ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარბი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2014


შენ

როგორ მინდა გაგითენო დილა,
როგორ მინდა მოგეხვიო ძიერ,
იგრძნობ სადღაც, მარცხნივ როგორ თბილა,
სიყვარული სულ შეგიცვლის იერს.
ისე მინდა შეგაფეთო მზერა,
ისე მინდა გიზიარო ბედი,
სიხარული დაგიკრიფო ცრემლად,
მხოლოდ ეს და არაფერი მეტი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები