ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოქმედება მეორე
1991 წელი
სცენა პირველი
მანქანა მიდის გზაზე (ქალაქგარეთ), წინ გადაეღობება მეორე მანქანა და 5 შეიარაღებული ნიღბიანი გადმოხტება. (ჯავახა, ლაშა, ნიკა, ნუგო და კაკი). ნიკა: -ხელები დამანახეთ! - გაჰყვირის. მანქანაში მსხდარი ორი კაცი ხელებს აწევენ. ორი ნიღბიანი (ნუგო და კაკი) მანქანის წინა კარებს გააღებენ. ნუგო: -ჩანთა მომაწოდე! - დაუყვირებს მძღოლის გვერდზე მჯდომს და პატარა ჩანთას გამოართმევს. კაკი: -იარაღი მარცხენა ხელით მოიხსენი და მომეცი! - დაუყვირებს მძღოლს. მძღოლი პისტოლეტს გაუწოდებს. - ეხლა იმის! -გვერდზე მჯდომზე მიუთითებს. მძღოლი იმასაც შეხსნის იარაღს და მიაწოდებს. ჯავახა: -წავედით! - ლაშა დანით საბურავებს დაუჩუტავს მანქანას და ყველანი თავიანთ მანქანაში ჩასხდებიან და წავლენ. კადრი გადადის მანქანაში. ნიღბებს მოიხსნიან, ნუგო ჩანთიდან ფულს ამოიღებს და თვლას დაუწყებს. ჯავახა: -ნუგო რამდენია? ნუგო: -რვაათასი დოლარი და ორასი რუბლი. ლაშა: -არა რა ბიჭო, უნდა წინ წავიწიოთ, ეს რაა არის? ესე თუ გავაგრძელეთ დღეს-ხვალ ჩვენც დაგვბრიდავენ. თან სულ ხო არ მოგვცემენ ნაკოლს? ჯავახა: -რამეს მოვიფიქრებთ რა. ნიკა: -ჩემმა ბიძაშვილმა გუშინ შემატყობინა, სერიოზული საქმე მაქო და ხვალ უნდა შევხვდე, ჩვენი დახმარება ჭირდება და ვნახოთ რა ხდება. ჯავახა: -მარტო დაებაზრები? ნიკა: -ხო რა, გარე ბიძაშვილია, მერე გაგაცნობთ. ლაშა: -ხო, მარა მარტო არ დათანხმდე საქმეზე, გაიგე ყველაფერი რა ხდება, როგორ ხდება და მერე ერთად ვნახავთ რა. ნიკა: -კი ტო როდესმე მარტო მიჩალიჩია რამე და თქვენთვის არ მითქვამს? ლაშა: -კაი დაიკიდე ძმა.
სცენა მეორე
სახლი. სახლში ჯავახა, ლაშა, ნუგო და კაკი. ყველანი სხედან, კაკი კი ნერვიულად დააბიჯებს ოთახში. ლაშა: -კაკი, დაჯე რა. რა გჭირს? კაკი: -სად არის აქამდე? ლაშა: -ნათესავია ბიჭო, გარე ბიძაშვილია, რა უნდა მოხდეს? კაკი: -არ ვიცი, ამ ბოლო დროს ნერვებზე ვარ, არავის ვენდობი. - ჩაჯდება სავარძელში. ისმის კარის ზარის ხმა. კაკი წამოხტება და კარებს გააღებს. შემოდიან ოთახში ნიკა და კაკი. ჯავახა: -აბა, რა უნდოდა? ნიკა: -მოკლედ აზერბაიჯანიდან ჰეროინი შემოაქ, ცოტას ავრცელებს, მაგრამ გაფართოება უნდა. თბილისში უნდა რო ჩვენ დავეხმაროთ. სერიოზულ კუშზეა საუბარი. კაკი: -მოიცა ნიკა, ეხლა რა წამლის გასაღება უნდა დავიწყოთ? ნუგო: -პლანს რო ვასაღებთ მაგაზე არ გქონია პრეტენზიები. რავი მე მომწონს, კაი თემაა. კაკი: -ბიჭო პლანისგან დაბრედილი ვინმე გინახავს? ჰეროინს კიდე ბავშვები იჩხირავენ და მაგას უნდა შევუწყოთ ხელი? ლაშა: -ისე კაკი მართალია, ბავშვები უნდა დავბროდოთ? ნიკა: -რავი ძმებო, მე გითხარით... რასაც ვაკეთებთ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ვინც იჩხირავს კიდე ღირსიც არის დაბრედვის, რა არ იციან რას აკეთებენ?.. ჯავახა: -მოკლედ უარის თქმა მართლა სისულელეა, ჩვენ არ ვიზავთ სხვები იზავენ. ბაზარი უნდა გავაკონტროლოთ, ბავშვებში არ გავავრცელებთ და ეგაა რა. კაკი: -მაგას როგორ გააკონტროლებ ეგ მითხარი ერთი? რა შენი ხელით დაიწყებ გაყიდვას? თუ რა იცი ვისაც მიყიდი, ის ვის მიყიდის? ჯავახა: -ვინც ბავშვს მიყიდის ჩემი ხელით დავბრიდავ, რა ჩემი სიტყვა საკმარისი არაა?! ვინ გადამახტება თავზე ბიჭო?! კაკი: -კაი, ხო ეგ არ მიგულისხმია. საქმისა შენ უკეთ იცი.
სცენა მესამე
მანქანა. მანქანაში ზის ორი კაცი. მძღოლი: -რამდენნი არიან. მეორე: -ხუთი. მძღოლი: -ჯავახა მთავარია ხო? მეორე: -გადამწყვეტი სიტყვა მაგისია. მძღოლი: -მონათლულია? მეორე: -ჯერ არა, მაგრამ კარგად მიდის წინ. მძღოლი: -და ეს ჯავახა რა პონტია? ჯავახეთიდანაა? მეორე: -არა, ჯავახიშვილია. კლასის ძმაკაცები არიან და ხო იცი ბავშვობიდან მოყოლილი კლიჩკები აქვთ. ლაშას და ნიკას ვერაფერი მოუფიქრეს, ნუგზარს ნუგოს ეძახიან. აკაკის - კაკის. -გაიცინებენ. მძღოლი: -აგე, გამოვიდა შენი ბიჭი, მიდი დაებაზრე. -მეორე კაცი მანქანიდან გადავა და სადარბაზოდან გამოსულ ჯავახას მიუახლოვდება. მეორე: -ზდაროვა ჯავახ. ჯავახა: -ზდაროვა, რომელი ხარ ვერ გიცანი? მეორე: -ბექა მქვია. მოდი ასე გაგეცნობი: შენი წარმომადგენელი ვარ ორგანოებში. ჯავახა: -ჩემი წარმომადგენელი? რამდენი გინდა? ბექა: -არა, მე ფული არ მაინტერესებს, ერთმანეთს უფრო სხვანაირად დავეხმაროთ ხოლმე. ჯავახა: -მე არ ვბო..ბ! ბექა: -ყველა ვიღაცას ყიდის... მოდი ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ორგანოებში გვაწყობს რომ შენ მართავ აქაურობას, წამალს ბავშვებში არ ასაღებ, ეს კარგია, მაგრამ არ დაგავიწყდეს, ყველას აქვს საზღვარი. ჯავახა: -ჩემგან მაინც რას მოითხოვ? არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული საუბარი. ბექა: -ჯერჯერობით არაფერს, უბრალოდ გახსენებ, რომ ყოვლისშემძლე არ ხარ. ცოლი როდის მოგყავს? ჯავახა: -ერთ კვირაში. ბექა: -საჩუქარს გამოგიგზავნი. მოდი ერთმანეთი მეგობრებად ჩავთვალოთ. - ბეხა ხელს გაუწვდის, ჯავახა არ ჩამოართმევს და ისე გააგრძელებს გზას. ბექა გაიცინებს და მანქანაში დაბრუნდება. ჯავახას წინ ლაშა შეხვდება. ლაშა: -ის ვინ იყო? ჯავახა: -მგონი უკვე სერიოზულად აღგვიქვეს. ლაშა: -კაი დაიკიდე, მაგათაც ვაწყობთ. ჯავახა: -ხო ვაწყობთ.
სცენა მეოთხე-მეხუთე
პარალელურაად ვითარდება ორი სცენა: ჯავახას და მარის ჯვრისწერის, ნარკომანის. შედიან ეკლესიაში ჯვრისწერაზე, მივლენ მამაოსთა, მამაო დაიწყებს ლოცვების კითხვას. პარალელირად სცენა: ესთი ხელიდან მეორეში ფული გადადის, მეორე ხელი პატარა პაკეტით ნარკოტიკს აწვდის. ბრუნდება სცენა: მამაო ლოცვებს კითხულობს და ავთოს თავზე გვირგვინს ადგავს. პარალელურად სცენა: ნარკომანი კოვზზე ჰეროინს ხარშავს და ნემსით იღებს. ბრუნდება სცენა: მამაო ლოცვებს კითხულობს და მარის თავზე გვირგვინს ადგავს. პარალელურად სცენა: ნარკომანი ნემსს იკეთებს, სავარძელში ეშვება და ნემსი ხელიდან უვარდება: ბრუნდება სცენა: მამაო: -„ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“ -მამაოს საკურთხეველში აჰყავს ნეფე-პატარძალი და დარიგებას აძლევს. პარალელირად სცენა: ნარკომანს პირიდან დუჟი გადმოსდის, ოთახში შემოვა 3-4 წლის ბავში, ნარკომანს ფეხებზე ეჯაჯგურება. ბავშვი: -მამა, მამა - მამა მკვდარია. ბრუნდება სცენა: ახალდაქორწინებულები ტაძრიდან ღიმილით გამოდიან და მილოცვებს იღებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კი გაგრძელებაა, კიდევ 2 მოქმედება დარჩა :) კი გაგრძელებაა, კიდევ 2 მოქმედება დარჩა :)
1. ეს გაგრძელებაა ხო? წავიკითხე ინტერესით. ვმახოტ შემდეგ....+ ეს გაგრძელებაა ხო? წავიკითხე ინტერესით. ვმახოტ შემდეგ....+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|