ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოქმედება პირველი
1990 წელი
სცენა პირველი
სახლი. საძინებლიდან 19 წლის ბიჭი (ლაშა) გამოდის და შედის სამზარეულოში. მაგიდასთან ქალი (ნანა, ლაშას დედა) ფუსფუსებს. ლაშა ჯდება მაგიდასთან და ჩაის სვავს. ნანა: -ადექი ძილისგიდავ? ლაშა: -მგონი ... - ცოტა ხანი პაუზა - დე, ცოტა ფული მომეცი, დღეს ბიჭები ვიკრიბებით. ნანა: -რაო რა ხდება? ლაშა: -ერთი წელი გავიდა. ნანა: -მერე? ერთი წელია სკოლა დაამთავრე და სადმე არ უნდა მუშაობდე? ლაშა: -კარგი რა ნანა, ვერ ხედავ რა დღეშია ქვეყანა, სადღაა სამსახური. ნანა: -მაშინ შენით მოიფიქრე რამე - ლაშა გაიცინებს - წავედი ეხლა მე, ტელეფონთან ხურდა ყრია და აიღე. - გადის ოთახიდან ლაშა ადგება მაგიდიდან და იქვე დადებულ სანადირო დანას დაუწყებს თვალიერებას. ისმის კარის ხმა. ლაშა აღებს კარებს, გარეთ 25-30 წლის კაცი დგას ხელში ფურცელით. კაცი: -გამარჯობათ, სადეზინფექციო სამსახურიდან ვართ, 50 კაპიკს ვაგროვებთ კორპუსის და ქუჩის დეზიმფექციისთვის. ლაშა: -შემოდი! - შევლენ მისაღებში, დასხდებიან, ლაშა კვლავ იმ დანას აიღებს და ხელში ათამაშებს - რაო, საიდან ხარ? კაცი: -სადეზიმფექციოდან - ფურცელს მიაწვდის - აი ნახე. - ლაშა გამოართმევს და კითხულობს. ლაშა: -ნომერი რატო არ წერია? კაცი: -რა ნომერი? ლაშა: -მაგ სადეზიმფექციო სამსახურს ნომერი არ აქ?! კაცი: -იცი, თუ ამჟამად არ გაქვთ ფული წავალ, არაა აუცილებელი. ლაშა: -მოიცა, მოიცა, სად გეჩქარება. კაცი: -არა, იცი უნდა წავიდე სხვებთანაც, მომეცი ფურცელი. ლაშა: -დაჯე, სადაც ზიხარ შე აფერისტო, მომისმინე ეხლა, მიდი აბა მითხარი დღეს რამდენი იშოვე? - დანის წვერს კაცისკენ გაიშვერს. კაცი: -ხუთი. - შეშინებული ხმით. ლაშა: -ნუ მატყუებ, რამდენი მეთქი?! - დაუყვირებს. კაცი: -ათი. -ლაშა წამოდგება, კაცს სახესთან დანას მიადებს. ლაშა: -კიდე ერთხელ მეტყვი მრგვალ ციფრს და სახეს დაგისერავ და ძაღლებთანაც ვერაფერს იტყვი. იცი რატო? ჩემზე მეტად შენ გაგსროკავენ, თან მე ციხეში მეფე ვიქნები, შენ კი კაბაჩახდილი ქალი. ეხლა გაიგე? დროზე ამოიღე რაც ჯიბეში გაქ და მაგიდაზე დაყარე! - კაცი ამოიღებს ხურდას და მაგიდაზე დაყრის, ლაშა გადახედავს და დამცინავი ღიმილით ეტყვის - სამნახევარს მიტეხავდი? - კაცს შეხედავს - ხელზე რა გიკეთია? მოიხსენი ეგ საათიც. კაცი: -ვერა, გთხოვ მოსკოვში მაქ ნაყიდი. ლაშა: -დროზე მეთქი! -კაცი საათს მოიხსნის და მაგიდაზე დააგდებს - დაახვიე ეხლა აქედან! - ლაშა კარებს გაუღებს, კაცი კიბეზე სწრაფად ჩადის, ლაშა ხმამაღლა მიაძახებს - მეორეჯერ აღარ დაგინახო, თორე ხო იცი!.. - ყვირიზლე კარის მეზობელი (ქალი) გამოვა. ქალი: -რა მოხდა ლაშა, შვილო? ხო მშვიდობაა? ლაშა: -არაფერი, უბრალოდ ერთი აფერისტი იყო. - ქალი ლაშას ხელში დანას დაინახავს და შესამჩნევად დააკვირდება, ლაშა შეამჩნევს და უთქმელად სახლში შევა, ქალი თავს გაიქნევს და სახლში შებრუნდება.
სცენა მეორე
იგივე სახლი. კარის ხმა ისმის, ლაშა გააღებს, შემოდის 4 თანატოლი ბიჭი (ჯავახა, კაკი, ნუგო, ნიკა). ლაშა: -ვაა, ზდაროვა, ზდაროვა - გადაკოცნის - სულ ესა ხართ ტო? ნიკა: -საძმო ჩვენ ვართ და ვისაც ვკიდივართ, გვკიდია - გაიცინებს კაკი: -კაი რა ნიკუშ, მაინც კლასელები არიან. ნიკა: -კლასელები თორე... შენ ეს წაიღე რა ჩამოასხი - ლაშას ღვინოს გაუწოდებს. ლაშა გამოართმევს ლაშა: -ვა, ვა, მადე ინ კახეთი. - გაიღიმებს და მისაღებში შეიყვანს. მაგიდას შემოუსხდებიან. ჯავახა: -კიშკის ფული საიდან ტო? ლაშა: -დილით ერთ ყ..ს ავახიე! ჯავახა: -ბიჭო რამე შარში არ გაეხვე, რა კაცია? ლაშა: -შარში არა... ვიღაც აფერისტია რა, ნახე რა საათი ვითრიე. - ჯავახას საათს მიაწოდებს. ჯავახა: -ვა საკაიფოა. - კაკის მიაწოდებს ლაშა: -ხო ხვალე გავყიდი რა. თქვენ რას შვებით? რამე, მაყუთს შოულობთ? ჯავახა: -ეე, საიდან, აგე ხვალე დედაჩემის სამაჯური უნდა გავყიდო. კაკი: -ხო, ცუდ დღეში ვართ. ნუგო: -კაი დაიკიდეთ, დავლიოთ რა.
სცენა მესამე
ქუჩა, ჯავახა მოდის. იქვე ბარდიულზე 5 ბიჭი ზის, ერთი ადგება და ჯავახასკენ წამოვა. ბიჭი: -ზდაროვა ძმა, სიგარეტი არ გაქ? ჯავახა: -არა ძმა, არ მაქ. - გზას აგრძელებს. ბიჭი: -მოიცა ტო, სად მიდიხარ? ხურდაც არ გაქ? - ჯავახა მობრუნდება, ბიჭს მიუახლოვდება. ჯავახა: -დავაი ეხლა დაახვიე! ვინ გგონივარ? ბიჭი: -ვიინ? - გაიცინებს და ხელს მოუქნევს, დაიწყება ჩხუბი, ჯავახა წააქცევს, ბიჭს სხვები მიეხმარებიან და ჯავახა წაიქცევა, ცოტა ხანი წაქცეულს ურტყავენ და მერე გაჩერდებიან. ჯავახა წაქცეული: -რა გქვია? ხვალ აქ იყავი 3 საათზე - პირიდან სისხლს გადააფურთხებს. ბიჭი: -ზაზა ასლანიშვილი - მიაძახებს სიცილით - და შენ რა გქვია? ჯავახა: -ავთო ჯავახიშვილი - ბიჭები სიცილით წავლენ.
სცენა მეოთხე
ლაშას სახლზე აკაკუნებს ჯავახა, ლაშა აღებს ლაშა: -რა გჭირს ჯავახ? -სახეზე აკვირდება ჯავახა: -ვერ ხედავ? ბიჭო დედაშენი სახლშია? ლაშა: -არა, შემოდი სახე დაიბანე. - სახლში შევლენ, ჯავახა სააბაზანოში შევა სახეზე წყალს შეისხავს. - ვინ გცემა? ჯავახა: -არ ვიცი, დედაჩემის სამაჯური გავყიდე და ქუჩაში შემხვდნენ რა, წადი ბიჭებს დაუძახე და მოგიყვები მერე. ლაშა: -ჩვენ უბანში? ჯავახა: -არა, ჩვენ უბანში ვინ უნდა მცემოს, ლომბარდთან რა. ლაშა: -ხო კაი, წავალ დავუძახებ, შენ დაჯექი, რამე ხომ არ გტკივა? ჯავახა: -არა, დაიკიდე. - ლაშა გავა სახლიდან.
სცენა მეხუთე
ლაშა სახლში მოვა, კაკი, ნუგო და ნიკაც შომოყვებიან. შევლენ მისაღებში. კაკი: -რა მოგივიდა ბიჭო? ჯავახა: -ვიჩხუბე რა, დედაჩემის სამაჯური რო გავყიდე, ლომბარდიდან მოვდიოდი და ერთმა როჟამ, სიგარეტი ხო არ გაქო, არათქო ვუპასუხე და მერე ფული მომთხოვა და დავცხეთ რა. ხუთმა წაქცეულზე მირტყა. კაკი: -მაგის გულისთვის ტო? ნუგო: -რა ყ..ები უნდა იყვნენ ტო... ნიკა: -ბიჭო მერე რაო? უნდა ვნახოთ ხო ყველა ვარიანტში, სახელები კითხე? ჯავახა: -კი, ზაზა ჰქვია იმას, ვისაც ვებაზრებოდი, ხვალ უნდა გავიდეთ 3 საათზე. ნიკა: -ხოდა ეგაა, დედას მ...ვთ! კაკი: -აუ ეგენი მაცემინა. ლაშა: -მოიცათ ტო, მთალდ ეგრეც არაა, იმათ უბანში უნდა გავიდეთ და დოხ..ი ნაროდი დაგვხვდება. ნუგო: -ბიჭო მტყუვნები არიან, მაგათ ვინ გამოყვებათ. ჯავახა: -ლაშა მართალია, მერე რა რო მტყუვნები არიან, უბანია და რამდენსაც უნდათ იმდენს დაგვახვედრებენ. ნუგო: -ღადაობთ ბიჭო? აბა რა უნდა ვქნათ? ყველა ვარიანტში უნდა გავხიოთ ცემაში. ლაშა: -აი, ამით გადავწყვეტთ. - კარადის სახურავიდან მაკაროვს ჩამოიღებს და ბიჭებთან მაგიდაზე დადებს. კაკი: -მოიცა ტო ხალხის დაბრედვას აპირებ? ლაშა: -არა კაკი, რა დაბრედვა, პროსტა შევაშინებთ რა? ჯავახა: -საიდან ითრიე? ლაშა: -აის საათი რო გაჩვენეთ, მაგაში გავუცვალე ერთს. ნიკა: -მაშინ მამაჩემსააქ სკსი სნაიპერის პრიცელით, იმასაც ვითრევ, თუ გინდათ. ჯავახა: -არა ნიკა, რა სკსი?! მთელი ქალაქი უნდა შემოვიაროთ...
სცენა მეექვსე
უბანი სადაც ჯავახამ იჩხუბა, ზაზა ასლანაიშვილი, დანარჩენი ბიჭები და კიდევ 15-20 სხვა ბიჭი ელოდებიან. მოვა მანქანა და დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით გააჩერებს, მანქანიდან გადმოვლენ ჯავახა, ლაშა, ნიკა, კაკი და ნუგო. ჯავახა: -ზაზა გამოვიდეს! - დაიყვირებს. ბიჭებს ზაზა გამოეყოფა და დაახლოებით ათი ნაბიჯით მიუახლოვდება. ჯავახაც წავა წინ და გაუსწორდება თუ არა სახეში კასტეტიან მუშტს ჩაარტყავს. ლაშა, ნიკა, კაკი და ნუგო მოჩხუბრებს და ზაზას ძმაკაცებს შორის ჩადგებიან, ლაშა იარაღს ამოიღებს და ბიჭებს დაუმიზნებს. ლაშა: -მარტო გადაწყვეტენ, არავინ გამოვიდეს თორე ვესვრი! - დაიყვვირებს. ჯავახა ზაზას წააქცევს და 2-3 ჯერ ფეხს ჩაარტყავს. ჯავახა: -ვსიო. - მივა თავის ძმაკაცებთან და ზაზას ძმაკაცებს გასძახებს - ჩვენ გასასწორებელი გვქონდა და გავისწორეთ, ვისაც საქმე გაქვთ, ხვალ 4 საათზე დიღომში მოხვალთ და გვიკითხავთ! - ჯავახა და ძმაკაცები სწრაფად ჩასხდებიან მანქანაში და წავლენ.
სცენა მეშვიდე
მოტიტვლებული ადგილი (სტადიონი) 80-100 მეტრაში კორპუსი. მანქანასთან დგანან ჯავახა, ლაშა, კაკი, ნუგო და კიდევ 15-20 ბიჭი. ნუგოს ხელში არმატურის ნაგლეჯი უჭირავს და ნერვიულად მანქანის საბურავზე უკაკუნებს. ჯავახა: -რა იყო ნუგო? რა განერვიულებს? ნუგო: -არაფერი, პროსტა მგონი იარაღი არ უნდა წაგვეღო. დღეს სროლა არ ატყდეს, მაგაზე ვფიქრობ. ლაშა: -დაიკიდე, ყველაფერი კარგად იქნება. ზეგ გაქ ხო დაბადების დღე? ნუგო: -კი. ლაშა: -ხოდა მაგრად ვიქეიფებთ. ყველანი ერთად და ჯანმრთელად - გაიცინებენ. სტადიონზე შემოვა 3 მანქანა. დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით გააჩერებენ და გადმოვლენ, ზაზა და სხვები. ზაზა: -გამოდით, ჩვენთან ქურდია. -დაიძახებს ხმამაღლა და თვითონ ქურდთან ერთად ბიჭებს მიუახლოვდება 10-15 მეტრით. კაკი: -ქურდიო? რომელი ქურდი უნდა გამოჰყვეთ მაგათ. - ჩურჩულით ეტყვის ძმაკაცებს. ჯავახა: -დაიკიდე კაკი, ჩვენთვის უკეთესი, წყანარად მოვრჩებით ყველაფერს. - დაიჩურჩულებს. ჯავახა და ლაშა წაველნ და ქურდს და ზაზას მიუახლოვდებიან. ჯავახა ეტყვის ქურდს - სანამ საუბარს დავიწყებდეთ, იქითკენ გაიხედე - კორპუსზე მიუთითებს - იქ ჩვენი კაცია სნაიპერით ... - კადრი გადადის კორპუსის სახურავზე, სადაც ნიკა მამამისის სკსთი წევს. კადრი ბრუნდება. ქურდი: -შენ რა გვაშინებ? ჯავახა: -არა, უბრალოდ სიტუაციას გიხსნით. სროლა არავის უნდა. ქურდი: -წამო მე და შენ გავიაროთ და დავილაპარაკოთ. - ეტყვის ჯავახას. ქურდი და ჯავახა ბიჭების პარალელურად დაიწყებენ ნელი ნაბიჯით სვლას, ზაზა და ლაშა თავთავიანთ ძმაკაცებთან დაბრუნდებიან. ცოტა ხანში ჯავახა თავისი ძმაკაცებისკენ წავა და შეუმჩნებლად იღიმის. ქურდი ზაზასკენ წავა. ლაშა: -რაო? - ჩუმად კითხავს ჯავახას (ჯერ ქურდი მისული არ არის ზაზასთან) ჯავახა: -შეხედე. -ღიმილით ეტყვის. ქურდი ზაზასთან მივა და სახეში გაშლილ ხელს გაარტყავს. - წავედით მორჩა ყველაფერი. -ბიჭები შეუმჩნევლად სიცილს დაიწყებენ.
სცენა მერვე
ნუგოს სახლი. ნუგოს დედა, და და ერთი გოგო (მარი) სუფრას აწყობენ მისაღებში, მეორე ოთახში ბიჭები სხედან. ჯავახა: -ნუგო, ის გოგო ვინაა? -ჩუმად ეუბნება ნუგოს ნუგო: -ჩემი დის კლასელია, მარი ჰქვია. ჯავახა: -კაი გოგო ჩანს... წინააღმდეგი ხო არ ხარ რო გავიცნო? - იღიმის ნუგო: -არა ძმა -იღიმის. ჯავახა: -აუ სახეზე ჩალურჯება კიდე მეტყობა? ლაშა: -ცოტათი. არაუშავს, გოგოებს მოსწონთ ვაჟკაცი ბიჭები. ჯავახა: -ნაცემობით სივაჟკაცე არ გამოიხატება. კაკი: -მაშინ შენც სხვა რამით დაუმტკიცე. სუფრას გაშლიან. ნუგოს დედა: -მოდით ბიჭებო, დასხედით. მაგიდას შემოუსხდებიან. ჯავახა მარის გვერდით დაჯდება. ჯავახა: -დაგისხა? -ეკითხება მარის. მარი: -არა, მადლობ -ნაზად უპასუხებს. ნუგო: -აბა ჯავახ, გვითამადე. -ჯავახა ფეხზე წამოდგება. ჯავახა: -დღეს ჩვენი ყველასთვის საყვარელი ადამიანის, ნუგოს დაბადების დღეა. მივულოცოთ მას ეს დღე და ვუსურვოთ ღვთის წყალობა, რაც მთავარია თავისუფალ საქართველოში ეცხოვროს. ერთხელ და სამუდამოდ მოგვეშორებინოს ეს რუსები... - დალევს. ნიკა: -რუსულად ბაზარი კი გევასება ... -გაიცინებს, გაიცინებენ სხვა ბიჭებიც. ნუგოს დედა: -ბაზარი, ბაზარი, ... ნუთუ არ შეგიძლიათ „საუბარი“ თქვათ? ნიკა: -რა ვქნათ, ეგეთ სამყაროში გავიზარდეთ.
სცენა მეცხრე
საღამო. ჯავახა მარის მიაცილებს კორპუსის სადარბაზომდე. მარი: -მადლობ ავთო. ჯავახა: -არაფრის, ვინ დაგზარდებოდა, თან ცოტა გამოვისეირნე. - მარი გაიღიმებს, ერთმანეთს გადაკოცნიან და მარი სადარბაზოში შევა. ჯავახა გზას გააგრძელებს, რამოდენიმე მეტრში ერთი კაცი შეხვდება. კაცი: -გაუმარჯოს ჯავახ. ჯავახა: -გაგიომარჯოს. -ისეთი კილოთი რომ აგრძნობინებს რომ ვერ იცნობს კაცი: -მე შენი მეზობელი ვარ, დათო მქვია... ჯავახა: -ა, ხო გამახსენდი სახეზე. დათო: -შენი ნახვა მინდოდა და კარგია რო შეგხვდი. ჯავახა: -რა ხდება? დათო: -აქ უბანში მაღაზიას ვხსნი და ხო ხვდები, არეულია ქვეყანა, შენ უბანში სახელი გაქ და ... ჯავახა: -კი, კი მივხვდი. მოკლედ 30 პროცენტიან წილში გაგვიყვანე და ხელს ვერავინ გახლებს, თუ ვინმემ მაინც გაბედა ორმაგად მოვატანინებთ. დათო: -მადლობა ავთო -ხელს ჩამოართმევს და გზას გააგრძელებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გასაგებია, პირიქით მადლობელიც ვარ რჩევისთვის და ასეთი ინტერესისთვის :) მომდევნო მოქმედებაც თითქმის დავასრულე და ხვალ ალბათ გამოვაქვეყნებ გასაგებია, პირიქით მადლობელიც ვარ რჩევისთვის და ასეთი ინტერესისთვის :) მომდევნო მოქმედებაც თითქმის დავასრულე და ხვალ ალბათ გამოვაქვეყნებ
9. გასაგებია, მაგრამ მაინც ვფიქრობ სიმშრალე ტექტს არაფრით მოუხდება, გინდა სცენარი იყოს, გინდა სხვა რამ. იცი რა შთაბეჭდილება დამრჩა? გამეორებაზე რომ უჩვენებენ ფეხბურთში შენელებულ კადრებს, ზუსტად ასეთი. არ იფიქრო რომ შემოვედი ვიღაც ინტრიგანი და მიწასთან ვასწორებ შენს ნაწერს, პირიქით მინდა მეტი ემოცია დავინახო ტექსტში, მეტი სიცოცხლე, ხასიათი პერსონაჟების რაც მთავარია. (ამაზე რეჟისორმა და მსახიობებმა იფიქრონო, მაგ თემაში ვერაფრით შევთანხმდებით :) ) თემა კარგი აგირჩევიათქო წინა კომენტარზეც გითხარი, მთავარია ახლა როგორ მოუტან ამ თემას მკითხველს და მერე რეჟისორებსაც :))
პს: ამდენს იმიტომ ვწერ რომ მაინტერსებს როგორ განავითარებ შემდგომ მოვლენებს. პსს:ბევრი დიდი ფილმი უუფრო დიდი წიგნის მიხედვით არის გადაღებული. ("დათა თუთაშხია" გამოდგება მაგალითად) გასაგებია, მაგრამ მაინც ვფიქრობ სიმშრალე ტექტს არაფრით მოუხდება, გინდა სცენარი იყოს, გინდა სხვა რამ. იცი რა შთაბეჭდილება დამრჩა? გამეორებაზე რომ უჩვენებენ ფეხბურთში შენელებულ კადრებს, ზუსტად ასეთი. არ იფიქრო რომ შემოვედი ვიღაც ინტრიგანი და მიწასთან ვასწორებ შენს ნაწერს, პირიქით მინდა მეტი ემოცია დავინახო ტექსტში, მეტი სიცოცხლე, ხასიათი პერსონაჟების რაც მთავარია. (ამაზე რეჟისორმა და მსახიობებმა იფიქრონო, მაგ თემაში ვერაფრით შევთანხმდებით :) ) თემა კარგი აგირჩევიათქო წინა კომენტარზეც გითხარი, მთავარია ახლა როგორ მოუტან ამ თემას მკითხველს და მერე რეჟისორებსაც :))
პს: ამდენს იმიტომ ვწერ რომ მაინტერსებს როგორ განავითარებ შემდგომ მოვლენებს. პსს:ბევრი დიდი ფილმი უუფრო დიდი წიგნის მიხედვით არის გადაღებული. ("დათა თუთაშხია" გამოდგება მაგალითად)
8. ეს სცენარია და მაგოტმაა მშრალი. ავტორის აზრები, ირქგვლივ სიტუაციის აღწერა და ა.შ. მაგიტომ არაა. ეს უკვე რეჟისორისა, მსახიობების და ოპერატორის საქმეა. უბრალოდ სცენარს იმიტომ ვაქვეყნებ რომ ხალხის შეხედულება მაინტერესებს, რომ შემდეგში გადავწყვიტო ღირს თუ არა პროდიუსერთან მისვლა :) ეს სცენარია და მაგოტმაა მშრალი. ავტორის აზრები, ირქგვლივ სიტუაციის აღწერა და ა.შ. მაგიტომ არაა. ეს უკვე რეჟისორისა, მსახიობების და ოპერატორის საქმეა. უბრალოდ სცენარს იმიტომ ვაქვეყნებ რომ ხალხის შეხედულება მაინტერესებს, რომ შემდეგში გადავწყვიტო ღირს თუ არა პროდიუსერთან მისვლა :)
7. ვფიქრობ სუსტი ნაწერია, 90-იანი წლების ამბები საინტერესო კია ახლანდელი გადასახედიდან და მიიზიდავს მაინც ხალხს, მაგრამ ეცადე უფრო მეტი ყურადღება მიაქციო ტექსტს, პერსონაჟებს, მოქმედების განვითარებას.
ჟანრიც არეულია. ვფიქრობ სუსტი ნაწერია, 90-იანი წლების ამბები საინტერესო კია ახლანდელი გადასახედიდან და მიიზიდავს მაინც ხალხს, მაგრამ ეცადე უფრო მეტი ყურადღება მიაქციო ტექსტს, პერსონაჟებს, მოქმედების განვითარებას.
ჟანრიც არეულია.
6. საინტერესო რამეა.ვნახოთ გაგრძელება.)) საინტერესო რამეა.ვნახოთ გაგრძელება.))
5. არა, პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ თუ მოეწონება ხალხს ეს სცენარი მივმართავ პროდიუსერებს :) არა, პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ თუ მოეწონება ხალხს ეს სცენარი მივმართავ პროდიუსერებს :)
4. ეს მართლა ფილმის სცენარია, ანუ აპირებთ ფილმის გადაღებას? თუ უბრალოდ გიწერიათ სცენარისტი? მე პირადად მომეწონა და +2 დაგიწერეთ ეს მართლა ფილმის სცენარია, ანუ აპირებთ ფილმის გადაღებას? თუ უბრალოდ გიწერიათ სცენარისტი? მე პირადად მომეწონა და +2 დაგიწერეთ
3. გელოდებით :) გელოდებით :)
2. მადლობთ შეფასებისთბვის :) დაელოდეთ გაგრძელება უფრო საინტერესო გამომდის, ეს უბრალოდ "საქმეში" ჩათრევის ეპიზოდია, შესავალივით მადლობთ შეფასებისთბვის :) დაელოდეთ გაგრძელება უფრო საინტერესო გამომდის, ეს უბრალოდ "საქმეში" ჩათრევის ეპიზოდია, შესავალივით
1. :(
ავტორი: უცნობი სცენარისტი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
14 თებერვალი, 2014 :(
ავტორი: უცნობი სცენარისტი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
14 თებერვალი, 2014
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|