ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2014


იჩქარე

იჩქარე

ოდესმე დაგღლის, -თვალთვალი შორიდან,
და მერე, -დამშრალი უაზრო ფიქრებით
მოხვალ და, შენს ქალურ სინაზეს მომიტან,
მაგრამ ნახავ, რომ მე სხვა ქალს მივყვები

ცხოვრების შარაზე. არ მახსოვს ის შენი
არცერთი კოცნა და არც შენი სურნელი,
რომ აღარ მხიბლავს მაგ თვალა გიშერი,
რომ აღარ დარჩა სათქმელი უთქმელი.

შენ ისევ დაკრეფ ლოდინის ყვავილებს,
ჩაიწნავ თმაში და მოძებნი ნირვანას,
ზღვაც დადუმდება და ტალღებს აიკრეფს,
იმ ტალღებს, ოდესღაც ასე რომ გვიყვარდა.

მე გამიმართლებს, შენს გულში ვიქნები,
სითბოს და ალერსს კი, -აგე, სხვას ვარგუნებ.
ამიტომ იჩქარე, სანამდე მჭირდები,
სანამდე წასვლისთვის მივაგნებ არგუმენტს...

იჩქარე...
იჩქარე...

10.02.2014წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები