გადავიღალე ყველაფერ ამით, იქნება მოვკვდე. ვხედავ, კარდაკარ იბადება უპოვარება, და სიმარტოვე დაოსებულ სილაღეს მოსდევს, და სიხარული დააყრუეს გლოვის ზარებმა, და სამარცხვინოდ ამოსვარეს ლაფში ღირსება, და სათნოება ჩამოჰკიდეს მეძავის ყელზე, და ვერაგობით გამოჩორკნეს პატიოსნება, და სამართალი სახედარზე უკუღმა შესვეს, და მიიტანეს სიდიადე სამსხვერპლო ძღვენად, და ხელოვნება დაამცირეს მოკვდავის ხელით, და უმეცრება გაამეფეს ურცხვად და ყველგან, და ტყვეობაში ბოროტება ამყოფებს კეთილს. გადავიღალე ყველაფერ ამით, გავიქცე სადმე... და დავუტოვებ მარტოობის, ჩემს სატრფოს, ანდერძს.
Tired with all these, for restful death I cry, As, to behold desert a beggar born, And needy nothing trimm'd in jollity, And purest faith unhappily forsworn, And guilded honour shamefully misplaced, And maiden virtue rudely strumpeted, And right perfection wrongfully disgraced, And strength by limping sway disabled, And art made tongue-tied by authority, And folly doctor-like controlling skill, And simple truth miscall'd simplicity, And captive good attending captain ill:
Tired with all these, from these would I be gone, Save that, to die, I leave my love alone.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. იმდენჯერ, ისე კარგად და ისე განსხვავებულადაა ნათარგმნი ეს 66-ე სონეტი, რომ მხოლოდ გაბედულებისთვისაც კი იმსახურებთ ქებას :)
"და ვერაგობით გამოჩორკნეს პატიოსნება, და სამართალი სახედარზე უკუღმა შესვეს,"- ეს ორი სტრიქონი განსაკუთრებით მომეწონა.
ჰო, დედანში რა წერია, წარმოდგენა არ მაქვს, სამწუხაროდ.
იმდენჯერ, ისე კარგად და ისე განსხვავებულადაა ნათარგმნი ეს 66-ე სონეტი, რომ მხოლოდ გაბედულებისთვისაც კი იმსახურებთ ქებას :)
"და ვერაგობით გამოჩორკნეს პატიოსნება, და სამართალი სახედარზე უკუღმა შესვეს,"- ეს ორი სტრიქონი განსაკუთრებით მომეწონა.
ჰო, დედანში რა წერია, წარმოდგენა არ მაქვს, სამწუხაროდ.
1. ენდ- ვიცი რაც არის. ამიტომ ვიზუალურად შევადარე თარგმანი. სხვა შესაძლებლობა არ მაქვს. მომეწონა. ენდ- ვიცი რაც არის. ამიტომ ვიზუალურად შევადარე თარგმანი. სხვა შესაძლებლობა არ მაქვს. მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|