ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2014


*****

შუაღამეა.... მივაბიჯებ მე ხიდზე ბეწვის
და მთვარის შუქზე მოჩანს ბორცვზე საყდარი წმინდა,
მარტოდარჩენილს ტკივილისგან სულიც კი მეწვის,
იმედწახდენილს ჩაწყდეს ხიდი ძალიან მინდა.
მოღალატეა ნაკადულიც თურმე ანკარა
არ ჩერდება და ერთს არ მკითხავს ცუდად ვარ რატომ?!
რადგან განგებამ  გამწირა და არც ეს მაკმარა
სწორედ ამიტომ მივაბიჯებ სრულიად მარტო.
მხოლოდ მთვარეა მეგობარი ჩემი მგონია
ხმას ვერ მაგონებს მომაწვდინა ჩუმი სხივები
(ყველა ლეგენდა, ყველა მითი მონაგონია)
ცუდ დროს ჩამიწყდა-ხიდის ბოლოს თითქმის მივედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები