 | ავტორი: ამოკი ჟანრი: პოეზია 26 იანვარი, 2014 |
ყველა შესაძლო სიცოცხლეს ჰგუობ, ამ ერთადერთი სიცოცხლის გარდა... ჯანსაღი ჩანდი გუგუნით, გულო და რა ჯანდაბამ დაგაავადა?
სულ ზღაპრებს გინდა მოედ-მიედო, თითქოს სხვა ყოფას კარზე მოელი: მაგალითად, თუ ელი "მი, რე, დოს," ამ პარალელში მოდის "დო, რე, მი."
და ალბათობა თუმცა დიდია, რომ ეს შეხვედრა ოდესღაც შედგეს, ნოტები მაინც ისე მიდიან, როგორც მიზეზი წინ უსწრებს შედეგს.
რა გითხრა აბა?.. ტყუილად იმედობ, არ აერევა სვე-ბედს დროები, რაგინდ ვიძახოთ ერთად "მი, რე, დო," ეს ალბათობა უდრის "დო, რე, მის."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|