ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოქმედება მესამე
1992 წელი
სცენა პირველი-მეორე
სასაფლაო. ლაშას დედას, ნანას მარხავენ. ლაშა, ჯავახა, კაკი, ნიკა და ნუგო მიწას აყრიან. იქვეა მარი პატარა ბავშვით ხელში, ნუგოს და და დედა და სხვები... კაკი: -ეჰ, კარგი ადამიანი იყო ნანა დეიდა. - ნაღვლიანად თავს დახრის და მიწას მიაყრის, ცოტა ხანი დუმილი. შემდეგ ლაშა ბარს დაეყრდნობა და კაკის ეტყვის. ლაშა: -მაინც მიდიხარ? კაკი: -კი, ზეგ. ლაშა: -ეჰ, რა ვიცი? რა ვიცი? ნიკა: -ბიჭო ერთ სიტყვას ვეტყოდით და არ წაგიყვანენ. კაკი: -ბიჭო მოხალისედ მივდივარ მეთქი, არ შემიძლია რა ესე ვიდგე და ვუყურო. ლაშა: -იქნებ მართალიც ხარ. - ცოტა ხანი კვლავ დუმილით აყრიან მიწას. ბიჭევბს მიუახლოვდება ბექა. ბექა: -ვწუხვარ ლაშა, დედის დაკარგვა ძალიან დიდი ტკივილია. - ლაშა ხმის ამოუღებლად თავს დაუქნევს, ბექა ჯავახასკენ შებრუნდება. - ვიცი ეხლა დრო არ არის, მაგრამ ჯავახ, ცოტა ხანი გამომყევი საქმე მაქ, დავილაპარაკოთ. - ჯავახა იქვე მდგომ კაცს მიაწოდებს ბარს და ბექას გაჰყვება ჩაივლიან დაღმართს და ბექას მანქანაში ჯასხდებიან. ჯავახა: -შენ ამ მთავრობასაც მოერგე? ბექა: -ზოგჯერ მეფეები კვდებიან, მაგრამ პაიკები ადგილზე რჩებიან. ჯავახა: -მიდი აბა, რა გინდოდა? ბექა: -მოკლედ, იარაღს გვაწოდებს ერთი რუსეთიდან და შენი გზა გვინდა. ჯავახა: -ჩემი გზა? რა მესაზღვრეები თქვენი არაა? ბექა: -მესაზღვრეებზე არაა ლაპარაკი, შენი დაღესტნელები გვინდა, ვიცით აზერებიდან რუსეთში წამალს აგზავნით. მოკლედ რუსებს ჩვენ შევუთანხმდებით, შენს დაღესტნელებს შეხვდებიან, ყადორამდე შენებმა უნდა მოიტანონ და დალშე ჩვენ, ყადორშიც გაგზავნე ხალხი და თბილისში რო იქნება იარაღი, თქვენი საქმე დამთავრებული იქნება. ჯავახა: -რა ტავარია? ბექა: -რპგ 7 ოთხი ცალი 5-5 სნარიადით, ერთი ყუთი ფ1 და 5სვდ 2-2 აბოიმით და ტყვიები რა. ჯავახა: -კარგი, ჯარის გულისთვის დაგეხმარებით. თანხა რამდენია? ბექა: -ათი ათასს თქვენ მოგცემთ, ხუთი დაღესტნელებმა დაიტოვინ, დანარჩენი რუსებს მისცენ, მერე კიდე დაგვჭირდებიან. ჯავახა: -კარგი. ბექა: -აჰა და აქ შემეხმიანე - პატარა ბარათს გადასცემს. - იცოდე დაღესტნელებმა რამე არ მიქარონ. ქურდი გვაწოდებს ტავარს, მათთან ექნებათ პრობლემები და შენც მათზე ხარ ატვეჩაი, ჩვენ ყადორთან ფულის გადაცემისას ჩვენი გაკეთებული გვექნება. - ჯავახა მანქანიდან გადავა და სასაფლაოსკენ გაუყვება, ბექა წავა.
სცენა მესამე-მეოთხე-მეხუთე-მეექვსე
დაღესტანი. სატვირთო მანქანასთან დგანან 20-25 შეიარაღებული დაღესტნალი. მოდის მეორე სატვირთო მანქანა, უკან ორი ჯიპი, გადმოდიან რუსები, მიესალმებიან ერთმანეთს რუსების სატვირთოდან დაღესტნელების სატვირთოში გადაალაგებენ ყუთებს. პარალელური სცენა: კაკი ჯარშია და ფორმას იცვამს. მომდევნო სცენა: ყადორში დაღესტნელები იარაღით დატვირთულ ყუთებს გადასცემენ ქართველ მესაზღვრეებს, ქართველები ფულს. პარალელური სცენა: კაკი და სხვა შეიარაღებული ჯარისკაცები ბეტეერზე ზევიდან სხდებიან, ბეტეერი მიდის, ბიჭები ლაპარაკობენ, ერთმანეთს ხელს ართმევენ და იცინიან. მომდევნო სცენა: ქართველ მესაზღვრეებს ხელით მოაქვთ იარაღის ყუთები და მთის ძირას პიკაპში ალაგებენ, სადაც ლაშა, ნიკა და კიდევ 2 კაცი ზის. პარალელური სცენა: კაკი ბეტეერსამოფარებული ისვრის ავტომატიდან, უკვე ომშია.
სცენა მეშვიდე
სახლი. სახლში ჯავახა და ნუგო. ჯავახა: -არა რა, არ მომწონს ეს საქმე? ნუგო: -რა? ჯავახა: -აის იარაღს ტო, რუსი გვაწვდის, რა გაგაბა უნდა ჰქონდეს, თავისი ქვეყნის ჯარისკაცების წინააღმდეგ გვაიარაღებს. ნუგო: -დაიკიდე რა, ფულზეა ხალხი გადასული, თან ძმაო მაგის ქვეყანა მაინც მტყუანია, რა ესაქმება ჩვენთან? ჯავახა: -ნუგო, მაგას არა აქ მნიშვნელობა, შენი ქვეყანა შენი ქვეყანაა. ომს და მართალი იქნება თუ მტყუანი მაგას ზემოთ წყვეტენ, რაც არ უნდა იყოს ქვეყნის ღალატი არ შეიძლება. ნუგო: -ხო ეგ მართალია. რა ვიცი?... ნუგო ადგება და ოთახში ბოლთას სცემს, ისმის ტელეფონის ზარის ხმა. მივარდება და აიღებს. ნუგო: -გისმენ - ცოტა ხანი პაუზა, გაიღიმებს. - კარგი. - ტელეფონს დაკიდებს, ჰაერში შეხტება და დაიყვირებს - იეს! ჩვენია, ჩამოვიდა ტავარი თბილისშია უკვე ლაშა და ნიკაც მოვლენ მალე. ჯავახა: -ეგრე! -მოშტის მოქნევით დაიყვირებს. - მიიღეთ ბოზ...ო თქვენივე ტყვიები. - ხელს მაგრად ჩამოართმევენ (ჩაარტყავენ) ერთმანეთს და იცინიან. ჯავახა სავარძელში ჩაჯდება, ნუგო ისევ ფეხზე დგას, იცინის და სიხარულს ვერ მალავს. ისმის ტელეფონის ხმა. ნუგო: -ეხლა ვიღაა? - აიღებს ტელეფონს - გისმენ?... არა, ნუგზარი ვარ - ცოტა ხანი დუმს - კი როგორ არ ვიცნობ, ჩემი ძმაა. შენ ვინ... - „ხარს“ ვეღარ იტყვის და უცებ დაიყვირებს - რაა? ვაიმე ჩემი... - ყურმილს ყურიდან ჩამოიცურებს, უცებ ტელეფონზე დაიწყებს ყურმილის დარტყმას. ჯავახა: -რა მოხდა ბიჭო? - ფეხზე წამოხტება. ნუგო: -ვახ ჩემი. - იატაკზე გაგორდება და შუბლზე ხელებს შემოირტყავს. ჯავახა: -რა არი ბიჭო? - ხელებზე მივარცება და ცოტათი შეანჯღრევს. ნუგო: -კაკი... მოუკლავთ ჩემი... - ჯავახა სავარძელში ჩაეშვება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საინტარესოა+ ველი გაგრძელებაას
საინტარესოა+ ველი გაგრძელებაას
1. სამივე წავიკითხე, ვნახოთ მომდევნოც :) სამივე წავიკითხე, ვნახოთ მომდევნოც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|