ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო ჭახნაკია
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2014


პოეტური ამბიცია

მოუხდენია დაღვრემილ ცას ვარსკვლავთ სინაზე,
მძიმე მწუხრივით დაადგება  ზორბა სერს ბინდი,
მუდამჟამ ვფიქრობ  ჯერ არშეთხზულ პოეზიაზე,
ყომრალ ნისლებში გაუმართავს,მთვარეს სერფინგი.
ღამე ბნელ ფარჩად მოეხვია  სივრცეს ხავერდით,
ზანზარებს გული,მიფეთქდება სისხლით აორტა,
ცელქ პანფლეტებს ვწერ,იამბოთი ვერ გახარებდი,
დღეს ყრუდ ჩამესმა ჩუმი  სუნთქვა სასაფლაოთა.
უკუნში ვხედავ აჩრდილებს და წყვდიადი მიღრენს,
მე ვერ ავიტან მიწის ხვრელში სიბრძნის დამარხვას,
ბევრჯერ გავზომე  უფსკრულების  ვერაგი სიღრმე,
მომავალს ვუხმობ- დრომ მგოსანი უნდა დამარქვას.
როცა მოვკვდები, სულის თვალებს მარდად გავახელ,
ჩამცხრალი სისხლი ჯოჯოხეთის ბნელ კარს დაენთხა,
ნამდვილ სასწაულს,არ დავმალავ, ვიტყვი,გავამხელ,
ჩემს დამჭკნარ სიკვდილს დაბადება როგორ დაემთხვა.
შექსპირივით ,მეც, სიცოცხლის ხმამ ფრიად დამღალა,
ბატასინი ვარ, პოეზიის ზღვაში ლექსს ვიჭერ,
სქელი ყინული  მზის გავლენით სწრაფად გამლღვალა,
მზად ვარ  ზვიგენთა დასაჭერად ფსკერზეც შევიჭრე.

თ.ჭახნაკია
2013წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს