ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო ჭახნაკია
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2014


ნიკო ფიროსმანს

ღარიბი მხატვრის ნიჭს ხედავდნენ ადრეც მკაფიოდ,
ნიკოც  ხატავდა  ერთი  ჭიქა  ღვინის  სანაცვლოდ,
ყველა  შედევრი  საფირონის  ცაზე  გავფინოთ
და"ფიროსმანი" ხმამაღლა და რიხით დავმარცვლოთ.

ის  ძუნწ თავადებს უხატავდა ,თურმე ,სურათებს,
მაინც  არავინ არ ეტრფოდა მხატვრის  აღმასვლას,
მაგრამ დრო-ჟამი ბნელ გონებას ყველას უნათებს,-
კიბის  ქვეშ  ფიქრით,  მან  აიგო  ოქროს ქარვასლა.

ღვთითნასწავლ მხატვარს არ გადარებ და ვინჩს,რენუარს,
შენ  სიდუხჭირემ  ვერ  დაგჩაგრა , დიდო ფერმწერო,
ტანშიშველ  ქალებს  კირით  აცვამ  კოხტა  პენუარს,
დიდების  ხეზე  შენ  გეკუთვნის მხოლოდ კენწერო.

თუ ხელოვანი ცივ ალკოჰოლს ფიქრთან მიიტანს,
რომ გზები გახსნას დარდებიდან გამოსასვლელი,
ახლაც  სავსეა  დუქნები  და  გულქვა  მიკიტანს
გული  არ  უზამს  დაენანოს  შენთვის  სასმელი.

ნიკო ხატავდა მშიერი და მთვრალი, ნახატებს,
ბევრი  ბრძენკაცი  იგერიებს ღვინით კაეშანს,
როგორც ჯერ დღეა,საღამოს კი უნდა დაღამდეს
და სივრცის შუქი დედამიწას ზურგზე დაეფშვნას.

ალბათ ის ახლაც ,ნამთვრალევი ,სადმე ღვინოს სვამს,
ხელში უჭირავს დალეული ფუნჯის ნამტვრევი,
ჟამი ვერ მოკლავს უსულდგმულოდ ნიკო ფიროსმანს
და ჩვენს გულებში  არ კვდებიან ბრძენი მხატვრები.

თ.ჭახნაკია
2013წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს