- თავი, რომ მრგვალია ბალიში, რატომ არის ოთხკუთხედი? – მოტრიალდა და სრული სერიოზულობით მკითხა. - ოთხკუთხედ თავიანი ადამიანებიც ხო არსებობენ? - კიკიკიკი არსებობენ, ჩემი მეზობელი მაია ხო იცი, აი იმის შვილი თამუნა, როა იმას აქვს ოთხკუთხედი თავი – მითხრა და მხიარულად გადაიკისკისა. - ხო და ნინიტა, აი ზუსტად მათთვის გამოიგონეს სულ თავიდან ეგ ბალიშები. - მერე? - მერე, ჩვენ თურმე მრგვალთავიანი ადამიანები მიმთვისებლები ვყოფილვართ და მივითვისეთ.. - ესეიგი მე მიმთვისებელი ვარ? – შემაწყვეტინა და რაღაცნაირად მოიწყინა. - ხო ასე გამოდის ნინიტა, მაგრამ მერე რა, ყველა ასე არ ვართ? – შუბლზე ვაკოცე და დავამშვიდე.. არაფერი მითხრა ისე ჩაეძინა. კარგახანს ვუყურე მძინარეს, მერე ვერ მივხდი ისე ჩამეძინა. დილით კი ჩვეულებისამებრ ყურთან ბოლო ხმაზე აწეული rammstein-ის amerika ჩამირთო და თვითონ სამზარეულოში შევარდა, იცოდა რომ ადგომა შემეზარებოდა და არ გავეკიდებოდი. ასე მიპასუხებდა ხოლმე, აბა მე რო ვიღვიძებ კაია? ხო და თუ კაია შენც გაღვიძებული იყავიო. მერე ცხელი ჟოლოსგემოიანი ჩაი მოიტანა, ერთი ფინჯანი ჩემთვის და ერთი თავისთვის, ჩამომიჯდა საწოლზე და ხრუპუნ-ხრუპუნით ვსვამდით, აბა ცხელი იყო და ისე კისერს გვწვავდა. სამსახურში მაგვიანდებოდა, კარში გასვლისას მომეხვია, ლოყაზე მაკოცა და ყურთან ჩურჩულით მითხრა: მდინარეში რო ოთხკუთხედი აგური ჩააგდო მრგვალი წრეები რატო იხატება ზედაპირზე თუ იციო? უცებ ვერაფერი მოვიფიქრე და კითხვა დავუბრუნე, აბა რატომ შენ თუ იცი მეთქი, იმიტომ რომ წყალი მრგვალია, აბა ჩაასხი ვედროში და ნახავ თუ არ არის მრგვალიო, მაოცებ მეთქი ვუთხარი და გასვლა დავაპირე, მე კიდე ყველაზე შტერ ადამიანს ვიცნობ დედამიწაზეო, კმაყოფილად გადაიკისკისა და ტუჩები საკოცნელად მოსწია. საღამოს, სახლში დაბრუნებულს ეგრევე მომახალა, დღეს იცი? პატარა უფლისწული ზუსტად ოცდაცამეტჯერ წავუკითხე, შენნაირად მოსწონს, მამამისივით შტერი დაიბადებაო თავი დაიიმედა და მუცელს მოეფერა. იმ ღამეს ჩვენს საწოლში მისი ბალიში აღარ იყო, იყოს ასე მირჩევნიაო. მერე თავი მკერდზე დამადო და მკითხა: - ვისაც ბალიში არ აქვს ისინი ვინები არიან? - ისინი მარტო არ არიან ნინიტა. კიდევ უფრო მაგრად მომეკრო, გრძნობდა, რომ არასოდეს დავტოვებდი მარტო. არცერთი ღამით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ლამაზია... წარმატებები!! ლამაზია... წარმატებები!!
18. rammstein-ის amerika <== ბავშვობა, დიმუ ბორგირი და ჩილდრენ ოფ ბოდომები გამახსენა ^_^ +2 rammstein-ის amerika <== ბავშვობა, დიმუ ბორგირი და ჩილდრენ ოფ ბოდომები გამახსენა ^_^ +2
17. მადლობა მოკითხვისთვის.
მეც მოგიკითხეთ
მადლობა მოკითხვისთვის.
მეც მოგიკითხეთ
16. პარიზიანი კაბა ჯობდა. :) მოგიკითხეთ. პარიზიანი კაბა ჯობდა. :) მოგიკითხეთ.
15. რა თბილია.ნინიტა რა კარგი სახელია როგორ მომეწონა.წარმატებები ავტორო.ძალიან კარგი ხარ. რა თბილია.ნინიტა რა კარგი სახელია როგორ მომეწონა.წარმატებები ავტორო.ძალიან კარგი ხარ.
13. ჰომმ)** :)) ჰომმ)** :))
12. თბილია....:) "გრძნობდა, რომ არასოდეს დავტოვებდი მარტო. არცერთი ღამით."
იხარეთ ავტორო!+++++ თბილია....:) "გრძნობდა, რომ არასოდეს დავტოვებდი მარტო. არცერთი ღამით."
იხარეთ ავტორო!+++++
11. კი მასწავლიდნენ ქალბატონო თამარ, მაგრამ მე ვიყავი ცუდი მოსწავლე ((( კი მასწავლიდნენ ქალბატონო თამარ, მაგრამ მე ვიყავი ცუდი მოსწავლე (((
10. უამრავი შეცდომა რომ არ იყოს "გაპარული", დიდი სიამოვნებით დავწერდი 5-ს.
და პუნქტუაციას საერთოდ არ გასწავლიდნენ სკოლაში? :(( უამრავი შეცდომა რომ არ იყოს "გაპარული", დიდი სიამოვნებით დავწერდი 5-ს.
და პუნქტუაციას საერთოდ არ გასწავლიდნენ სკოლაში? :((
9. რა კარგია...საყვარელი აბდაუბდა ... 5555
რა კარგია...საყვარელი აბდაუბდა ... 5555
8. ბუდულას კომენატრს შემოვყევი, აჰ აქაცაა ნახსენები პატარა უფლისწულითქო??? (როგორ მიყვარს)
ჰოდა მცირე ნაწერი კია მარა წარმოდგენას ქმნის ისეთს, მინიმუმ ერთი დღე რომ გაგყვება ეს ოჯახი
ბუდულას კომენატრს შემოვყევი, აჰ აქაცაა ნახსენები პატარა უფლისწულითქო??? (როგორ მიყვარს)
ჰოდა მცირე ნაწერი კია მარა წარმოდგენას ქმნის ისეთს, მინიმუმ ერთი დღე რომ გაგყვება ეს ოჯახი
7. პატარა უფლისწული ზუსტად ოცდაცამეტჯერ წავუკითხე, შენნაირად მოსწონს, მამამისივით შტერი დაიბადებაო თავი დაიიმედა და მუცელს მოეფერა...
ძალიან:) პატარა უფლისწული ზუსტად ოცდაცამეტჯერ წავუკითხე, შენნაირად მოსწონს, მამამისივით შტერი დაიბადებაო თავი დაიიმედა და მუცელს მოეფერა...
ძალიან:)
6. ნაწარმოებში აზრთან ერთად ემოციაც სჭარბობს. ++ ნაწარმოებში აზრთან ერთად ემოციაც სჭარბობს. ++
5. ვისაც ბალიში არ აქვს ისინი ვინები არიან? - ისინი მარტო არ არიან ნინიტა. იდეაში კი.... ვერაფრით ვიძინებ ბალიშზე -:) არადა მარტოს მძინავს:)
არაფრისმთქმელი-5 ვისაც ბალიში არ აქვს ისინი ვინები არიან? - ისინი მარტო არ არიან ნინიტა. იდეაში კი.... ვერაფრით ვიძინებ ბალიშზე -:) არადა მარტოს მძინავს:)
არაფრისმთქმელი-5
4. +5 კარგი იყო ) +5 კარგი იყო )
3. orange.
და თქვენი ნაწერები სულ ნიკას მაგონებს ხოლმე. orange.
და თქვენი ნაწერები სულ ნიკას მაგონებს ხოლმე.
2. თბილი და ძალდაუტანებელი თხრობა. იუმორიც. :) ოღონდ -აბა ცხელი იყო და ისე კისერს გვწვავდა.- კისერს,თუ ყელს?
5.
თბილი და ძალდაუტანებელი თხრობა. იუმორიც. :) ოღონდ -აბა ცხელი იყო და ისე კისერს გვწვავდა.- კისერს,თუ ყელს?
5.
1. აუ ვთხოვ რა ადმინისტრაციას, თუ არ შეეზარება პროზაში გადაიტანოს ეს, შემეშალა ((( აუ ვთხოვ რა ადმინისტრაციას, თუ არ შეეზარება პროზაში გადაიტანოს ეს, შემეშალა (((
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|