 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 16 იანვარი, 2014 |
დღიდან სამყაროს შექმნისა – დღემდე, ნაგროვები კაცთა სიბრძნე, სრულად - ორ სიტყვაში, ღმერთო, როგორ ჩაატიე? რა შთაბერე მათ ასეთი, დრო რომ აქეთ შემოაცვდათ? რა სულს ატარებს – "მადლობა" და რა ძალას – "მაპატიე"?
რად ვერ წონის ამ ორ სიტყვას განძი მთელი დედამიწის? თავად არიან ეგება, ერთმანეთის საზღაური?! იქნებ სწორედ "მადლობაა" (გულით მიძღვნილი), ვინ იცის - შენდობისთვის დადგენილი - ოქრო, გუნდრუკი და მური?
ან იქნება სახადია? კი, ეგრეა!.. უეჭველად!.. და ორივეს - ბოდიშსაც და მადლობასაც მიტომ "ვიხდით"! სახადია, მოგონილი კაცთა მოდგმის გასაცრელად! ასეთ მარტივ მინიშნებას, ღმერთო, როგორ ვერ მიგიხვდით?!
დღიდან სამყაროს შექმნისა - დღემდე, ნაგროვები კაცთა სიბრძნე, ასე - ორ სიტყვაში, ღმერთო, რადგან ჩაატიე, და თუ ჩემი პირით თქმული ეს სტიყვები, ჯერ არ გაცვდა, კიდევ ერთხელ "მადლობა" და ერთხელ კიდევ "მაპატიე"...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. შესანიშნავია.აი ეს მე ძალიან მომეწონა.ერთობ დამრიგებლური სწორად შერჩეული ტონით++ შესანიშნავია.აი ეს მე ძალიან მომეწონა.ერთობ დამრიგებლური სწორად შერჩეული ტონით++
5. მეც ასე ვფიქრობ, უნდა ვიყოთ მადლიერები და პატიებას უნდა ვთხოვდეთ...:-*
მეც ასე ვფიქრობ, უნდა ვიყოთ მადლიერები და პატიებას უნდა ვთხოვდეთ...:-*
4. ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
16 იანვარი, 2014 ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
16 იანვარი, 2014
3. და თუ ჩემი პირით თქმული ეს სტიყვები, ჯერ არ გაცვდა, კიდევ ერთხელ "მადლობა" და ერთხელ კიდევ "მაპატიე"...
ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
16 იანვარი, 2014
და თუ ჩემი პირით თქმული ეს სტიყვები, ჯერ არ გაცვდა, კიდევ ერთხელ "მადლობა" და ერთხელ კიდევ "მაპატიე"...
ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
16 იანვარი, 2014
2. დღიდან სამყაროს შექმნისა - დღემდე, ნაგროვები კაცთა სიბრძნე, ასე - ორ სიტყვაში, ღმერთო, რადგან ჩაატიე, და თუ ჩემი პირით თქმული ეს სტიყვები, ჯერ არ გაცვდა, კიდევ ერთხელ "მადლობა" და ერთხელ კიდევ "მაპატიე"... დღიდან სამყაროს შექმნისა - დღემდე, ნაგროვები კაცთა სიბრძნე, ასე - ორ სიტყვაში, ღმერთო, რადგან ჩაატიე, და თუ ჩემი პირით თქმული ეს სტიყვები, ჯერ არ გაცვდა, კიდევ ერთხელ "მადლობა" და ერთხელ კიდევ "მაპატიე"...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|