ძველებურ სკივრში შენახულ ნივთებს ჰგვანან მოგონებებიც. დამტვერილს, გაცრეცილს და მაინც ცოცხალს. ხმამაღლა ნაფიქრი გამოუვიდა ქალს და თვითონვე გაეღიმა თავის მჭევრმეტყველებაზე. გამხდარი ხელი შევერცხლილ თმაზე გადაისვა, თითქოს ფიქრები დაალაგაო და ცალი თვალით იქვე მოთამაშე შვილიშვილს გახედა. გოგონა ისე იყო, სხვენზე დახროვებული ძველმანების თვალიერებით გართული, ყურადღება არ მიუქცევია ბებიის სიტყვებისთვის. რომელიღაც ჩანთიდან, ჩალისგან მოწნული, გამხმარი ყვავილებით გაწყობილი ქუდი ამოექექა და მონდომებით ირგებდა თავზე. თეთრი ლაქებით დაფარული სარკის წინ ტრიალებდა და ცდილობდა მთლიანად დაენახა საკუთარი გამოსახულება. სარკესაც, როგორც სხვა ყველაფერს აქ, ფერი დაჰკარგვოდა სიძველისაგან. სხვენის თითქმის ყველა კუთხეში ერთ დროს ღირებული და ახლა გამოუსადეგარი ნივთები ელაგა. ობობებს გაებათ ქსელი, სახურავის სამაგრი, ხის კოჭებიდან საკერავ მანქანამდე, საკერავი მანქანიდან - სამფეხა მაგიდამდე და მაგიდიდან - შუშამოღრეცილ „ლამფამდე“ .გულმოდგინედ გაეხვიათ წარსული წებოვან ბადეებში. -ოჰ, ეგ სად იპოვე? ჭუჭყიანი იქნება, ნუ დაიფარებ. როგორ აკლია აქაურობას ჩემი ხელი, ხშირად უნდა ჩამოვიდეთ ხოლმე. -მერე რა, ბები. მერე რა. ნახე როგორ მიხდება, რა ლამაზია. -აღტაცებას ვერ მალავდა ბავშვი. -მოგწონს? გავასუფთაოთ და შენი იყოს. -რა კარგია ბე, რა კარგი. შენი იყო? ეს ყვავილები შენ დაამაგრე? -კი ,ჩემი იყო. ეგ ყვავილებიც ჩემია. უფრო სწორად მზის კაცის. -მზის კაცი? ვინაა ბები ეგ კაცი. -ახლა დაბლა ჩავიდეთ, ხელები დავიბანოთ და სადილს თუ სულ გაათავებ, მოგიყვები. გოგონას მაინცდამაინც არ ეპიტნავა ეს წინადადება, მაგრამ საინტერესო ამბის მოსმენის სურვილმა სძლია და სიჯიუტის გარეშე გაჰყვა ქალს, ქუდჩახუტებული. -ხომ შევჭამე ბები, მომიყევი ახლა.-მოუთმენლობისგან ცქმუტავდა ბავშვი სკამზე. ნაოჭიანი სახე ღიმილმა გაუნათა, თვალებშიც სხივი ჩაუდგა და მისი ფიქრიც ამ სხივს გაედევნა. -კაცი იყო, მზის კაცი. მზესავით თვალები ჰქონდა, ფერით არა, სითბოთი. გულიც ასეთი ჰქონდა, თბილი. ისეთ დროს დაბადებულა ეს კაცი, მზე რომ ძალიან აცხუნებს და მთელი თავისი ძლიერებით წარმოგვიდგება. კარგ ხასიათზე ყოფილა ციური მნათობი და შეუმოსავს კაცი სითბოთი. სხივთა კონა უჩუქებია სიკეთის საქმნელად. იარე ამ ცოდვილ მიწაზე და ჩემი სხივი მიიტანე ყველგანო. დაცემული წამოაყენე, ხიდჩამტყდარს შეეხიდე, რწმენადაკარგულს იმედის სალტედ შემოავლე ჩემი სხივი. იქნებ დაგამძიმოს კიდეც ამ ტვირთის ტარებამ, მაგრამ არ შეშინდე. ბევრი, შენზე მეტად შეშინებული დაიარება ამ დედამიწაზე და ყველას არგუნე სითბოო. ყველა სულიერთან მიდი და ყველა უსულოსთანო. ასეთი იყო მზის დავალება და დადიოდა მზის კაცი ხან აღმა, ხან დაღმა. დაჰქონდა მზის სხივთა კონა და არიგებდა ყველგან. გუმანით ხვდებოდა ვის მეტად უჭირდა. ფრინველთა შემწეც იყო და ცხოველთაც. ხეები, ბუჩქები და ყვავილებიც მოუთმენლად ელოდნენ მის გამოჩენას. ყვავილებს წყალს არ აკლებდა, ხეებს გამხარ ქერქს აცლიდა, ცხოველებს დავის მომრიგებლად ევლინებოდა. ყველაზე მეტად მაინც ბეღურებს უყვარდათ. პატარა, უმწეო ბეღურებს. ხის ძირში ეპოვა ერთხელ ერთი ბეღურა, დაჭრილ ფრთას ვერ ამოძრავებდა. აფრენა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო. ბუდეში შეუბუმბლავი ბარტყები ელოდებოდნენ და საცოდავად ჭყლოპინებდნენ დედის მოლოდინში. ფრთხილად აიყვანა კაცმა ჩიტი, გულში ჩაიხუტა, სისხლიანი ფრთა მოჰბანა, გაათბო და ბუდეში ჩასვა. მას შემდეგ სულ მათზე ზრუნავდა. ცივი ზამთრის გადატანაში ეხმარებოდა. დილიდან დაღამებამდე რომ ეგროვებინა მათთვის საკვები, არ დაიღლებოდა. იცოდა ბეღურები ელოდნენ და ეს აძლებინებდა. უცხო მხარეშიც რომ წასულიყო, მისი ფიქრი მაინც ბეღურებთან იყო.. -ბები ადამიანებს არ ეხმარებოდა ეგ კაცი? მხოლოდ ჩიტები უყვარდა? -კი, ჩემო პატარავ. ადამიანებიც უყვარდა და მათაც ედგა გვერდში.- გაეღიმა ქალს ბავშვის შენიშვნაზე. -ერთხელ წყაროზე ჩასულმა, შენსავით პატარა გოგო გაიცნო. გოგოს ხელები დაეკაპიწებინა და წყლის პირას ამოსული ეკლიანი ბუჩქებიდან მაყვლის მოკრეფას ცდილობდა, ვერ ახერხებდა და სულ დაეკაწრა კიდურები. მის შემხედვარე კაცს სითბომ გადაუარა სახეზე. ტკბილი კენკრით აივსო ორივე მუჭი და გოგოს გაუწოდა. მისივე ხელებიდან ჭამდა გოგო და მხიარულად კისკისებდა. იცინოდა კაციც. მის თბილ გულს სითბო უფრო და უფრო ემატებოდა. სითბოსთან ერთად, გოგოს უდარდელობა და სინორჩე იჭრებოდა მის გულში. მზის სხივთა კონიდან ყველაზე ლამაზი ამოარჩია, თავზე გვირგვინად შემოახვია ასულს და მინდვრის ყვავილებით მორთო. ყოველდღე მოდიოდა გოგო წყაროსთან და ყოველდღე ნახულობდა, ბუერას ფოთლებზე სათუთად დალაგებულ მაყვალს. ხშირად კაციც იქ ხვდებოდა. იჯდა წყაროსთან ჩაფიქრებული. წარსულს განსჯის თვალს ადევნებდა, აწმყოს პირდაპირ უყურებდა და მომავალს იმედით. იმედს უსახავდა გოგოსაც,- სადაც არ უნდა წახვიდე, ვინც არ უნდა შეგხვდეს, როგორიც არ უნდა იყოს შენი ცხოვრება, გახსოვდეს მზის სხივი ეძებე ყველგან და ყველაშიო. ტკივილის მიყენება ადვილია, ამ ტკივილის მორჩენაა ძნელიო. სინანულად ნუ აქცევ დღევანდელ დღეს, სჯობს მისით იამაყოს ხვალემო. ძალიან უნდოდა გოგოს სულ მასთან ყოფილიყო ეს საოცარი კაცი. მისი სითბო ეგრძნო ყოველთვის, მაგრამ მას თავისი ცხოვრება ჰქონდა და კაცს თავისი. ბედის ანაბარად ვერ დატოვებდა სხვა სულიერთ, გასაკუთრებით მის მომლოდინე ბეღურებს. -მერე, ბები, მერე. შენ საიდან გაქვს ის ყვავილები? -მე იმ გოგოს ვიცნობდი ყველაზე ახლოს და მან გადმომცა, ეს ყვავილები მზის კაცს უჩუქებია მისთვის. ძალიან მომეწონა და ქუდზე დავიმაგრე. -სად არის ახლა ის გოგო ან ის კაცი? -სად არიან? სად არიან და დანარჩენს სხვა დროს მოგიყვები ჩემო გოგო.- დაასრულა ქალმა და თვალებში გამკრთალი ნაღველი შვილიშვილის მზერას მოარიდა. ბავშვს არ მოეწონა ამბის ასე სწრაფად დამთავრება, მაგრამ არ უწუწუნია. ზაფხულის ლამაზი დღე სათამაშოდ იწვევდა და ისიც მხირულად გაიქცა ეზოში. ცოტა ხანში უკან მობრუნდა, ხელისგულები მწიფე მაყვლით ჰქონდა სავსე და ენას არ აჩერებდა. -ნახე რა მსხვილია ბე, რა შავია. მეზობლად რომ ცხოვრობს, იმ პაპამ მომცა. აი, იმან, იქ რომ დგას. უზარმაზარი მზე კაშკაშებდა ცაზე. მისი მოციმციმე სხივები უწყვეტად ეშვებოდნენ მიწაზე და სითბოდ იშლებოდნენ. ჭაღარა კაცი ჩამოყრდნობოდა ფიცრულ ღობეს, მზესავით თვალებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. საოცრად მოქნილი წერის მანერაა, ვკითხულობდი და მაყვლის გემოს ვგრძნობდი, მზის სითბოსაც და სინათლე მავსებდა... ულამაზესი მოთხრობაა. მორალიც კარგად ჩაიტია და ფანტაზიაც არ დაჰკლებია. კადრი: როდესაც პატარა გოგონა მზისკაცის ხელისგულებიდან მიირთმევს კენკროვანს ყველაზე შთაბმეჭდავი იყო ჩემთვის. საოცრად ემოციური სიუჟეტია. ძალიან მომეწონა. ჩემი მოკრძალებული ორი ++
საოცრად მოქნილი წერის მანერაა, ვკითხულობდი და მაყვლის გემოს ვგრძნობდი, მზის სითბოსაც და სინათლე მავსებდა... ულამაზესი მოთხრობაა. მორალიც კარგად ჩაიტია და ფანტაზიაც არ დაჰკლებია. კადრი: როდესაც პატარა გოგონა მზისკაცის ხელისგულებიდან მიირთმევს კენკროვანს ყველაზე შთაბმეჭდავი იყო ჩემთვის. საოცრად ემოციური სიუჟეტია. ძალიან მომეწონა. ჩემი მოკრძალებული ორი ++
18. ჟრუანტელი:))
მიყვარს ძველ ნივთებში და ძველ ამბებში ქექვა:) ჟრუანტელი:))
მიყვარს ძველ ნივთებში და ძველ ამბებში ქექვა:)
17. მზის კაცი, როგორი საინტერესო და თბილი სახეა. საოცარად თბილა აქ, ამ ნაწერში.................2 ცოცხლალ კარებად წერთ. დასაწყისი, კულმინაცია და ფინალი, ისეთი სწორი კონსტუქციით არის აგებული,.... ეს ძალიან მაგარია......... მზის კაცი, როგორი საინტერესო და თბილი სახეა. საოცარად თბილა აქ, ამ ნაწერში.................2 ცოცხლალ კარებად წერთ. დასაწყისი, კულმინაცია და ფინალი, ისეთი სწორი კონსტუქციით არის აგებული,.... ეს ძალიან მაგარია.........
16. ბევრი მზე ზღაპრადმოსულს ბევრი მზე ზღაპრადმოსულს
15. თბილი და ლამაზი ) თბილი და ლამაზი )
14. დიდი მადლობა ქალბატონო ტენდი, ამდენი დროის დათმობისთვის.:) დიდი მადლობა ქალბატონო ტენდი, ამდენი დროის დათმობისთვის.:)
13. ოი, რა კარგია! :) ოი, რა კარგია! :)
12. საინტერესო და ლამაზი სიუჟეტია, გამართული თხრობით. ++
საინტერესო და ლამაზი სიუჟეტია, გამართული თხრობით. ++
11. გმადლობთ თქვენ, თვითონ თბილებო.:) გმადლობთ თქვენ, თვითონ თბილებო.:)
10. ძალიან თბილი :) ძალიან თბილი :)
9. მზიანი, ნათელი, თბილსევდიანი...
მზიანი, ნათელი, თბილსევდიანი...
8. რა კარგად მოიტანეთ მზის სხივების სითბო! კიდევ კარგი, იმ სხვენიდან ჩამოიტანეთ, თორემ რა გაგვათბობდა! რა კარგად მოიტანეთ მზის სხივების სითბო! კიდევ კარგი, იმ სხვენიდან ჩამოიტანეთ, თორემ რა გაგვათბობდა!
7. ქარჩხაძის ,,ისტორიული რომანი'' გამახსენდა, რატომღაც. ჰოოდა :) ქარჩხაძის ,,ისტორიული რომანი`` გამახსენდა, რატომღაც. ჰოოდა :)
6. ".... იცოდა ბეღურები ელოდნენ და ეს აძლებინებდა"
მე ბეღურები ყველაზე მეტად მიყვარს....
+2 ".... იცოდა ბეღურები ელოდნენ და ეს აძლებინებდა"
მე ბეღურები ყველაზე მეტად მიყვარს....
+2
4. მადლობა .:) მადლობა .:)
3. ძალიან,Xალიაააააააააააან მომეწონა ++++++++++++++++++ კიდევ ბევრჯერ მოვალ აქ. ძალიან,Xალიაააააააააააან მომეწონა ++++++++++++++++++ კიდევ ბევრჯერ მოვალ აქ.
2. რა კარგი იყო...მზესავით...:-* შემიყვარდა მე ის მზის კაცი...და ჩამაფიქრა ...:) 5
რა კარგი იყო...მზესავით...:-* შემიყვარდა მე ის მზის კაცი...და ჩამაფიქრა ...:) 5
1. ზღაპრადმოსულო, ძალიან მომეწონა! დაგიხატავთ, კი არ დაგიწერიათ. :) ++ ზღაპრადმოსულო, ძალიან მომეწონა! დაგიხატავთ, კი არ დაგიწერიათ. :) ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|