტერესებდათ სოციალისტური შეჯიბრი კოლმეურნეობებს შორის და ამიტომ ერთი ბოთლი არყის სანაცვლოდ მეურნეობის ან კოლმეურნეობის ოპიუმის ყაყაჩოს მინდვრებიდან იმდენ ტომარა ყაყაჩოს გამოგატანინებდნენ, რამდენის დაკრეფვასაც შეძლებდი. ასე, ამ გზით და არა მარტო ამ გზით, იყო კერძო სექტორიც, ოპიუმის ყაყაჩო ხვდებოდა საქართველოში. საქმეში ჩახედული ადგილობრივი მოსახლეობა, ნაყოფის რძიანი წვენისგან მოპოვებულ ნივთიერებას სახელმწიფოს აბარებდა, ხოლო გამხმარ, უწვენოდ დარჩენილ ოპიუმის ყაყაჩოს კი, რომელსაც გოგრის ქერქის სისქე კანი აქვს ყიდდნენ, ჰოდა ეს გამხმარი, ოპიუმ გამოცლილი ყაყაჩო “შემოაბრძანეს” საქართველოში. როგორც საბჭოთა ენციკლოპედია გვასწავლიდა, აზიელები ოპიუმს ეწეოდნენ ან ღეჭავდნენ, ამ შემთხვევაში არც ერთი და არც მეორე არ გამოდგებოდა, რადგანაც ვიღაცას უკვე ოპიუმი ან "მოწეული" ან "დაღეჭილი" ჰქონდა. ქართველი რის ქართველია გამოსავალი რომ არ მოეძებნა, ადგა და არც მოწია არც დაღეჭა, პირდაპირ შეჭამა! მართალია ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ხომ მაინც შეჭამა! მერე უფრო ჭკვიანმა მოიფიქრა ხორცის მანქანაში გავატაროთ და ისე ვჭამოთო, ასე ნამდვილად ადვილი საჭმელი იყო, შემდეგ კიდევ ერთმა ჭკვიანმა (ჭკვიანს რა დალევს საქართველოში), ყავის საფქვავი მანქანა შესთავაზა ტექნიკაში ჩამორჩენილებს, ეს კი ნამდვილი აღმოჩენა იყო. ისე აქუცმაცებდა ყავის საფქვავი მანქანა, მჭადის ფქვილი გეგონებოდა, მართალია გემო მაინც საზიზღარი ჰქონდა, მაგრამ ამის გამოსავალიც მოიძებნა: პურზე მურაბას ან კარაქს გადაუსმევდნენ, მერე მოაყრიდნენ ერთ კოვზ ოპიუმის ყაყაჩოს ფქვილს და ისე ჭამდნენ, ყველა შემთხვევაში უნდა გეჭამა, დაფქვილი თუ დაუფქვავი. ჰოდა ჭამდნენ! ჭამას კიდე გაუძლებდა კაცი, მაგრამ შედეგი ჰქონდა ძალიან მძიმე, სამი დღე კუჭში ვეღარ გადიოდნენ, რა გამხსნელი საშუალება არ უნდა ეხმარათ, არაფერი გამოდიოდა. თუ ძალიან დიდი მონდომების შედეგად მაინც მოახერხებდა კაცი კუჭში გასვლას, ეს ოხერი ნახერხნაჭამი კუჭი ისეთ “რეიკას” გამოაგდებდა უკნიდან, ფანჯრებს შეკრავდა კაი დურგალი. არა, არა! ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. საათობით ტუალეტში ჯდომა, ჯდომას კიდე რა უჭირს, კაიფში იყავი მაინც, მაგრამ უშედეგოდ? ამას კიდევ ის ემატებოდა რომ კუჭი და სწორი ნაწლავი წავიდნენ წინააღმდეგი - ჩვენ შინაგანი ორგანოები ვართ თუ ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატიო. სასწრაფო ზომები იყო მისაღები. მიიღეს კიდეც! მოიძებნა ისეთი ალქიმიკოსი, მენდელეევს რომ შეშურდებოდა. ამ გამხმარი ყაყაჩოს ქერქიდან, რომელსაც საბჭოთა რუსეთი თვლიდა რომ მთლიანად გამოყენებული ჰქონდა ნარკოტიკის მისაღებად და აღარაფერში აღარ გამოდგებოდა, ისეთი ნარკოტიკი მიიღეს სამზარეულოს პირობებში, ქ. ჩიმკენტის მორფის ქარხანა, რომელიც მილიონობით დაუჯდა საბჭოთა სახელმწიფოს, ის ვერ გააკეთებდა ისეთს. აი მისი რეცეპტი. ქვეყნდება პირველად! საჭირო იყო ქიმიის ლაბორატორიიდან გეშოვნა ანჰიდრიდი რამოდენიმე გრამი, რაც მეტი, მით უკეთესი! მერე რკინა-კავეულის მაღაზიაში შეგეძინა გამხსნელების მამა მოდელი “Растворитель-646” რამოდენიმე ბოთლი, რომელსაც მღებავები ხმარობდნენ საღებავის გასახსნელად, რა თქმა უნდა ოპიუმის გამხმარი ყაყაჩოს თავი, რაც მეტი მით უკეთესი, სამზარეულოს გაზქურა, ემალირებული “მისკა”, ინსტრუმენტი ანუ “ბაიანი” და მზად იყავი ეშმაკთან შესახვედრად! ეშმაკს ყველა ვარიანტში შეხვდებოდი დოზის მიუხედავად. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ეშმაკი ტუჩებში კოცნიდა, ანუ “დაუზასებდა”, ეს უკვე დიდი პატივისცემა იყო. ისეთ კაიფში ჩაგაგდებდა და ისეთ პოზაში მოგაგცევდა, ყველა მიხვდებოდა რომ “მისი” ძმაკაცი იყავი. ისეთებიც იყვნენ რომლებიც სამუდამოდ წაიყვანა თავისთან.
გიგა ზეინკლიშვილი იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, რომელსაც ყოველდღიური “ზასაობა” უყვარდა. საშუალებაც ხელს უწყობდა, გიგას ფული იმდენი ჰქონდა, რამდენსაც მოისურვებდა. მამამისი ნიკოლოზი, ერთერთი დიდი უწყების,თავი კაცი იყო, რის გამოც ოპიუმის ყაყაჩოს, იგივე ხაშხაშის საქართველოში შემომტანებიც და გამყიდველებიც, რომლებსაც “ბარიგებს” ეძახდნენ და იყვნენ კიდევაც, სრულ ინფორმაციას ფლობდნენ ყველაზე დიდი მომხმარებლის შესახებ. ხოლო საბჭოთა მილიცია კი ვერ ფლობდა ინფორმაციას, ანდა ფლობდა და ხეიროობდა როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, იმასაც კი ამბობდნენ რომ თვითონაც ჰყიდიანო. (არ მჯერა! არ იზამდა ჩვენი მილიცია მაგას!) მილიცია უფრო დიდი საქმეებით იყო დაკავებული, ისინი ებრძოდნენ საბჭოთა საზოგადოების ხორცმეტებს, ანუ საქმოსნებს, იგივე “ცეხოვშიკებს”, რომლებიც თავიანთი საზრიანი ქმედებით ხელს უშლიდნენ საბჭოთა საქართველოს ჰარმონიულ განვითარებას. იმ წელიწადს, მთელი საქართველო ემზადებოდა საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის ჩამოსასვლელად, რომელსაც შვიდი ნოემბრის პარადი უნდა მიეღო ქ. თბილისში, ემზადებოდა გიგა ზეინკლიშვილიც, რომელსაც ქ. ვორონეჟიდან გამოგზავნილი ერთი ტომარა ოპიუმის ყაყაჩო უნდა მიეღო. გენერალურ მდივნამდე ერთი დღით ადრე ჩამოფრინდა გიგას ტომარა. ბედნიერი იყო გიგა, რადგან საშვიდნოემბრო ზეიმზე ოპიუმის ყაყაჩოს “კაიფში” შეხვდებოდა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს მამასთან ერთად სამთავრობო ლოჟაში. სასწრაფოდ უნდა მიეხედა საქმისთვის, მე შენ გეტყვი ცოტა საქმე ჰქონდა. ხუმრობა ხომ არ არის ერთი ტომარა ხაშხაშის გადამუშავება ზემოთ აღნიშნული რეცეპტის მიხედვით. ვაჟა ფშაველას ერთერთ კვარტალში მისი მეგობარი ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში ოჯახის გარეშე, ამიტომ ამ ბინაში ჰქონდა გიგას “ლაბორატორია” მოწყობილი, “ლაბორატორიაში” მუშაობას არავის არ ანდობდა გიგა, პროცესს თვითონვე იწყებდა და თვითონვე პირველი სინჯავდა შედეგს. ჰოდა ექვსი ნოემბრის საღამოს ამუშავდა სამზარეულოში “სპეცლაბორატორია”. გაზქურაზე შემომდგარმა “მისკაში” ჩაყრილმა ხაშხაშის ფქვილმა და დოზით დასხმულმა “Растворитель- 646”-მა სუნი დააყენა ისეთი, სადარბაზოში შემოსული მაცხოვრებლები ხველებით დახოცა. გიგა კი ისეთი მონდომებით უნიავებდა მუყაოს ქაღალდით “მისკას” კვამლს, გეგონებოდა სადაცაა დაამთავრებს შამფურზე წამოცმულ ღორის სუკების შეწვასო. მერე ანჰიდრიდი ჩართო საქმეში და ბოლოს “მისკაზე” მიმხმარი ყავისფერი მასა კედლებიდან წინასწარ მომზადებული გადადუღებული წყლით (ონკანის წყალი არ შეიძლება, ორგანიზმს წამლავს!) მოხსნა. შემდეგ “მისკაში” სიგარეტის ფილტრი ჩააგდო ნაზავის გასაფილტრად და ისე ამოიღო “ბაიანით”. (ამ სასიკვდილო ნომრის ჩატარება არ შეიძლება ექიმის და სასწრაფო დახმარების მანქანის გარეშე!) ნაზავი ჯერ კიდევ ცხელი იყო. - პირველი მე გავიკეთებ რაა?. – იკითხა სულწასულმა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ძალიან ეჩქარებოდა ეშმაკის ნახვა, - მაინც ცხელი წამალი მიყვარს და... - ჯერ მე გავიკეთებ ცივს და მერე გააცხელე და ისე გაიკეთე. – უპასუხა ეშმაკის ძმაკაცმა. გიგამ ფეხი ფეხზე გადაიდო, მერე გადადებულ ფეხებს შუა მარცხენა ხელი გაუყარა და მარჯვენათი შპრიცმომარჯვებული "შევიდა ძმაკაცის” სახლში. - აუუ... – თქვა რამდენიმე წამის შემდეგ. ეხლა სამეგობრომაც ამოიღო “მისკიდან” ნაზავი, ყველამ თავისი ინსტრუმენტით.(ინსტრუმენტი ცოლივითაა,სხვას არ უნდა ათხოვო,გაგიფუჭებენ!) ბიჭებმა იქ ისეთი ექსცენტრიული ილეთები ჩაატარეს, ცირკის მსახიობებს და სამედიცინო პერსონალს რომ გააოცებდნენ. ზოგმა სარკეში ჩახედვით იღლიაში გაიკეთა ნაზავი დაუხმარებლად, ზოგმა სხეულზე რომ არ ჩანს ისეთ კაპილარში გაირჭო ნემსი ინტუიციით, ზოგმა კიდევ შარვალი ჩაიხადა და მამაკაცის სასქესო ორგანო თავისი მოწყობილობებით ზემოთ აქაჩა და ისეთ მტკინვეულ ადგილზე გაიყარა ნემსი, უცებ რომ დაიბრალებდი იაპონელებთან, ხიროსიმაში მე ჩამოვაგდე ატომური ბომბიო. მერე ისეთი ფხანა ატყდა, გეგონებოდა ბღერიანებთან იმყოფებოდი კანით დაავადებულთა პალატაში. განსაკუთრებით ცხვირს ერჩოდნენ. ცოტა ხანში გიგამ მეორე წრეზე წასვლა გადაწყვიტა, ეს კი იმას ნიშნავდა რომ უკვე იწყებდა ეშმაკთან “ზასაობას”. წამალი გაიკეთა და... სკამიდან ისე ლამაზად ჩამოდნა და მუხლებით დაეშვა იატაკზე, თვალები ღია რომ ჰქონოდა, გეგონებოდა მუხლურის შემოვლას აპირებსო, შემდეგ ტანი ნელ-ნელა წინ გადახარა და შუბლით იატაკს დაეყრდნო. ასეთ პოზაში დგებიან მუსულმანები ლოცვის დროს. ეს გიგას საყვარელი პოზა იყო, რომელშიც სულ ცოტა ნახევარი საათი მაინც ჩერდებოდა. იცოდნენ გიგას მეგობრებმა რომ ამ დროს მისი ხელის შეშლას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერ გააგებინებდი და – ილოცოს თუ გულს უნდაო – ფიქრობდნენ ეშმაკის ნახვით მოხიბლული გიგას მეგობრები. როგორც იქნა გამოვიდა გიგა ლოცვის პოზიდან. ოდნავ აზრზე რომ მოვიდა კნავილით გამოაცხადა: - ცოტას დავიმატებ და სახლში წავალ, დილით მე და მამაჩემი პარადზე უნდა ვიყოთ. - გიგა აღარ გინდა ბიჭო, ძლივს ლაპარაკობ, გზაში ჩაგაკიმარებს, სახლამდე ვეღარ მიაღწევ, პარადის მერე მოდი და რამდენიც გინდა გაიკეთე. წამალი გვაქვს იმდენი ერთი თვე გვეყოფა. – უთხრა ეშმაკის ექსკურსიაზე ნამყოფმა მეგობარმა. - არა, არა, ძალიან ცოტას დავიმატებ. – ჯიუტობდა გიგა. – იმდენს რომ სახლში ვერ შემატყონ. გაიტანა თავისი,იმდენი ცოტა დაიმატა, ძლივს ჩამოვიდა კიბეზე.მერე პროსპექტზე ტაქსი გააჩერა. ერთი მოასწრო ტაქსის მძღოლისათვის ეთქვა – ვაკეო და ჩააკიმარა.
აუტანელმა სიცივემ გამოაღვიძა გიგა. თვალი რომ გაახილა, ვერაფრით ვერ მიხვდა სად იმყოფებოდა, ალბათ სიზმარში ვარო იფიქრა, მერე ტანზე დაიხედა და... აცვია წინდები და ქვედა თეთრი საცვალი “პლავკებს” რომ ეძახიან, სხვა არაფერი, ფეხზე წამოდგა, მიიხედ-მოიხედა და ლიფტის კარებთან აღმოჩნდა ბოლო სართულზე. გარეთ გადაიხედა, ვერ გაერკვა რომელ უბანშია. უკვე თენდებოდა, ხალხი დაიწყებდა სახლიდან გამოსვლას, შავ დღეში იყო ჩავარდნილი ჩვენი გიგა. მილიცია და გაქურდვა არაფრით არ აწყობდა, სასწრაფოდ ტანსაცმელი უნდა ეშოვა, მაგრამ სად? სამოთახიან და ოროთახიან ბინებში, ლოგიკით ბევრი ხალხი იცხოვრებდა და დილით გამთენიისას კაცი რომ მოგადგება ბოლო სართულზე შიშველი, ტანსაცმელი მათხოვეო... აჰ, აჰ! არ გამოდგებოდა. ერთოთახიანი თუ ივარგებდა, სხვა გამოსავალი მაინც არ იყო დარჩენილი. ზარი დარეკა. ცოტა ხანში ფეხის ხმა შემოესმა კარების მეორე მხრიდან, მერე ვიღაცამ სათვალთვალოში გამოიხედა და... - უი!!! – შეჰკივლა. ქალის ხმა იყო. - ქალბატონო არ იყვირო თუ შეიძლება, სახლში შემომიშვით, ტელეფონზე დავრეკავ და... - შიშველი კაცი როგორ შემოგიშვა!! – ყვირილით იძახდა ქალი, ალბათ მეზობლების გასაგონად. - გაქურდული შიშველი ვარ, ქალბატონო, ოღონდ არ იყვიროთ თქვენი ჭირიმე, ერთი წუთით მომისმინეთ. – ეხვეწებოდა თითქმის გალურჯებული გიგა. - გამქურდეს ქალბატონო, თუ შეიძლება მომეხმარეთ, ტელეფონზე გადარეკეთ ჩემთან სახლში. – მუდარით უთხრა გიგამ. - თუ გაგქურდეს მერვე სართულზე რატომ ამოხვედი, პირველ სართულზე ტელეფონი არ იყო? – შეეკითხა ქალი. ამ რთულ კითხვას გიგამ პასუხი ვერ გასცა. - ქალბატონო, მიშველეთ რამე. – თითქმის ტირილზე გადავიდა გიგა. ქალს გული მოულბა და არ მაქვს ტელეფონიო უპასუხა ატირებულ გიგას. – ეგ არ გეთქვა ქალბატონო და... - მაშინ შენი ჭირიმე რამე ძველი ტანსაცმელი მომეცი რომ ჩავიცვა. – ემუდარებოდა ნირწამხდარი, შიშველი გიგა. - ძველი ტანსაცმელი,თანაც კაცის რატომ უნდა მქონდეს? – იკითხა უკვე გიგას მდგომარეობაში შესულმა მარტოხელა შინაბერმა ქალმა. - მაშინ რაც გაქვთ ის მომეცით, თქვენ გენაცვალეთ და მერე მე ვიცი თქვენი პატივისცემა. ცოტა ხანი დუმილი ჩამოვარდა, მერე კარები ქალმა ჯაჭვზე გამოაღო და გიგას მისი სტუდენტობის დროინდელი პლისე კაბა და თეთრი, გულზე ვარდამოქარგული “ლიპებიანი” სვიტერი მიაწოდა. გიგამ სასწრაფოდ გადაიცვა ტანსაცმელი მაგრამ პლისე კაბა ძალიან მოკლე მოუვიდა, ქალს მადლობების კორიანტელი მიაყარა და უკვე ბედნიერი ლიფტში შევარდა. სადარბაზოდან გამოსულმა, ფრთხილად დაიწყო ტერიტორიის თვალიერება იმ იმედით რომ მანქანას გააჩერებდა. მის ბედზე სახლთან ნაგვის მანქანა შენიშნა, სირბილით მიუახლოვდა მანქანას და მძღოლის გვერდზე დაუკითხავად აღმოჩნდა. ნაგვის მანქანის მძღოლმა – ხიზრო ჩატოევმა, რომელსაც იმხელა ულვაში ჰქონდა რომ ტუჩები არ უჩანდა, შიშისგან ქვედა ყბით ისე უკბინა ზედა ყბას რომ ახლა ულვაშები აღარ უჩანდა. მერე მოკლეკაბიან გიგას გაოცებული დააკვირდა და უთხრა: - შენ ქალო კაცი ხარ? - ჰო, კაცი ვარ. – სწრაფად უპასუხა გიგამ. - მერე კაცო, ასე რამ გაგაჭირვა ქალის კაბა რომ ჩაიცვა? – აინტერესებდა ხიზროს. გიგა იძულებული იყო მოეყოლა ხიზროსთვის რომ გაქურდეს და მერე ერთმა ქალმა, რაც ჰქონდა ის ტანსაცმელი მისცა. - აა, გასაგებია. – გაერკვა ხიზრო საქმის ვითარებაში. - შენ ეხლა მე ვაკეში გამიყვანე და ხვალიდან შავ ვოლგაზე გადაგიყვან სამუშაოდ. – შეპირდა გიგა ხიზროს. - ეგ როგორ? –დაინტერესდა მენაგვე. - როგორ და მამაჩემი თანამდებობის პირია და... – გააცნო გიგამ ხიზრო, მის ოჯახურ მდგომარეობას. - დაა. – იფიქრა ხიზრომ, თუ ვაკეში ცხოვრობს, "ზნაჩიტ დალჟნასტნოი როტის" შვილი იქნება. მანქანა დაქოქა და მესამე მასივიდან ვაკისკენ აიღო გეზი. გზაში თითქმის დამეგობრდნენ, მერე ხიზრომ გიგას მისი გამოხდილი ჭაჭის არაყი შესთავაზა, რომელიც “ბარდაჩოკიდან” გამოიღო. - დალიე გიგა ჯან, თორემ ვაკემდე ვერ მიხვალ. - რატომ? – შეეკითხა ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდნილი, სიშავემდე გალურჯებული გიგა. - იმიტომ რომ ისეთი საშვის ფერი გაქვს! - რა საშვის? – ვერ გაერკვა გიგა. - საშვი რაღა! ჩიტი როა. – მიახვედრა როგორც იქნა ხიზრომ. - შაშვი? – მიუხვდა გიგა. - ჰო, საშვივით ოჩენ ჩორნიე ფერი გაქვს. გიგამ არყის ბოთლი გამოართვა, კარგად დაატრიალა და სულმოუთქმელად თითქმის ბოლომდა ჩაიცალა. - ვაა, საღოლ! როგორია გიგაჯან? – შეეკითხა მენაგვე - ცეცხლივითაა, ოღონდ “პრიხოდი” არა აქვს, ალბათ მალე გაიხსნება. – უპასუხა გიგამ. ხიზრომ “პრიხოდი” რა შუაში იყო ვერ გაიგო მაგრამ ცეცხლს კი ნამდვილად მიხვდა. - ჰო, ვეჩნი აგონია, რუსებს რომ აქვთ კრემლის წინ შენთებული ისეთია. – უპასუხა ამაყად “ვეჩნი აგონის” ავტორმა. ჭაჭის არაყმა თავისი ქნა, ისე დაუარა ტანში სიცივისგან გაშავებულ გიგას, რომ სიშავე სიწითლეში გადაუყვანა. გიგამ უკვე სიგარეტიც მოითხოვა. ხიზრომ მიაწოდა სიგარეტ “პრიმა”-ს კოლოფი, გიგამ სიგარეტი ამოიღო, ასანთით მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა. ეხლა უკვე არყით გამთბარმა, კაბა გაისწორა, ფეხი ფეხზე გადაიდო და პირში სიგარეტგარჭობილმა, ისეთი მადისაღმძვრელი პოზა მიიღო, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები რომ ღებულობენ წინასწარ ფულის გადახდის შემდეგ. ხიზრო კი ისე აკვირდებოდა გიგას შიშველ ფეხებს, აშკარად ფიქრობდა რომ მის ცოლ ხანას უფრო მეტი ბანჯგვლები ჰქონდა. უკვე ვაკეში, გიგას სახლთან იყვნენ მისულები. სახლის წინ, გიგას მამის, პატივცემულ ნიკოლოზის, შავი, ანტენიანი “გაზ-31”-ი იდგა. გიგამ ხიზროს ნაგვის მანქანა, მამამისის მანქანის წინ გააჩერებინა, მერე ხიზროს კოცნით დაემშვიდობა, მანქანიდან ბარბაცით გადმოვიდა და სადარბაზოსკენ გაემართა, ისე რომ მამამისის მანქანაში მჯდომ მძღოლს არც კი მესალმა. სადარბაზოს შესასვლელთან მამამისი შეეჩეხა.... გიგას მამის მძღოლი, რომელიც უფროსის დანახვაზე აუცილებლად მანქანიდან გადმოხტებოდა ხოლმე კარების გასაღებად, მანქანიდან გადმოსული, ძეგლივით იდგა ერთ ადგილზე, ხოლო ღრმადპატივცემული ნიკოლოზი კი, ერთადერთი ვაჟის ამ მდგომარეობაში დანახვისთანავე, სადარბაზოს კარებს ზურგით მიეყრდნო რომ არ წაქცეულიყო და მოხარშული კიბორჩხალასავით ამოუცვივდა თვალები ორბიტებიდან. ისევ მოკლეკაბიანმა, არყის სუნად აქოთებულმა გიგამ “განმუხტა სიტუაცია”. - მამი, მე სახლში ავალ, ამ ტანსაცმელს გამოვიცვლი და პარადზე წამოგვყვები ხომ? – ისე უთხრა, ვითომ ნიკოლოზი რომ დათანხმებოდა, ასე გამოწყობოლი, საჰაერო ბუშტით ხელშიც წაყვებოდა ოცდაათი წლის მუტრუკი პარადზე. ხიზრო კი რომელიც უკვე ნამდვილად დარწმუნდა გიგას მამის "დალჟნასტნოი როტობაში", ნაგვის მანქანის კაბინიდან თავი გადმოყო და გიგას ხმამაღლა ჰკითხა: - იუზგარ, ხო გესიამოვნა ჰაა? თავისი გამოხდილი ჭაჭის არაყი ჰქონდა მხედველობაში. ძნელი მისახვედრი არ იყო რას ფიქრობდა ნიკოლოზ ზეინკლიშვილი, მაგრამ საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანის– ლეონიდ ბრეჟნევისთვის კი ნამდვილად ძნელი მისახვედრი იყო სად იყო ჩამოსული, იმიტომ რომ “Здравствуите дорогие Бакинские нефтианики”-ო გვითხრა თბილისში პარადზე. ალბათ ისიც ხაშხაშის წვენით იყო გამოთაყვანებული.
“მუტატო ნომინე დე ტე ფაბულა ნარრატურ”- სახელს თუ შეცვლით, ეს ზღაპარი შენზეა ნათქვამი. (ჰორაციუსი).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18.
ექსტრაკლასი!
ექსტრაკლასი!
17. ჩემი აზრით ეს მოთხრობა დიდი ასაოებით დაბეჭდილი ნარკოლოგიურ ცენტრში უნდა გაიკრას კედელზე... ექიმები საქმეს დაკარგავენ :) ჩემი აზრით ეს მოთხრობა დიდი ასაოებით დაბეჭდილი ნარკოლოგიურ ცენტრში უნდა გაიკრას კედელზე... ექიმები საქმეს დაკარგავენ :)
16. მეამაყები პეტრე! მეამაყები პეტრე!
15. კარგია ნამდვილად:) კარგია ნამდვილად:)
14. აუ ძალიან კარგად წერთ. უძლიერესია. :) აუ ძალიან კარგად წერთ. უძლიერესია. :)
13. რაც კაია კაია რაც კაია კაია
12. კოკნარი არ მოხარშო კოკნარი არ მოხარშო
11. ამ კაცის ყველა ნაწარმოებს ეტყობა კლასი... ამ კაცის ყველა ნაწარმოებს ეტყობა კლასი...
10. ჩემო პეტრე ბტ არ დამავიწყდეს :)) რომ დაიკარგე და აღარ დებ არაფერს, წავიკითხე გენაცვლაე ესენი ყველაფერი და სინდისიც კაი საქონელია:)) ხოდა რა ვიცი თუ გაგიხარდება შემომირბინე მეც და ოკულისტ ფიოდოროვსაც=)) ჩემო პეტრე ბტ არ დამავიწყდეს :)) რომ დაიკარგე და აღარ დებ არაფერს, წავიკითხე გენაცვლაე ესენი ყველაფერი და სინდისიც კაი საქონელია:)) ხოდა რა ვიცი თუ გაგიხარდება შემომირბინე მეც და ოკულისტ ფიოდოროვსაც=))
9. გასწავლე მოხარხარე სმაილები შენს დღიურში =)) გასწავლე მოხარხარე სმაილები შენს დღიურში =))
8. მეც გილოცავ! მრავალს დაესწარი! მეც გილოცავ! მრავალს დაესწარი!
7. პაჟალუსტა ლიზიკო, მოსულა ყავაც და არაყიც დღესვე თუ გესიამოვნებათ, მარა ე ლიტ.შეკრების ცუცურაკობა მომკალი და არ მახსოვს, ეტყობა გაჭრა ციცქა-ცოლიკაურმა! ჰოდა, მე ოხერი ცუცურაკი გაკითხები ვინაა ის "ოკულისტი" ფიოდოროვი ა?:)) პაჟალუსტა ლიზიკო, მოსულა ყავაც და არაყიც დღესვე თუ გესიამოვნებათ, მარა ე ლიტ.შეკრების ცუცურაკობა მომკალი და არ მახსოვს, ეტყობა გაჭრა ციცქა-ცოლიკაურმა! ჰოდა, მე ოხერი ცუცურაკი გაკითხები ვინაა ის "ოკულისტი" ფიოდოროვი ა?:))
6. ბტ. თავად პეტრე:) ახლა წქავიკითხეთ თქვენი მოთხრობა მე და იმ კაცმა სულიკოს რომ არ მეძახის მაგრამ ჩემი სახელის ცოდნა რომ არ უნდა ხოდა მინდა გითხრათ რომ ძალიან მესიამოვნა=)) ( მოთხრობა ) =)) ახლა ვემზადებით იქნებ სხვა რამითაც ვისიამოვნოთ ( ყავით ან არყით ) =)) ისე ჩვენში რომ დარჩეს იმ დღეს ლიტ. შეკრებაზე მაგრად გაგვაცუცურაკეთ( ლიზზიკო ვარ) ოხერი ბრძანდებით თქვენ , დიახ თქვენ თავად პეტრევ:) მომიტევეთ რომ გავცუცურაკდი=)) მაგრამ იმ კაცმა ჩემი სახელის ცოდნა რომ არ უნდა და არც სულიკოს რომ არ მეძახის თვალები ამიხილა და ვარდისფერი სათვალე მომხსნა =)) ჯიგარ=)) ბტ. თავად პეტრე:) ახლა წქავიკითხეთ თქვენი მოთხრობა მე და იმ კაცმა სულიკოს რომ არ მეძახის მაგრამ ჩემი სახელის ცოდნა რომ არ უნდა ხოდა მინდა გითხრათ რომ ძალიან მესიამოვნა=)) ( მოთხრობა ) =)) ახლა ვემზადებით იქნებ სხვა რამითაც ვისიამოვნოთ ( ყავით ან არყით ) =)) ისე ჩვენში რომ დარჩეს იმ დღეს ლიტ. შეკრებაზე მაგრად გაგვაცუცურაკეთ( ლიზზიკო ვარ) ოხერი ბრძანდებით თქვენ , დიახ თქვენ თავად პეტრევ:) მომიტევეთ რომ გავცუცურაკდი=)) მაგრამ იმ კაცმა ჩემი სახელის ცოდნა რომ არ უნდა და არც სულიკოს რომ არ მეძახის თვალები ამიხილა და ვარდისფერი სათვალე მომხსნა =)) ჯიგარ=))
5. ჩემი არ იყოს და, შენც ძველებს ატრიალებ, არღანივით! მე კი არ მომბეზრდება ხელმეორედ შეფასება! აბა ჰე, რამდენჯერ შემაფასებინებ კიდევ? ვერ გაიგე, რომ ძალიან მომწონს? 5 ჩემი არ იყოს და, შენც ძველებს ატრიალებ, არღანივით! მე კი არ მომბეზრდება ხელმეორედ შეფასება! აბა ჰე, რამდენჯერ შემაფასებინებ კიდევ? ვერ გაიგე, რომ ძალიან მომწონს? 5
4. იცი შენ ამაზე ჩემი აზრი
იცი შენ ამაზე ჩემი აზრი
3. მეც სიამოვნებით წავიკითხე ისევ:) 5 მეც სიამოვნებით წავიკითხე ისევ:) 5
2. ეს ვიცოდი.5.მომწონს თქვენი პროზა.ველოდები ახლებს.პატივისცემით ნინიმელივა ეს ვიცოდი.5.მომწონს თქვენი პროზა.ველოდები ახლებს.პატივისცემით ნინიმელივა
1. ეს წაკითხული მქონდა და კიდევ გადავატთალიერე, შენებური იმორი და მსუბუქი წასაკიხი! მოკლედ კარგია და 5....:) ეს წაკითხული მქონდა და კიდევ გადავატთალიერე, შენებური იმორი და მსუბუქი წასაკიხი! მოკლედ კარგია და 5....:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|