ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: დრამატურგია
8 თებერვალი, 2014


სანტექნიკოს სერგოს ცთუნება

          სანტექნიკოს სერგოს ცთუნება

მინიკომედია

მოქმედი პირნი:

ნუკა- პიკანტური გარეგნობის ოცდაათი წლის ქალი
ლაშა- ათლეტური მამაკაცი, დაახლოებით იმავე ასაკის
სერგო- მდაბიური შესახედაობის ორმოცდაათი წლის სანტექნიკოსი

სცენა წარმოადგენს საცხოვრებელი ბინის ჰოლს. დიასახლისი მობილურზე საუბრობს.
ნუკა- შენადა, სადა ხარ?..  არა. ჯერ არა... მისამართი კი ჩაიწერა და სხვა რა გითხრა...  რაა?.. აბა რას ვიზამ... მობილური არ გამორთო, იცოდე! .. მაშინვე, აბა რა. გკოცნი!
  ზარი კარზე.
ნუკა- ვინ არის?
სერგო- სერგო ვარ, სერგო!
ნუკა- აბა სერგო?
სერგო- სანტეხნიკი, ვინ ვიქნები. ნუცკა თქვენა გქვიათ?
ეკა: დიახ, დაახლოებით, ეხლავე გაგიღებთ. (კარს უღებს)
სერგო- (შემოდის, ჩანთას იატაკზე დებს) ხოდა, თქვენ რო დამირეკეთ , ისა ვარ.
ნუკა- ააა, გასაგებია. ძალიან კარგი!
სერგო- მშვიდობა თქვენთან! ძლივას არ მოგაგენით. აქაც თუ ხალხი ცხოვრობდა, არ მეგონა.
ნუკა- და თქვენ სადა ცხოვრობთ?
სერგო- გლდანის მეოთხე მიკროში.
ნუკა- (ირონიულად) გლდანელი თუ ხართ, აქაურობა რას მოგეწონებათ.
სერგო- აბა, რა არის გასაკეთებელი, მანახეთ.
ნუკა- გასაკეთებელს ნუ იტყვით. იმდენია, რომ, არ ვიცი. ეს სახლი ეხლახანს შევიძინეთ და ხომ იცით, ყველაფერი მოშლილია. ძველი პატრონი აქ არ ცხოვრობდა, გაქირავებული ჰქონია და ხომ ხვდებით. ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი. ჩემს ქმარს არაფერი ეხერხება. ისევ მე უნდა მოვაბა თავი ყველაფერს.
სერგო- მერედა სად არი?
ნუკა- ქმარი? სამსახურშია. (გამომცდელად) რატომ გაინტერესებთ? ჯერ არ დაბრუნდება.
სერგო- ქმარი რაში მაინტერესებს, სად არი გასაკეთებელი?
ნუკა- ა, ეხლავე, სააბაზანოში შებრძანდით. (სააბაზანოს კარისკენ უთითებს, სერგო შედის).
სერგო- (სააბაზანოდან) ოდადადა, ეს რა არის! ყველაფერი დამპალია.აბა დახე, ეს რა უქნიათ. ხელოსანი არ არსებობს თქვენში! (გამოდის) ეს არი ცოტა საქმეაო- ტელეფონში რო მითხარი. ორივე „სმესიტელი” გამოსაცვლელია, ტრაპი იჭედება, დუშიც აღარ ვარგა. ამ სიფონს მაინც რას ერჩოდნენ?
ნუკა- კაი ეხლა, ნუ მოსპე ყველაფერი!
სერგო- წადი, ჩემო დაო, სხვა ხელოსანი მოიყვა, თუ იმან სხვანაირად გითხრა, მე ვიხდი. მეტი რა გითხრა.
ნუკა- შენ ის მითხარი, თუ ეშველება რამე?
სერგო- მაგის ნებაა რო. ოცდაათი წელია რკინას ვეჭიდავები.
ნუკა- მაგარი ხარ, მაგარი, გეტყობა! და რა დაჯდება ეგ სიამოვნება?
სერგო- რა ვიცი, ჩემო დაო, თურქული ტეხნიკა გირჩევნიათ, თუ რუსული? სხვადასხვა ფასებია. მერე ყველაც არ წავა.ძველი გაყვანილობა ჩანს. რომელიც არ უნდა იყოს, ორასი ლარი არ ეყოფა.
ნუკა- (აღშფოთებული) რას ამბობ, ორასი რა ამბავია!
სერგო- აბა წადი ელიავაზე, ორას ლარად რომელი ხელოსანი გაატოკებს ხელსა.
ნუკა- კარგი ეხლა, ნუ იცით ხელოსნებმა ყველაფრის გაზვიადება! ასიც გეყოფა.
სერგო- რას ამბობ,რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენა. გარეთ არ იხედებით? თუ გინდათ, გინდათ, თუ არადა, ამ კარიდან როგორც შემოსვლა, ისე გასვლაც ხო შეიძლება.
ნუკა- (იცინის) კარგი, კარგი, ჯანდაბას! დაიწყე, მოვრიგდით.
სერგო- ხოდა, ეგრე. გონიერი ხალხი ყოველთვინ მორიგებით ათავებენ.  (იქაურობას ათვალიერებს) სად გამოვიცვალო?
ნუკა- აქ გადაიცვით, არა უშავს.
სერგო- ეგ როგორ იქნება?
ნუკა- მიდი, ნუ გერიდება! მიდი, მიდი, არ გიყურებ!
სერგო დაბნეული შებრუნდება და სამუშაო ტანსაცმელს გადაიცვამს. ახლებს იქვე ჰკიდებს.
ნუკა- (აღტაცებული) რა დაკუნთული ხართ თვალი გამექცა., იშვიათად მინახავს თქვენნაირი ნაღდი მამაკაცი.
სერგო- (თავმომწონედ) ნაღდი ვარ, მაშ!
ნუკა- ალბათ, რა ბედნიერი იქნება თქვენი ცოლი, წარმომიდგენია!
სერგო- რავი, ჯერ არსად უჩივლია.
ნუკა- ჩემმა ქმარმა ეჭვიანობის მეტი არაფერი იცის.  საერთოდ არ ახსოვს, ქალი რომ ვარ.
სერგო- მა ბიჭადა გთვლის?
ნუკა- არა, როგორ გითხრა, არ ვაღელვებ.
სერგო- არ აღელვებ და მაგისთანა ცოლს  რა სჯობია.
ნუკა- მოკლედ, სულ  არ მეფერება.
სერგო- რა მოფერება გინდა, ბალღი ხომ არა ხარ?
ნუკა- დავიჯერო, შენს ცოლს არ ეფერები ხოლმე?
სერგო- (ჩაიცინებს) თავისდროზე ყველაფერია.
ნუკა- მაინც რა ინტენსივობით მუშაობთ?
სერგო- გააჩნია გამოძახებას. დღეს ქვეყანა იბრალებს სანტეხნიკობას.ტელეფონის ნომრით კიდე როგორ უნდა მიხვდე, ნაღდია, თუ ფინაჩი.
ნუკა- მაგაზე არ გეკითხები, რამდენჯერ აღვიძებთ-მეთქი.
სერგო- ჰო, მუშაობაო და მაგას მუშაობას ეძახი? ეჰ,  ჩემი როზა ძველი ქალია, ეგეები დიდად არ ეპიტნავება.სუ ხვეწნა-მუდარა მჭირდება დასაყოლიებლად.
ნუკა- შეუძლებელია თქვენნაირ კაცს უარი უთხრას ქალმა.
სერგო- ეგრე კია და.
ნუკა- რახნისაა თქვენი ცოლი?
სერგო- მაიცა, გეტყვი. ორმოცდაათს უკვე შაასრულებდა, ხო იცი. შევაბერდით ერთმანეთს.
ნუკა- დავიჯერო , არასდროს გიღალატია?
სერგო- მაგაზე ვაჟკაცები არ ლაპარაკობენ.
ნუკა- (ინტიმური ხმით) ისე, ახალგაზრდა გოგოებისკენ არ გაგირბით თვალი, ჰაა?
სერგო- რომელ ვირს დაუწუნია სიქორფით ბალახი?
ნუკა- მაინც რა პოზა მოგწონთ ყველაზე მეტად?
სერგო- (დარცხვენილი) აბა ეგეები რა სალაპარაკოა,
ნუკა- წარმომიდგენია, რა ჟრუანტელისმომგვრელი იქნება თქვენი ჩახუტება. (საკინძის ღილებს იხსნის).
სერგო- მაიცა, კაცო, რეებს მალაპარაკებ ამ დროულ კაცსა.
ნუკა- (იცრემლება) რომ იცოდეთ, რა დღეში ვარ! ყველას ვერ ენდობი. ეხლანდელები, ხომ იცით, როგორი ცანცარები არიან. თქვენისთანა ალალი კაცი სულ სხვაა.ნუ მკრავთ ხელს, ნამდვილი მამაკაცი მენატრება!
სერგო- (მკერდზე მისჩერებია) ჩუმათ, გოგო! ემანდ არავის ეყურებოდეს!
ნუკა- ნუ გეშინია, სერგო, ამას ვერავინ გაიგებს ქვეყანაზე, დაატკბე უბედური ქალი!
სერგო- დიდება შენდა ღმერთო!
ნუკა- გაიხადე, გაიხადე! თუ გერიდება, მე გავალ.
სერგო- დაიცა, კაცო, რას მასულელებ!
ნუკა- (გადის, შორიდან კეკლუცად) გელოდები, ჩემო გიჟო! (შორიდან ისმის, რომ მობილურზე საუბრობს).სერგო დივანზე ჯდება, შეფიქრიანებულია. მერე იწყებს გახდას. რჩება შილიფად, გრძელი საცვლების ამარა. შემოდის ნუკა.
ნუკა- უკვე მზადა ხარ, სიხარულო?(უახლოვდება. სერგო უკან იხევს. ნუკა- ნუ ნერვიულობ, საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება!
სერგო- (დაეჭვებული) შენ რატო არ იხდი?
ნუკა- (ჩურჩულით) ცოტა მცხვენია სანამ შეგეჩვევი.
სერგო- (ისიც ჩურჩულით) შენადა, საწოლი საითა გაქვთ?
ნუკა- ნუ ჩქარობ, საყვარელო, ყველაფერი იქნება თავის დროზე.
ზარი კარზე.
ნუკა- ვაიმე, ლაშა!
სერგო- ვინა?
ნუკა- ჩემი ქმარი!
სერგო- მერე, რა მოუიდა?
ნუკა- კი არ მოუიდა, მოვიდა. ეგრე თუ გნახა, მოგკლავს! (გაბმული ზარი) ეხლავე ჩაიცვი, აკრიფე შენი ინსტრუმენტები და აქედან გაქრი!
სერგო- მერე როგორღა გავიდე, ჩიტი ვარ, გავფრინდე!
ისევ ზარი
ნუკა- გადამრევს ეს კაცი. რა ვერ გაიგე, სააბაზანოში შედი, სასწრაფოდ დაიწყე მუშაობა! ვაიმე, მომკლავს!
სერგო გადაიცვამს, ფაცხა-ფუცხით აკრეფს იარაღებს და გადის. ნუკა ელოდება, მერე კარს აღებს. შემოდის ლაშა.ნუკა- (შემცბარი) ა, შენა ხარ, ლაშ, ასე ადრე არ გელოდი.
ლაშა- (აქეთ-იქით იყურება) რა ხდება?
ნუკა: რა უნდა ხდებოდეს, ჩემო კარგო? (ცდილობს გაიცინოს)
ლაშა- კარი რატომ მაშინვე არ გამიღე?
ნუკა- როგორ თუ არ გაგიღე, მაშინ ხომ გარეთ უნდა იყო.
ლაშა- მე მგონი, მშვენივრად გესმის, რატომ დაგაგვიანდა გაღება?
ნუკა- უბრალოდ... უბრალოდ ფქვილში მქონდა ხელები... და გადავიბანე.
ლაშა- (ხელებზე აკვირდება) გადაბანილს რაღაც არ გიგავს.
ნუკა- ხო, მაცივარი გამოვწმინდე და დამესვარა...
ლაშა- რაა? აკი ვაცხობდიო!
ნუკა- ვინ გითხრა ვაცხობდიო, ფქვილი მარტო გამოცხობისას სჭირდებათ, შენი აზრით? საერთოდ, რა წაიღე ტვინი შენი ამდენი დაკითხვებით, ბოლოსდაბოლოს! შვეიცარი ხომ არ ვარ, კართან გიდარაჯო. რაღაცას ვაკეთებდი და შემაგვიანდა, დაიქცა ქვეყანა?!
ლაშა- (ხმას აუწევს) რაღაც არეულად ლაპარაკობ.
ნუკა-(ისიც უწევს ხმას) მე მგონი, შენა ხარ არეულ ხასიათზე და ჩემზე გინდა ჯავრი იყარო.
ლაშა- (საკიდს შეხედავს) ეს ტანსაცმელი ვისია?
ნუკა- რა ტანსაცმელი?
ლაშა- დავიჯერო, ესეც მელანდება? რა ხდება, გამაგებინე, თორემ აღარ მყოფნის ნერვები, იცოდე!
ნუკა- ა, ტანსაცმელი? სულ დავიბენი, ისე აყვირდები ხოლმე,, გონზე მოსვლას არ აცდი ადამიანს.
ლაშა- (ძირს იხედება და ჩანთას ამჩნევს) ან ეს ჩანთა საიდან? მიპასუხე, ჩქარა!
ნუკა- ისა, (აუჩქარებს) ჩვენ სანტეხნიკი გვესტუმრა. ასე არ გადავწყვიტეთ? ვითომ არ იცოდი. ყველაფერს მოგიგვარებთო. მშვენიერი დარბაისელი ხელოსანი ჩანს.
ლაშა- მერე ასე გეთქვა თავიდან, რომ დამაწყვიტე ნერვები!
ნუკა- დამაცადე რო. (ინტონაციას იცვლის) ძია, სერგოო!კიდევ ბევრი დაგრჩათ გასაკეთებელი?
სერგო- ემ საათში, პატივცემულო!
სერგო ნირწამხდარი გამოდის.
ნუკა- ესეც ჩვენი ძია სერგო, გლდანის მეოთხე მიკროდან, მშვენიერი მეუღლე ჰყავს- როზა.  ჩვენ უკვე დავმეგობრდით. არა, ძია სერგო?
სერგო- მაშ, მაშ!
ლაშა- ბევრი იყო საქმე, ძია-კაცო?
სერგო- არა, ბევრი არაფერი. (ჩანთაში ალაგებს იარაღს, მერე ახალ ტანსაცმელსაც ჩამოხსნის და იმასაც მექანიკურად ტენის).
ლაშა- მოიცა, ეგრე ვერ გაგიშვებთ, სალაპარაკო მაქვს.
სერგო- მე... მე რა უნდა გითხრა...
ლაშა- შე კაი კაცო, რო გარბიხარ, აღარ უშლიან?
სერგო- გასაქცევი რა მაქ, შვილისტოლი კაცი ხარ!
ლაშა- QAQქართველი კაცი არა ხარ?
სერგო- ქართველი ვარ, მა ვინ ვიქნები.
ლაშა- მერე, ოჯახში პირველად ხარ, ერთი არ უნდა დაილოცო?
სერგო- (შვებით ამოისუნთქავს) არა, მეჩქარება, დალოცვილები გამყოფოთ...
ლაშა- მაშ, ეგრე უპატივცემულოდ გაგიშვათ, შე კაცო?
ნუკა- ნუ შეაწუხებ, ლაშ, უკვე ვასაუზმე!
ლაშა- მართლა?
სერგო- მართლა, მაშ!
ლაშა- ნუკა, ძვირფასო, ფული ხომ გადახდილია
?
ნუკა- რა თქმა უნდა.
სერგო- მაშ, მაშ!
სერგო ჩანთას იღებს და გადის. ნუკა კარს კეტავს. ის და ლაშა იცინიან.
ლაშა- ესეც ასე. ხვალ ვისი ჯერია, ჩემო კარგო?
ნუკა- სარეცხი მანქანაა შესაკეთებელი. (გაზეთს აფრიალებს) აი, ტელეფონიც- სარეცხი მანქანების შეკეთება. იკითხეთ ვალერა!
ლაშა- ჩემი მოხერხებული დაიკო!

        ფარდა

        2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს