უკვე მკლავებიც დაღლილი გაქვს, ყველა კიდური, თითო ნაბიჯზე, თითო მცნებას გადაივიწყებ, თავსაც აღარ წევ ზეცისაკენ იქნებ ღვთიური, გერგოს იმედი, ბედისწერა და ისევ იწყებ... რომ შენი სული განსხვავდება, არაფრით სხვისგან, ცისარტყელაში ფერებიც კი გაღიზიანებს, ეს სიამაყეც ჩაკლულია მკერდის არეში, იტევ ყველაფერს და იცი რომ არ გაზიანებს... მიყვები დილას, დაობებულ, თბილისურ ქუჩას, ჩანაფიქრები ჩაილაგე ჯიბის სიღრმეში, მზე კი არადა მისი მსგავსი ფერიც არ უჩანს, ხეებს ფოთლები უყვითლდება სიღარიბეში.. ფერად ცოდვაში, ნაბიჯებს დგავ, სიფრთხილით, ნელა, რომ არ დაეტყოს ნაფეხური შენი ტერფების, და ამ სამყაროს გაცდენილხარ რამდენჯერ ნეტა, გალაკტიკამდე გიწვდენია სიგრძე მაგ ფრთების.. ყველა ტკივილი დაბარბაცებს ნერვიან ტვინში, გგონია სხეულს ვეღარ ფლობ და აღარ ხარ ერთი, უკვე მკლავებიც დაღლილი გაქვს, ყველა კიდური, მაინც იცი რომ გეგულება, ზეცაში ღმერთი. შ.ნოზაძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მომეწონა,წარმატებებს გისურვებთ + + მომეწონა,წარმატებებს გისურვებთ + +
3. საინტერესოა. საინტერესოა.
2. ვეთანხმები პირველ კომენტარს. ფინალი გამორჩეულად კარგი ადგილი იყო ტექსტში ++ ვეთანხმები პირველ კომენტარს. ფინალი გამორჩეულად კარგი ადგილი იყო ტექსტში ++
1. გადაივიწყებ-ივიწყებ გაღიზიანებს-გაზიანებს სუსტი სარიმო წყვილებია ეს,თუმცა ლექსი მოვიწონე მაინც,შეგეწიოს ღმერთი გადაივიწყებ-ივიწყებ გაღიზიანებს-გაზიანებს სუსტი სარიმო წყვილებია ეს,თუმცა ლექსი მოვიწონე მაინც,შეგეწიოს ღმერთი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|