 | ავტორი: ლეგატო ჟანრი: პოეზია 16 მარტი, 2014 |
ღმერთო თიბათვეა, რა დარია. გული მოლოდინმა გადალია. რითმები ცრემლებად დამაბნია, მზემან თიბათვისამ გადამრია! ზეცას დაეზარა გაღიმება, ზმორიბის ძილ-ღვიძილმა გადარია, ალუბლის კენწეროდან ჩამოიღო, მზე და ხელისგულზე დაატია. ქარმა გადავარცხნა გამალებით, ძეწნას ჩამოშლილი დალალები. თმებში ჩააბნია ამალებით თეთრი ყვავილები სადაფების. თითქოს არასოდეს მიმღერია, თითქოს არასოდეს გამიგია, სულში ჩაღვენთილი სტრიქონები, მზემან თიბათვისამ რომ არია. ღმერთო, თიბათვეა, რა დარია, გული მოლოდინმა გადალია, რითმები ცრემლებად დამაბნია, მზემან თიბათვისამ გადამრია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. აუ, რაკრაკით მიდის კარგია აუ, რაკრაკით მიდის კარგია
9. მართლაც მელოდიური ლექსია,სასიამოვნოდ იკითხება+ წარმატებები... მართლაც მელოდიური ლექსია,სასიამოვნოდ იკითხება+ წარმატებები...
8. მეც მომეწონა!მოკითხვა ავტორს! ++ მეც მომეწონა!მოკითხვა ავტორს! ++
7. :) რასაც ვაქვეყნებ ,ესენი ყველა ზველებია,ლიტკლუბზე დევს 2ცელია.უბრალობ აქაც მოვისმინე აზრი. მადლობა ყველააააას. :) რასაც ვაქვეყნებ ,ესენი ყველა ზველებია,ლიტკლუბზე დევს 2ცელია.უბრალობ აქაც მოვისმინე აზრი. მადლობა ყველააააას.
5. სასიამოვნო ლექსია, მაგრამ ფრთხილად მეგობარო, ლამის მომყირჭდა :)) წარმატებები++ სასიამოვნო ლექსია, მაგრამ ფრთხილად მეგობარო, ლამის მომყირჭდა :)) წარმატებები++
3. მე მომეწონა :)) მე მომეწონა :))
2. მელოდიური ლექსია, მაგრამ რითმები ლეგატო... ეს გადამრია ნამეტანი ბევრჯერ გაქვს გამოყენებული :) მელოდიური ლექსია, მაგრამ რითმები ლეგატო... ეს გადამრია ნამეტანი ბევრჯერ გაქვს გამოყენებული :)
1. არის სითბო ამ ლექსში. არის სითბო ამ ლექსში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|