ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2014


მერილ სტრიპს

შეხვედრაზე უარს ამბობდი და იცინოდი,
მაინც სიბრალულით მწერდი წერილს,
(ახლა გული მწყდება)
რა ვიცოდი
თუ ამ ყველაფერს წავიღებდი
სადღაც დავმალავდი სამალავში,
ფოთლებს მივაყრიდი – ნეშომპალას,
(დასწყევლოს ეშმაკმა).
რა ვიცოდი,
რომ გულიც ცხრამთას იქით დამემალა.
არ ვიცი, რა იქნება ხვალ და იქით,
არ ვიცი, სად ვიქნები ანდა ვისთან,
შევრიგდეთ!
ჭრელი კაბა გადაიცვი,
შევრიგდეთ!
ყველაფერი დაიწყება,
თავიდან დაიწყება ყველაფერი,
დავდგები ღიმილით კარიბჭესთან,
თორემ, ხვალ არ ვიცი სად ვიქნები,
თორემ, ხვალ არ ვიცი რა იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები