ავტორი: მეგან პაპავა ჟანრი: პოეზია 26 თებერვალი, 2014
დიდი ხნის შემდეგ
უკვე არ მესმის მარტოობის,სიჩუმის,ბნელის, არც როიალი მიკრავს ხოლმე მკვდარ-ძველ სონატას... ფიქრებს ფერები შეერია გაზაფხულივით, თეთრი სამოსით აკორდებს ვქმნი-ვუკრავ გიტარას. სიჩუმის აჩრდილს გავექეცი სიცივეს, თოშვას, სიტყვებს მივეცი საშუალება თქვან რომ მიყვარხარ! ფერადი ლენტით შემოვღობე გრძნობები ჩვენი, მათ გარშემო კი იშუშებენ წლები იარას...