ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2014


წვიმს და ელვასავით დამიდიან

წვიმს და ელვასავით დამიდიან,
შენთვის ნაფერები სტრიქონები,
მინდა ღრუბელივით დავიწურო,
ქარის მონამღერი სონეტებით.
სიზმრებს სიმარტოვის სუნი დაჰკრავს,
ლოგინს-უსამართლო განაჩენის,
მალებს მიჰყვებიან სინანულის
მკვლელი სისხლიანი ყაჩაღები.
მინდა ძველებურად მოგეხვიო,
თვალებს გადავხადო შავი ფარდა,
ზღვაზე მეკობრეთა მეგზურივით,
ნავებს მიაქანებს სევდის აფრა.
ახლა ყველაფერი სულერთია,
დრომ მეც მომისაჯა განაჩენი,
გზაზე მიჰყვებიან ნაფეხურებს,
მკვლელი სისხლიანი ყაჩაღები.


                ----------------

წვიმს და ელვასავით დამიდიან,
სველი ნისლიანი ამინდები,
ჩქარა მომაშველე გულის სითბო,
თორემ ამინდივით ავტირდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები