ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2014


ერთადერთო

ერთადერთო

როგორც სახლი, გარინდული ტყის პირას,
დამარხული მწვანეში და ხავსში,
ისე ვდგავარ, შენს ფიქრებში, ნისლში და
ისევ ისე, ძველებურად გაწვდი

ჩემს გულსა და გადაქანცულ სიყვარულს,
გამოკვებილს ტკივილით და სევდით,
მენატრები მაშინაც კი, მიმალულს -
რომ დაგეძებ შენი სახლის სხვენში

მტირალსა და ხელჩაქნეულს ბედზე,
მოცახცახეს, მოკუნტული მხრებით,
მომლოდინე, -ვინ დაგისვამს ხელზე
და აგიხდენს შენს ოცნებებს. ვხვდები

გაურბიხარ საკუთარ თავს, მაგრამ
არ გამოგდის, ჩემზე ფიქრებს ვერ თმობ,
გულს მიენდე, ჩაეჭიდე მაგრად,
გახდი ჩემი, ჩემო ერთადერთო...

15.02.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები