ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მართალი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2014


გრძნობებს დავაბრალებ



ახლა    გაბრაზებას  სევდას  მიატოლებ
ხმას  რომ  მოუსმინო  გულის,
ყველა  ჩემს  შეკითხვას  უპასუხოდ  ტოვებ,
მაინც  ამჯობინებ  დუმილს.

თითქოს  სურვილები  მიზანთან  მაშორებს
მაინც  აღარაფერს  ვკარგავ.
ახლა  გამოგონილ  ცხოვრებას  ვთამაშობ
ბედმა  მიმატოვა  რადგან.

გრძნობებს  ვაბრალებ  რომ  გული ნაიარევ
უცხო  ტკივილამდე  მიჰყავს.
თუმცა  ესეც  იცი,თურმე მე  კიარა
ჩემი  სიყვარული  გიყვარს.

დღეებს  ვიმახსოვრებთ ,მაგრამ  ვერ ვისწავლეთ
დღეებს  ღამეები  არ  ჰგავს
თუ  კი  ვიოცნებებ,თუ  კი  კვლავ  მიწამლებს:
ისევ ლექსებს  დავწერ  ალბათ...
                                  დ.ჯ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები