ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2014


სან – ფრენა

სან, რომ მხედავდე...
როგორ არ ვცადე გაფრენა და ვეხეთქე კედლებს, 
თურმე ამაოდ, მერამდენედ დამცვივდა ფრთები.

არადა მწამდა,
შენც ხომ მწამდი, სანამ არ დამთმე
და დამსხვრეული, შეგრძნებებად არ მფანტა ქარმა,
არ დამლექა ნაპირზე წყალმა.
ახლა უკუღმა დამატარებს ეს რეალობა აღმა და დაღმა.
სულშიც დაღამდა...

ჰო, ახლა ფრენა შემიძლია მხოლოდ სიზმრებში.
შენც ღამღამობით ფერად სიზმრებს მოყვები მხოლოდ
გათენებამდე,
მერე გარბიხარ იმ შავ–თეთრი რელობიდან
ცოტა ხნის წინ რომ შემატოვე.
ყოველთვის მტოვებ, მივეჩვიე,
არ ივარგებს დარჩენა გთხოვო...

სან,
მე გაფრენას უშენობამ გადამაჩვია,
ჩამომიმსხვრია უშენობამ ფრთებიც–ოცნება...
კედლებს ვეხლები, სულ ამაოდ,
და როცა ჩამთვლემს
დავფრინავ  სან და
მაშინაც კი შენთან მოვდივარ.
შენზე სიზმრებით შემიძლია
ფრენა ღრუბლებზე.

და როგორ მძულდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს