 | ავტორი: ნიატა ჟანრი: პროზა 30 იანვარი, 2014 |
დაუბერა სასტიკმა ქარმა და თითქმის შემომახია სამოსელი, არადა როგორ მიხდება ეს მზისსხივისფერი კაბა, როგორ მომწონს თავი...სულ ტბაში ვარ გადახრილი, რომ კარგად შევათვალიერო ჩემი მაღლად აზიდული, ოდნავ წინწახრილი სხეული....ერთმანეთში გადახლართული ჩემი ხელები და სწორი ,მაღალი ფეხი....რა შემაწუხებელია ეს ქარი, აი, ახლაც ზედ თავზე დამტრიალებს და თავბრუს მახვევს, ტოტებს მატეხს, კაბა თითქმის სულ შემომაფლირთა... რადაც არ უნდა დაუჯდეს თავი უნდა შემაყვაროს...ამას ვერას გზით ვერ შესძლებს... ჩემი გული უკვე ჩემს ტბას ეკუთვნის.... ჩვენ ერთმანეთის სულში ვიხედებით, ერთმანეთის გულისცემა გვესმის,ამიტომაც არასოდეს ვსაუბრობთ ჩვენს გრძნობებზე, ამის გარეშეც კარგად ვიცით რა ლავა ტრიალებს ერთმანეთის გულებში, ჩვენ ერთმანეთით ვართ მოცული, მაგრამ არც ისე, რომ გამშემომყოფს ვერ ვამჩნევდეთ, მათზე არ ვზრუნავდეთ, სხვა რა არის ჩვენი მიწიერი ვალი? ზრუნვა ერთმანეთზე, სწორედ ამისმა ნაკლებობამ გაუცივა ადამიანებს გულები, მათ გულში ადგილი აღარ დარჩა სიყვარულისა, ისინი წარმავალი მატერიებით არიან სავსენი, გარშემო ყველაფერს გადასახდელი ფასი ადევს, თვით სიყვარულსაც , ამიტომაც ისინი სულ უფრო და უფრო იშვიათად არიან ბედნიერები, მთელი ცხოვრება მეტის და მეტის მოხვეჭაში ატარებენ, მაგრამ რაც უფრო მეტს იხვეჭავენ, მით უფრო უბედურები და უკმაყოფილოები არიან, ჩვენ კი ერთმანეთს შეხიდულები სიამესა და სიყვარულში ვატარებთ ჩვენს უბრალო ყოფას. რამდენის მომსწრეა ჩვენი თვალები ტბაზე ამოსული ადამიანებისაგან , მათში თითქოს აგრესია გაღვივებულა, როგორც სარეველა ბალახი, ისინი ისე შეუბრალებლად მატეხავენხოლმე ნორჩ ტოტებს, არც ჩემი კვნესა ესმით და არც ტბის ბობოქარობა..ისე დაალეწავენხოლმე ჩემს უკან მდგარ იასამანს საოცარი სურნელებით გაჟღენთილ ყვავილებს მათი ქვითინი გულს მიკლავს, სანაგვედ აქცევენ ჩვენს სამყოფელს ათასფერი ბრჭყვიალა ნივთებით, აი, მაშინ კი ვნატრობთ ჩვენი უსულგულო ქარის მობრძანებას, რომ აქა–იქ მიმოფანტოს ნაგავი და საშინელი სუნისაგან გვიხსნას, ყველაფერს ჩემი ენა ვერც იტყვის, რასაც ისინი სჩადიან ..მათი საუბარიც ამ ნაგავსაყრელს მოგაგონებთ ,საშინლად ყარს...მხოლოდ ერთხელ ვიხილე გოგონა, დიდი, ჩემი ტბასავით უძირო თვალებით, დაჭორფლილი სახით, ის გამოეყო სხვებს და დიდხანს იდგა ტბასა და ჩემს შორის ....მთელ სახეზე სევდა ეხატებოდა...ის დუმდა, მაგრამ ჩვენ გვესმოდა მისი ,მისი ხედვა და აზრი ამ სამყაროს თვალსაწიერს სცილდებოდა, მის თვალებში არაამქვეყნიური სხივი კრთოდა, ...მომიახლოვდა და მაგრად ჩამეხუტა, თითქოს ჩემი გულის ძგერა სურს გაიგოსო ..დაიხარა და მიწას ხარბად დაყნოსა თვალებდახუჭულმა, სიამოვნებამ სიფრიფანა სახე გაუნათა ... ის იდგა, ჩაჰყურებდა ტბას სიღრმეში თითქოს იქ სხვა სამყარო ეგულებოდაო და თან იმედგაცრუებული, რომ ვერაფერი აღმოაჩინა ცრამლებით ევსებოდა უძირო თვალები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება, მალე მეგობრებმა დაუძახეს დაკარგულს, მანაც თავისი ნაზი ხმით გააგონათ და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას...მას მერე აღარ გვინახავს...როცა ყველა სულიერს სძინავს ტბა თავის დავერცხლილ თავს მომაბჯენს და ჩურჩულით მიყვება ათასგვარ ზღაპარს სიყვარულზე, სილამაზეზე, ბოროტებაზე...ხან გმინავს ტბა, ხან უსტვენს და გალობს,მეც ამ დროს მის შევერცხლილ ქოჩორს ვეალერსები...როგორ მიყვარს მისი შეხება, მთელ ტანში ჟრუანტელი მივლისხოლმე, ჩემი ტბა ამ დროს ლულავს თავის ღრმა და უძირო თვალებს და ირწევა ნელა ,სულ ნელა... რამდენჯერ სცადრა ქარმა ტბისთვისაც შეეტია ამოეღვარა და ამოეშთო თავისი სამყოფელიდან, ჩემი ტოტები რომ არა, არ ვიცი რა გვეშველებოდა...მხოლოდ ცივ და უმზეო ზამთარში ვერ ვშველი ვერაფერს, როცა ქარი სუსხიან ყინვას გაიხდის ძმობილად...ის ჩემს ტბას ლოდივით გაუქვავებსხოლმე გულს და მერე დაიწყება გრძელი სიჩუმე და სიცარიელე, აღარავინ ეალერსება ჩემს შიშველ სხეულს, არავინ მოუყვება ჩურჩულით ზღაპრებს...როგორ გრძელდებიანხოლმე ეს უსასრულო ღამეები, ისინი კიდევ უფრო მიმძიმებენ ისედაც თოვლით დამძიმებულ სულსა და სხეულს...დღეები ცივი ჯაჭვებივით მიუყვებიან ერთმანეთს, ისინი ერთმანეთის ორეულებად, სამეულებად და ასე უსასრულოდ გადაიქცევიან...მერე როგორღაც დასრულდება ჩემი ტანჯვა ,მზეც განთავისუფლდება ღრუბლების მარწუხებიდან და სითბოში გაახვევს სამყაროს, მერე როგორი საამოა დაბრუნება და კვლავ თავიდან დაწყება ყოველივესი, მონატრების გრძნობა კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენს გრძნობებს.....აი, ასე ვატარებთ მე და ჩემი უძირო ტბა ჩვენს აქმყოფობას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ერთი ხე არის უსიყვარულდ ტირიფი და ისიც ტირის. ერთი ხე არის უსიყვარულდ ტირიფი და ისიც ტირის.
6. გავითვალისწინებ :* გავითვალისწინებ :*
5. მშვენიერი ეკოლოგიურ-ლირიკული ჩანახატია.
უამრავ სამწერტილს თუ მოაცილებდით, მგონი, უკეთესად წაიკითხებოდა.
მშვენიერი ეკოლოგიურ-ლირიკული ჩანახატია.
უამრავ სამწერტილს თუ მოაცილებდით, მგონი, უკეთესად წაიკითხებოდა.
4. მერე როგორღაც დასრულდება ჩემი ტანჯვა ,მზეც განთავისუფლდება ღრუბლების მარწუხებიდან და სითბოში გაახვევს სამყაროს, მერე როგორი საამოა დაბრუნება და კვლავ თავიდან დაწყება ყოველივესი, მონატრების გრძნობა კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენს გრძნობებს.....აი, ასე ვატარებთ მე და ჩემი უძირო ტბა ჩვენს აქმყოფობას.
ტირიფის მონოლოგი... მგრძნობიარეა ++ მერე როგორღაც დასრულდება ჩემი ტანჯვა ,მზეც განთავისუფლდება ღრუბლების მარწუხებიდან და სითბოში გაახვევს სამყაროს, მერე როგორი საამოა დაბრუნება და კვლავ თავიდან დაწყება ყოველივესი, მონატრების გრძნობა კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენს გრძნობებს.....აი, ასე ვატარებთ მე და ჩემი უძირო ტბა ჩვენს აქმყოფობას.
ტირიფის მონოლოგი... მგრძნობიარეა ++
3. საინტერესოა. საინტერესოა.
2. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ერთ " ჩვეულებრივ" და "არაფრითგამორჩეულ" ჩანახატს ვერაფერი გაუგეთ :)))) მაინც მადლობა შეფასებისათვის :* ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ერთ " ჩვეულებრივ" და "არაფრითგამორჩეულ" ჩანახატს ვერაფერი გაუგეთ :)))) მაინც მადლობა შეფასებისათვის :*
1. ბევრი ვერაფერი გამოვარჩიე, ერთი ჩვეულებრივი ჩანახატია, აქ კი გამეღიმა : კარგად შევათვალიერო ჩემი მაღლად აზიდული, ოდნავ წინწახრილი სხეული....ერთმანეთში გადახლართული ჩემი ხელები და სწორი ,მაღალი ფეხი...
არამგონია ცალი ფეხი გქონდეთ :))))))) წარმატებები ბევრი ვერაფერი გამოვარჩიე, ერთი ჩვეულებრივი ჩანახატია, აქ კი გამეღიმა : კარგად შევათვალიერო ჩემი მაღლად აზიდული, ოდნავ წინწახრილი სხეული....ერთმანეთში გადახლართული ჩემი ხელები და სწორი ,მაღალი ფეხი...
არამგონია ცალი ფეხი გქონდეთ :))))))) წარმატებები
|
|
მონაცემები არ არის |
|
|