ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2014


* * *

დღეს დავადგინე: თურმე ფიქრი-მეუღლე ჩემი,
ჩუმი ოცნება კი გარყვნილი საყვარელია,
და კალმით ხელში მეორე "მეს" რომ ვეურჩები
მაშინ მუზები მოთმინებით ღალატს ელიან.

ასე მგონია დამეკარგა აქ მიწა, იქ ცა,
და ეს სინდისიც ღალატისთვის როგორ მაწამებს,
თუკი ოცნება დაბერდა და მათხოვრად იქცა,
კვლავ რომ დავწერო, სიხარულით ვუძღვნი ამ წამებს.

15.02.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები