ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2014


მოჰქრის ჩემსკენ თოლია (რომან ჯოჯუა)

მოჰქრის ჩემსკენ თოლია
მაგრამ ცაზე შორია
ჩვენ ორ შორის მანძილი
და თან ასე მგონია
მოაქვს სულის ნაწილი

წავალთ სადაც მთებია
ზღვაში იახტებია
და ღვთიური ფერები
ციდან გადმოხტებიან
შენთვის ცისარტყელები

შენთვის გახედნილია
ცაზე გამოზრდილია
ჩემი თეთრი მერანი
წავალთ სადაც ჩრდილია
და გზა გაუთელავი

ჩვენი სულის ჭენება
ჩვენი ბედნიერება
ტბის ნაპირას ქოხია
უფალს ჩვენი ხსენება
ცრემლით გაუპოხია

სადაც დღის დარბაზია
ღამეს დაურაზია
როცა აელვარდება
იდუმალი მარჯანი
მეტყვი რა ლამაზია
ტბაში მთვარე დამხრჩვალი

წავალთ სადაც მთებია
ზღვაში იახტებია
სადაც მიწის კიდეა
ვარსკვლავები ერთმანეთს
შენზე მოუყვებიან
შ ო რ ე უ ლ ო ო ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები