ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2014


ღამე და მარტი


რა მოხდებოდა?!

ნუღარ მაძალებ ქალო ნაწნავებს,
დაფენილს ფაფუკ, ამომსკდარ მკერდზე,
შენი სიცივე ისე მამწარებს,
ლამის დავიწყო წუწუნი ბედზე.

სულ ყველა ფიქრი იწყება იმით,
რა მოხდებოდა, არ შეგხვედროდი?!
თავისუფლება წამართვი ღიმით, -
დამცინავით და მერე შეპყრობილს

შენი ხიბლით და ნატიფი შარმით,
გამჭრიახი და სუფთა გონებით,
დამაკარგვინე ამაყი თავი,
გულში კი, - მკვდარსაც მემახსოვრები

ქალი უნაკლო, ცივიც და კუშტიც,
თუ მოდიოდი, ქუჩა მოგქონდა,
ჩემთვის შენა ხარ, ის ერთი, -სულში
რომ დაბინავდი, როგორც ჯოკონდა...

3.02.2014





ღამე და მარტი...

მზემ გადაიცვა წყვდიადის კაბა,
ამოქარგული ვარსკვლავთა ეტლით,
და პაწაწინა, - მოჭრილ ფრჩხილივით
მთვარე ამშვენებს ვარსკვლაებს ერთი.

მერე, -ლამაზი ბრჭყვიალა კაბით,
როგორც ქანდარზე ექვსი წლის ბავშვი,
ჩამოჯდა, კავკასიონის ქედზე,
და გადმოჰფინა სამყაროს მარტი.

3.02.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები