 | ავტორი: ამოკი ჟანრი: პოეზია 12 თებერვალი, 2014 |
ყურთსასმენებში ჰანგები რეტრო, მიღრმავდებიან, რაღაცას ჩხრეკენ... ეკსკალატორი (ჩავდივარ), მეტრო, ხელგაშვერილი ბავშვი კი ჩემსკენ
მოიწევს (მლოცავს). ეჭვსაც არ ბადებს, რომ ის ივახშმებს დღეს ჩემზე უკეთ და მიწისქვეშა - ამ ნაცნობ კადრებს, გამოჩხრეკილი ეშმაკი უყეფს,
უყეფს, როგორც ბრგე პოლიციელი. ყურთსასმენებში ჰანგები რეტრო: მგელივით ყმუის ბარდი - მშიერი. ესკალატორი (ავდივარ), მეყო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|