ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო ჭახნაკია
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2014


შლეგებთან ჭიდილი

ცა როცა ჩემს მზერას ლაჟვარდში შეიძვრენს,
მისტიურ ხილვებში ღრმა სივრცე დამკარგავს,
სიმძაფრის განცდიდან შმაგ ფიქრებს შევიძენ,
დრო ზეცის პასტელზე ტრფიალით დამქარგავს.

მხნე სულის ვარამი დღის მსგავსად გაყუჩდა,
გონს ტიფი გაუჩნდა, ტვინის ბნელ სარდაფში,
თავს მადგას სიცოცხლე  სიკვდილის მაყუჩად,
ხეპრე ქვებს ვპოულობ მტრედისფერ სადაფში.

ღმერთო, შენ შეუნდე შლეგხმიან გარეწრებს,
ბრძენ ვეშაპს დაირქმევს,ვინც არის პინგვინი,
კუშტად ვარ, ღრმა ფიქრით გონება დამეწვეს...
თუ მეფეს არ გავხარ, რად გინდა გვირგვინი?!

ნავს დაძრავს ბობოქარ ტალღებშიც მეხოფე,
ურას ვერ დააფრთხობს წყლის სვეტი ახმახი,
მოდით, დღეს სუყველა წინ გადამეღობეთ,
მომართეთ გულფიცხად  ავსიტყვის ჩახმახი.

ატლასის ლურჯ ზეცას  შემხიზნეს გედებმა,
რატომღაც ზღვის წიაღს მე დღემდე ვეფერე,
ჭმუნვით ვარ, შორეთის ყრუ სევდა მედება,
ნამდვილად არ ვგავარ უკვერთხო მეფეებს.

თ.ჭახნაკია

2013წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს