ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო გაბიტაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2014


გაწელილი ღამე

მე ვატან ამ ლექს შენამდე ტალღებს
ალბათ მოახწევს ამ ღამის ნამქერს
ოთახში ნაზად გადავწევ ფარდებს
ამ სპექტაკლს მე ვარქმევ მდარეს

პიესას აქვე დაგიწერ ბარემ
ცოტა სევდას და ნაღველსაც ვარევ
რომ სახრჩობელა დაკიდოს მთვარემ
ასე რატომ გამეწელე ღამევ?

ვიცი გაჩუქებს ვიღაც ვარდებს
ლამაზი სიტყვებით შემოსავს თვალებს
თავის სიწმინდეს სიტყვებით ამხელს
ჩემზე უკეთ მოგითხრობს სათქმელს

მე კი გავცდები  ამ ღამით საზღვრებს
წავალ იქ  სადაც დუმილი მამხელს
სადაც სიტყვების ნაცვლად, ძალა აქვს გცევებს
და სიყვარულით გამოწვდილ ხელებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები