ღვინო ხვანჭკარა
ტრიალებს, ტრიალებს... ცა, - დედამიწა ტრიალებს... კრიალებს, თვალებს აბრიალებს ჭიქაში ღვინო ხვანჭკარა, ნუ, ნუ შემსვამო ჩქარ-ჩქარა...
სულ ცოტა მომსვი, ტუჩებით, მომენდე, ნუ მეურჩები...
თაფლად დავდნები ბაგეზე, კოცნისთვის წამოგაქეზებ, ენას აგივსებ ჭიკჭიკით ოღონდ, ნუ შემსვამ დიდ ჭიქით.
თორემ ბაგეს თუ გადავცდი, ვიქცევი სისხლის მორევად, ავხუნტრუცდები სხეულში, დაგიფრთხობ ძილს, მოსვენებას,
ქეიფსაც აღარ დაგაცდი,... თუკი ტკბილ ბაგეს გადავცდი.
ჰოდა, სულ ცოტა გამსინჯე, მომიალერსე ტუჩებით, ავღიღინდეთ და ავტირდეთ, მომენდე, ნუ მეურჩები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. +წარმატებები .... +წარმატებები ....
8. გმადლობთ ყველას. მიხარია თუ მოგეწონათ გმადლობთ ყველას. მიხარია თუ მოგეწონათ
7. დიდი მსმელივიტ მომინდა.... (არადა ორჭიქიანი ვარ):D+++ დიდი მსმელივიტ მომინდა.... (არადა ორჭიქიანი ვარ):D+++
6. კარგი ლექსია ძალიან. კარგი ლექსია ძალიან.
5. წარმატებები პოეზიის ქარონს + + წარმატებები პოეზიის ქარონს + +
4. ხვანჭკარის გახსენებამ საქეიფოდ განმაწყო. კარგია. ++ ხვანჭკარის გახსენებამ საქეიფოდ განმაწყო. კარგია. ++
3. უი,ბოდიში,ავტორო,ლექსი კი არის კარგი,მაგრამ უცებ სხვა ავტორის გვერდზე ვიყავი მეგონა. :) მომიტევეთ :) უი,ბოდიში,ავტორო,ლექსი კი არის კარგი,მაგრამ უცებ სხვა ავტორის გვერდზე ვიყავი მეგონა. :) მომიტევეთ :)
2. კარგია,თემო! კარგია,თემო!
1. მშვენიერი სიმღერაა, დალოცვილი ხვანჭკარით! მშვენიერი სიმღერაა, დალოცვილი ხვანჭკარით!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|