ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2014


გამბედავი

წარსულიდან სევდის გემმა დამაბრუნა,
იქნებ ვერ მცნობ მარტოობის სასახლეში,
შენი სული უცნაურად განაბულა,
მოგონების სიღრმეებში გადაეშვი.

ისევ შეკრთი,ალბათ, გულმა რეჩხი გიყო,
რომ მელოდი აქამდე ხომ ვერ ატყობდი,
ვინაც შენთვის მხოლოდ ერთი ლექსი იყო,
გაბედა და გადმოსახლდა შენს აწმყოში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები