ჩანთა - „Burberry“, ფეხსაცმელი - „Zara“, კაბა - „Mango“, საათი - „Swatch“... ამაყად მიაბიჯებ ქუჩაში და მტვრის ნაწილაკებზე მეტად გამვლელების მზერას იზიდავ.
- გოგო, გუშინ ნიკა დავსვი რულთან, მაგის მანქანას რაღაც ჭირს და ხელოსანთანაა უკვე 3 დღეა. - მერე? - თვითონ ხო მექანიკა ყავს და მთელი გზა ტვინი შევუჭამე აქ მოუხვიე, D-ში ჩააგდე, R-ში ჩააგდეთქო. - საწყალი... - ჯერ სადაა! ამ ზაფხულს ამერიკაში მინდა წასვლა და მამაჩემი არ მიშვებს, თუ გინდა ისევ ევროპაში წადიო. ჰოდა, ნიკას ვუთხარი არ გინდა მამაჩემი გაგაცნოთქო?! ვეტყვი, რომ თამაშობ, ნარკომანი ხარ, მშობლები გაცილებულები არიან, შენი და ბოზია და სახლში იღებს კლიენტებსთქო. თუ არ გამიშვებს, გამოვაცხადებ, რომ ცოლად მოგყვები და მერე მაინც წავალ... ავიდეთო. - ხო?! - ნუ, პრინციპში, მშობლები მართლა გაცილებულები არიან, თან ძაან უნდა ჩემების გაცნობა და... - აქ შევალ ორი წუთით, შენც იყიდე ის ზედა და მერე მანქანასთან შევხვდეთ, კაი? - სათამაშოს ყიდვას აპირებ?! რა ხდება, ანო, Iphone-ით ვეღარ ერთობი? - ქეთის ბავშვს მინდა ვუყიდო რამე, მომენატრა და ამ დღეებში ვაპირებ გასვლას. - აუ, მაგას ისევ პრობლემები აქვს ქმართან, ხო?! - რომ გავალ, ვკითხავ. - ზოგჯერ, მაგრად არ მევასები რაა... - 5 წუთში... მანქანასთან! - ვიცი მე შენი 5 წუთი...
********************************************
- ეს თოჯინა რა ღირს? - 32. - ავიღებ და ის პატარა ფუმფულაც ჩამიდეთ, კაი? - ახლავე.
- დეიდა, ვერ იყიდით ამ თოჯინას, ჩემია... - აბა ვნახოთ, ვინ გვყავს აქ?! ნუთუ, თოჯინებით თამაშობენ პატარა ჯენტლმენები? - არა. - ლამაზია ის გოგო? - ვინ? - ის, ვინც ამ თოჯინით უნდა ითამაშოს. - ანგელოზები ლამაზები არიან!
- თქვენი თოჯინა და დათვი, ქალბატონო, სულ 45 ლარის. - ეს ბატონი აცხადებს, რომ თოჯინა მისია, როგორ მოვიქცეთ? - საინტერესოა ამ ბატონს თუ აქვს საჭირო ოდენობის ფული?! - აი... ეს თოჯინა ჩემია! - საყვარელო, სამწუხაროდ არაა საკმარისი. მშობლებს დაუძახე და დარწმუნებული ვარ გიყიდიან. - დეიდა, აიი, ნახეთ, ხომ საკმარისია? დედიკო გაბრაზდება, როცა ვერ მიპოვნის, მალე უნდა ვიყიდო... - კარგი, დაწყნარდი, მითხარი სად არის დედიკო, მოვძებნოთ და გპირდები, რომ არავინ არავის გაუბრაზდება და ეს თოჯინაც აუცილებლად იქნება შენი. - ტანსაცმელს ყიდულობს, შავებს, ბებიკო უნდა გავაცილოთ, ღმერთთან მიდის და ჩემ დაიკოსთან უნდა გავატანო ეს თოჯინა. დედიკომ მითხრა, რომ ის ანგელოზია და ბებიკოს ზეცაში დახვდება. მე არ ვიცნობდი, მაგრამ, სანამ ანგელოზი გახდებოდა თოჯინებით თამაში უყვარდაო, ასე თქვა მამამ. - მგონი კიდევ ერთხელ უნდა დათვალოთ... (საჭირო ოდენობის თანხას ბავშვის შეუმჩნევლად ვამატებ და ვუწვდი გამყიდველს)
- რადგან ყველაფერი მოგვარდა, მოდი დედიკო მოვძებნოთ, ნუ ვანერვიულებთ.
******************************************** - 5 წუთი ხომ?! შენ პუნქტუალურობაში ძაააააან რააა... - სახლში გამიყვან? - აუუუ და ყავაზეც ხო არ დაგპატიჟო? - კაი, წავედი მე! - რა გჭირს?! ორი წუთით ვერ დაგტოვებს კაცი მარტოს, ეგრევე იგრუზები. - არაფერი! უბრალოდ ვერ შევარჩიე სათამაშო... - პროსტა, რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი შეყვარებულიათქო. - ხოო, რომ არ მიცნობდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. სუბიექტურები ვართ)) ზოგადად) სასიამოვნოა თუ მოგეწონა სუბიექტურები ვართ)) ზოგადად) სასიამოვნოა თუ მოგეწონა
7. ამბავი თოჯინაზე და დაიკოზე ვიცოდი.ისე ნაწერი მომეწონა.დიალოგები მიყვარს და იმტომ.სუბიექტური ვარ ამბავი თოჯინაზე და დაიკოზე ვიცოდი.ისე ნაწერი მომეწონა.დიალოგები მიყვარს და იმტომ.სუბიექტური ვარ
6. იქნებ... ამბის მოყოლა რომ მდომებოდა, mrs.smith :) იქნებ... ამბის მოყოლა რომ მდომებოდა, mrs.smith :)
5. პრინციპში, შუა ამბავი წინა პლანზე რომ გადმოგეტანათ, იქნებ დამსგავსებოდა რამეს პრინციპში, შუა ამბავი წინა პლანზე რომ გადმოგეტანათ, იქნებ დამსგავსებოდა რამეს
4. საინტერესოა. საინტერესოა.
3. მოდელი)))) უცნაურია :) მოდელი)))) უცნაურია :)
1. სალამი ყველას, ჩემგან, ჩემი მეგობრისგან და ........ მისგან. სალამი ყველას, ჩემგან, ჩემი მეგობრისგან და ........ მისგან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|