ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2014


შემოგაყარო.

თითების კანკალს დავიწყნარებ, ფიქრებს რა ვუყო?
სადარდებელი გულის ძარღვებს, არა, არ ინდობს,
დღეებს სურვილი სამომავლოდ უნდა დავუწყო,
თორემ, ვგრძნობ ზამთარს და ქარები როგორ ამინდობს..
შემოგაფეთებს გულის ცემებს, შემოგაჩეხებს,
მერე უყურე როგორ მიდის შენგან თვეები,
არ გაეკიდო თუ წარსული  ფეხებს არ გითრევს,
თუ სამომავლოდ არ გიმრავლებს უამრავ დღეებს....
სიბრმავე მინდა, დამუნჯება, სიჩუმე მინდა,
ხელები მინდა ჩავილაგო გულის ციხეში,
ფურცლები მინდა შეგაყარო ცარიელები,
რაც ვერ დახატე, ვერ გამოთვი სიტყვა უხეში...
ახლა კი მინდა გაიღიმო, ან ჩაიცინო,
მშევნიერია ცხოვრებაო, გასაოცარი,
ან უფრო მეტად ინტერესი გამოიჩინო,
გადაუნგრიო ამ ცხოვრებას გულის ფიცარი..
ხოდა დაკარგე მუზებივით ჩემი იმედი,
გახუნებული, გიყურებდა მთვარის ფერები
გამოგაყოლე ჩემი მზერა წერტილ მძიმეთი,
თუ დაგეწია ძახილივით ლექსის ბგერები...
სიბრმავე მინდა, დამუნჯება, სიჩუმე მინდა,
ხელები მინდა დედამიწას შემოვაწვდინო
ფურცლები მინდა შეგაყარო ლექსებიანი,
ხვალინდელი დღე როგორმე რომ გაგინაწილო!
შ.ნ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები