ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2014


(**)

თითქოს უშენობაც შემძლებია,
თითქოს ავითვისე სივრცეები,
ირგვლივ ვიყურები,
ყველგან კედლებია,
ჩემ თავს ვერ ვეწევი,
ყველაგან წრეებია!
აღარ შემიძლია...
აღარ შემიძლია!
ვნებამ გადალახა ყველა ჰორიზონტი,
ალბათ ჩემს ძარქვებში რაღაც ზედმეტია,
ჩემში ჩაკლულია უკვე ბრძოლის ფრონტი..
ნეტავ არ მენახე,
ნეტავ არ მეპოვნე...
უკვე სინანულიც სითავხედე არის,
რადგან დაგინახე და არ მომეჩვენე,
უკვე მაკანკალებს!!! ძრღვში სისხლი ხარის..

შენი არ  ვიცი და...   
ჩემსას რაღას ვჩივი,
სულში დავითვალე კედლის სიგრძეები...


თითქოს უშენობაც შემძლებია,
თითქოს ავითვისე სივრცეები .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები