მე და ცხოვრება
აღარ ვიცი უკვე, მერამდენედ, - ფრთხილად გამოვმარგლე ოცნებები. გნახე, დაგიწუნე, მესხვა(ფერე), ჩემო ცხოვრებავ, -და მოგიყვები
როგორ არ გაცალე აღზევება, როგორ აგიფეთქე საძირკველი, რომ არ დაგმორჩილდი, არ მეჩემა შენი დაგებული ხალიჩები.
ბევრჯერ ჩაგწიხლე და გაპანჩურე, არც შენ დამაკელი მონდომება, ბევრჯერ აგიმხედრდი, - გამაჩუმე, უკვე აღარც მინდა მოგონება.
ერთი ვიცი მაინც, -ვერ გამთელე, ფეხქვეშ ვერ გამიგდე ნაბადივით. მე კი, ბევრი ღამე გავათენე ფიქრში, -ნეტა რა ვერ გაპატიე...
და ვერ მოვიფიქრე ვერაფერი, პატიება გთხოვო? არასოდეს, ვიცი, რაღაც მაინც დამაკელი, შეუზლებელია არ გახსოვდეს...
1.10.2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გმადლობთ მარიკელა გმადლობთ მარიკელა
9. აღარ ვიცი უკვე, მერამდენედ, - ფრთხილად გამოვმარგლე ოცნებები. წარმატებები... აღარ ვიცი უკვე, მერამდენედ, - ფრთხილად გამოვმარგლე ოცნებები. წარმატებები...
7. მომეწონა :) სადად და გასაგებად. მომეწონა :) სადად და გასაგებად.
5. ძალიან საინტერესო,აზრიანი და მართალი ლექსია; ისე,ვეთანხმები ჯაფარას,როგორც ყოველთვის ახლაც ობიექტურია_,,გაპანჩურე” არ მომეწონა,რითმებიც მოსაძლიერებლია...მიუხედავად ამისა,ლექსმა დადებითი ემოცია დამიტოვა. წარმატებები ქარონ! + + ძალიან საინტერესო,აზრიანი და მართალი ლექსია; ისე,ვეთანხმები ჯაფარას,როგორც ყოველთვის ახლაც ობიექტურია_,,გაპანჩურე” არ მომეწონა,რითმებიც მოსაძლიერებლია...მიუხედავად ამისა,ლექსმა დადებითი ემოცია დამიტოვა. წარმატებები ქარონ! + +
4. მომეწონა. ოღონდ ,,ებიან" რითმებს მოერიდე (ეს ჩემი აზრია). ++ მომეწონა. ოღონდ ,,ებიან" რითმებს მოერიდე (ეს ჩემი აზრია). ++
2. მე პირადად მაგრა მომეწონა, გავაპანჩურეც საჭიროა მანდ ჩემი აზრით.. +++ მე პირადად მაგრა მომეწონა, გავაპანჩურეც საჭიროა მანდ ჩემი აზრით.. +++
1. გაპანჩურე არ მესიამოვნა მაგრამ გამაჩუმესთან გამაჩუმა. რითმა სუსტია ,ლექსი საინტერესო+++ გაპანჩურე არ მესიამოვნა მაგრამ გამაჩუმესთან გამაჩუმა. რითმა სუსტია ,ლექსი საინტერესო+++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|