იყო მზისპირი და ამინდი მამტვრევდა ძვლებში, ჰორიზონტს მერე, დამშვიდებულ ტალღებთა შორის, მუხლზეშრამიან ბავშობიდან ვიშლები მხრებში. საათის ბასრი ისრების და აღარ მწამს დროის... რომ ბედისწერამ გაცვეთილი წიგნის ყდასავით, შემომაჩეჩა უამრავჯერ უკვე ნაფიქრი და მეც დავიწყე უშიშარი მეზღვაურივით, მაგრამ პესიმიზმს ჩემს თვალებში არ აქვს ნაპირი. თუმც მის სიღრმეებს ვერ ვაწვდინე ფანტაზიები, ხშირად დავმთრალვარ ოკიანის ვრცელი სილურჯით და ციდან ცამდე მარტოობით სადღაც დალილი ვუსმენდი ზღვას და ქარს მივენდე სრული სიმუნჯით. იყო სიმშვიდე , გულისცემა ზეცამდე ასწვდა, ლიანდააგს ასწყდა დაგებული სიძულვილები, ჩემი ოცნებაც ვაგონივით თავის გზას ასცდა და როგორც ჩვევა, მომავალსაც მივეკედლები. მივეკედლები რამაც დღემდე არ მომკლა არაა, დავთმე თვალები და დავდივარ მოხრილი ახლა, დაუნახავიც დამერქმევა ქუჩის ბოლოში, თუ ხელოსანმა ლიანდაგი არ განაახლა... ვიყავ ზღვისფერი და სიცივე მამტვრევდა ძვლებში ჰორიზონტს არა, არ გავცდები ჩემამდეც მყოფნის სული არასდროს დამიკემსავს გარდასულ წელში, საათი ისევ გაჩერდა და აღარ მწამს დროის..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. აღარ მწამს დროის...ეს ძალიან ბანალური გამოხატულებაა და გირჩევ სხვა მიგნება მონახო... ვფიქრობ, პოტენციალი ნამდვილად გაქვს..."და ციდან ცამდე მარტოობით სადღაც დალილი ვუსმენდი ზღვას და ქარს მივენდე სრული სიმუნჯით". ეს კარგია უკეთესის მოლოდინში გიტოვებ ამათ ++ აღარ მწამს დროის...ეს ძალიან ბანალური გამოხატულებაა და გირჩევ სხვა მიგნება მონახო... ვფიქრობ, პოტენციალი ნამდვილად გაქვს..."და ციდან ცამდე მარტოობით სადღაც დალილი ვუსმენდი ზღვას და ქარს მივენდე სრული სიმუნჯით". ეს კარგია უკეთესის მოლოდინში გიტოვებ ამათ ++
4. მომეწონა.++ მომეწონა.++
3. ხშირად დავმთრალვარ ოკიანის ვრცელი სილურჯით და ციდან ცამდე მარტოობით სადღაც დალილი ვუსმენდი ზღვას და ქარს მივენდე სრული სიმუნჯით. ++ :)) ხშირად დავმთრალვარ ოკიანის ვრცელი სილურჯით და ციდან ცამდე მარტოობით სადღაც დალილი ვუსმენდი ზღვას და ქარს მივენდე სრული სიმუნჯით. ++ :))
2. მადლობა:) შინაარსი რო ვერ გაიგე შენი პრობლემა უფროა ვიდრე ჩემი :))) მადლობა:) შინაარსი რო ვერ გაიგე შენი პრობლემა უფროა ვიდრე ჩემი :)))
1. ავტორი: შოთა ნოზაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0
ვერ გავიგე ლექსი რაზეა, რითმები უსუსტესი,შიგდაშიგ კორექტურა,ან განგებ გაწელილი სიტყვები.. ავტორი: შოთა ნოზაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0
ვერ გავიგე ლექსი რაზეა, რითმები უსუსტესი,შიგდაშიგ კორექტურა,ან განგებ გაწელილი სიტყვები..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|