ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: თარგმანი
11 თებერვალი, 2014


  ჩამოტვირთვა

ბობ დილანი - უმეტესწილად

უმეტესწილად,
აღვიქვამ ნათლად ყველაფერს ირგვლივ,
უმეტესწილად,
მყარს ვადგამ ნაბიჯს და მჯერა იღბლის,
ძალმიძს გზას გავყვე; ნიშნების აღქმა,
დავრჩე სწორ გზაზე, აღმა თუ დაღმა..
წინაღობები დავძლიო, ძალმიძს.
ვეღარც კი ვამჩნევ, რომ ის გამცილდა,
ასე დავდივარ უმეტესწილად.

უმეტესწილად,
ცნობიერება ნათლად აღიქვამს,
უმეტესწილად,
არც კი შევცვლიდი რამეს ამრიგად.
ვეღარ დავამთხვევ ისევ გზებს, მაგრამ,
ვპატრონობ გზას, ფეხს რომელსაც ვადგამ.
ძალმიძს, რომ ყოველ სიტუაციას
ავუღო ალღო და თუ მაცლიან
ძალმიძს გადავრჩე, ძალმიძს ვითმინო!
და მის შესახებ მცირე ფიქრიც რომ
არ გავიელვო უმეტესწილად.

უმეტესწილად,
შეუვალი ვარ - კედელი სალი!
უმეტესწილად,
მე მყოფნის ძალა - არ მძულდეს არვინ.
და ილუზიებს არ ვაგებ, ვიდრე
არ მძლევს ამ სენის ავი სიმდიდრე.
მე არც ეჭვები მაშინებს, რაგინდ
მოიცვას ბინდმა - ემონოს ამ ბინდს.
ძალმიძს ღიმილი მოდგმის წინ - კაცთა.
და მის ტუჩებზე ჩემების განცდა -
აღარცკი მახსოვს უმეტესწილად.

უმეტესწილად,
ჩემს გონებაში აღარ ჩანს თითქმის
და ვეღარც ვიცნობ თუ ვნახე ისევ,
ისე შორს არის - წარსულში ითქმის.
უმეტესწილად მიჭირს აღქმაც კი,
რომ ის ოდესღაც ჩემს გვერდით იყო,
რომ მეც ვიყავი მის გვერდით - მისებრ.
უმეტესწილად ნახევარკაცი,
ვიცი, მეტწილი, ვინ სად წაიღო,

თავს არ ვიტყუებ, არვის გავურბი, -
აღარც გრძნობების ჩემს ღრმა სამარხებს.
არც თვალთმაქცობა დამიხვეწია,
არც ვინმეს ეთქმის ჩემზე აუგი
და სულ არ ვდარდობ, თუკი კვლავ ვნახე, -
სულ არ მადარდებს უმეტესწილად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები