 | ავტორი: დათო111 ჟანრი: პროზა 13 მარტი, 2014 |
ჩემთან სოფელში ერთი გორაკი არის, ჭალაში რომ ვიყავი მიყვარდა იმ გორაკის ყურება, მასზე თუ ვინმე ავიდოდა ჭალიდან პაწაწინა მოჩანდა სულ ვინატრებდი ხოლმე ნეტავ ახლა იმის ადგილას მამყოფათქო, მიყვარდა იქ ასვლა რადგან იქიდან მთელი ხეობა ჩანდა ბავშობაში ვიჯექი ჩემთვის და ვუყურებდი ჭალას, მდინარებს, სახლებს, ცხვრებს, ფეხშიშველა ბავშვებს, მეთევზეებს, ვფიქრობდი ახლა მე რომ ვზივარ აქ იქნებ ჭალაში არის ვინმე, ვინც მე მიყურებს ახლა და ჩემს ადგილას ყოფნა უნდათქო, ვიჯექი ასე და უცხო ადამიანებზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმაზე, რომ შეიძლება ისინიც ფიქრობდნენ ჩემზე.იქ ხშირად მარტო ვიყავი, იშვიათად თუ გაივლიდა ვიღაც ისიც გზის შესამოკლებლად და უსიტყვოდ ჩამივლიდა გვერდს. ერთხელაც ერთი ბავშვი დამხვდა, იჯდა თავისთვის და თითქოს ჰაერიდან რაღაცას ძერწავდა მე ყურადღება არ მიმიქცევია დავჯექი და ვიხედებოდი ჭალისკენ, ჭალა ისეთივე იყო როგორც ბავშვობაში მახსოვდა,მდინარეც, ბავშვები ისევ დარბოდნენ ფეხშიშველა, დავჯექი და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ იქნებ ჭალიდან ახლაც მიყურებს ვიღაც და ჩემს ადგილას ყოფნას ნატრობსთქო, მზე დასავლეთისკენ გადახრილი იყო, უკვე ნაშუადღევი მთავრდებოდა რომ გამოვფხიზლდი და მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ის ბავშვი ისევ იქ იჯდა და ხელებით რაღაცას ისევ ძერწავდა. მივუახლოვდი -ხომ არ დაიკარგე? შევეკითხე მე. მან გამიღიმა -არა, აი იმ წითელ სახლში ვცხოვრობ და თითით მიმანიშნა, იცის დედამ აქ რომ ვარ -რას აკეთებ? ვკითხე მე. -თვითმფრინავებს. -როგორ? -ჩვეულებრივად. გამეცინა და გვერდით დავუჯექი, მან კიდევ ერთი თვითმფრინავი გააკეთა და მთელი მონდომებით ისროლა, ჯერ ჰორიზონტს უყურებდა შემდეგ დაუყვა დაბლა, გასცდა მდინარეს, კიდევ უფრო დაბლა და შეწყვიტა ცქერა, მივხვდი მისი თვითმფრინავი ალბათ უკვე დაეშვა. -გასცდა მდინარეს?ვკითხე მე -კი თავი დამიქნია ახლა ჩემი ჯერია ვუთხარი და ჰაერში ის მოძრაობები მოვხაზე, როგორაც ქაღალდის თვითმფრინავს ვაკეთებდი ბავშვობაში ვისროლე და უაზროდ შევხედე სივრცეს, ბავშვმა თითქოს თვალი გააყოლა, მაგრამ მალევე გამომხედა, გამომხედა ალმაცერად, მივხვდი ჩემმა თვითმფრინავმა ალბათ კატასტროფა განიცადა, იქნებ სულაც არ გაფრენილა. -სად დავარდა? ვკითხე ღიმილით -მდინარეს ვერ გასცდა, კიდევ ერთხელ სცადე. მე ისევ გავიმეორე ის მოძრაობები ვისროლე და შივაშტერდი ცივად სივრცეს, -არა მდინარეს ვერ გასცდა მაგრამ არაუშავდა მითხრა მან. გავცოფდი ეს ხომ სისულელე იყო,შენი ნება არ არის? თვითმფრინავი სადაც დაეშვება, თუ გინდა რომელიმე სახლშიც შეფრინდება? მაგრამ არა, რომ წარმოვიდგენდი ჩემმა თვითმფრინავმა მდინარეს გადაუფრინა, ბავშვის თვალებში ვკითხულობდი რომ ასე არ იყო, აზარტში შევედი,გავღიზიანდი თუ როგორ ალმაცერად მიყურებდა პატარა ბავშვი, რომელსაც თვითმფრინავის გაკეთებაში ვერ ვჯობდი.ყურისძირები ამეწვა შენი ჯერია გამომაფხიზლა ხმამ დავიძაბე, ჰაერს ხელი მოვკიდე და გადავკეცე, როგორც ფურცელი შემდეგ შუაში, შემდეგ ერთი ფრთა გავუკეთე, მეორე, გამახსენდა სკოლის მერხზე როგორ ვაკეთებდი თვითმფრინავებს უჯრებიანი ფურცლებისგან, მერე ერთმანეთს ვაჯიბრებდი რომელი უფრო შორს გაფრინდებოდა, თითქოს ვიგრძენი კიდეც, ფრჩხილით შემოვყევი კონტურებს, გავუშალე ფრთები, სახესთან მივიტანე და წვერზე დავაორთლე,მოვემზადე, გავხედე სივრცეს და მთელი ძალით ვისროლე, თითქოს ახლა შევხედე როგორ გაჰყვა ჰორიზონტს, შემდეგ ნელ-ნელა დაბლა დაეშვა,მიფრინავდა უშიშრად,წამით თავი ბავშვისკენ მოვატრიალე ისიც ჰორიზონტს უყურებდა იქ სადაც ალბათ ჩემი თვითმფრინავი იყო, ნიავი იყო მაგრამ ვიცოდი ხელს ვერ შეუშლიდა ფრენაში, შევხედე თუ როგორ გადაუფრინა მდინარეს მეთევზეებს, ფეხშიშველა ბავშვებს, ყანებს, აი წითელ სახლიც უკან მოიტოვა. სოფლის შუაგულში ალუჩის ხე იყო, რატომღაც მომინდა რომ მის ტოტებში ჩავარდნილიყო,ხე იყო დიდი სულ სავსე იყო მეზობლის ბავშვებით, მთელი სოფლის ბავშვები ალუჩის საჭმელად იქ მივდიოდით ხოლმე, ტოტებზე დავხტოდით ხშირად ჩამოვარდნილვარ ხელები და მუხლები სულ დაკაწრული მქონდა,მაგრამ იარები ვის ახსოვდა, ხრაშუნა ალუჩის გემო ხალისს გმატებდა და იარებსაც აშუშებდა,ჯიბეებში ვიყრიდით, სავსე ჯიბეებით ვბრუნდებოდით უკან, გამახენდა ჩემს ბავშვობას იმ ალუჩის გემო ჰქონდა -მე ძალიან მიყვარს ალუჩა. გამომაფხიზლა ხმამ, ბავშვზე გამეცინა თავზე ხელი გადავუსვი -მეც მიყვარს ვუთხარი და გავუღიმე.
მართლა ხედავენ ბავშვები ანგელოზებს!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. :)))))))))))))))
ჩემს ბავშვობასაც აქვს ალუჩის გემო...
კარგი იყო :)))))))))))))))
ჩემს ბავშვობასაც აქვს ალუჩის გემო...
კარგი იყო
2. კარგია,სასიამოვნოდ წსაკიტხი + + კარგია,სასიამოვნოდ წსაკიტხი + +
1. მომეწონა მე ეს+++ მომეწონა მე ეს+++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|