 | ავტორი: კატუშა ჟანრი: პროზა 21 მარტი, 2014 |
ნელა გაახილა თვალები. ფარდის ნაკეცებში შემოპარული მზის სხივები თბილად ეფრქვეოდა სახეზე. უცბად ვერ მიხვდა, სად იყო, რა ხდებოდა. თომასი იჯდა ბუხართან და დაბრაწულ ვაშლს შეექცეოდა. უილიამი მოიკითხა.
- სახლში არ არის. დავითს გულში რაღაც ჩაწყდა. პატარა ბავშვივით შესჩივლა. - ჩემი წამალი ვერ ვნახე. მახსოვს სადაც დავდე, მაგრამ გაქრა. - არ გამქრალა. უილიმმა იფიქრა, რომ გადავიფიქრებდი რობერტისთვის წამლის მიცემას და შენი წილი წაუღო. ზუსტად ღამის თორმეტზე წამლის მიღება მოვიგონე. მაინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა. ისე მოიქცა, როგორც ვვარაუდობდი. - მე? მე რა მეშველება? - როგორ ფიქრობ დევიდ, კვირაში ერთხელ ვამზადებ წამალს? ყველაფერზე ვიზრუნე, შენზე, მანუნიზე. . . მოიცა, მოიცა! ეს რა ამიგსვლია შუბლზე?!
დავითი მოხუცებულის კვალობაზე ყოჩაღად წამოხტა ლოგინიდან და სარკეს მივარდა. გული რამის შეუღონდა სიხარულით. ისევ ის დავითი იყო - ახალგაზრდა, ლამაზი, დაკუნთული. გაბურძგნულ თავზე მკლავები შემოიწყო. - ღმერთო, ვერ ვიჯერებ! ეს როგორ მოხდა? არ მახსოვს, როდის დავლიე წამალი? - რა მნიშვნელობა აქვს, მასე დაგტოვებდი? ჯერ იცინა, მერე იტირა. ძლივს დაწყნარდა. - სამაჯურს რა ვუყო? - გამძიმებს? გიშლის? - არა. - გეკეთოს! რა იცი, რა დროს დაგჭირდეს.
ერთდროულად მივიდნენ ფანჯარასთან. შემოდგომის თბილი დღე იყო. უხმოდ გასცქეროდნენ მოვლილ, აფერადებულ ბაღს. ქარიშხალივით შემოიჭრა როი საძინებელში. კარი რამის ჩამოიღო ანჯამებიდან. - ვაა, თომი? გილოცავ დევიდ! ისე მშვიდად მიიღო თომასის გამოჩენა, თითქოს, ბოლოს რამდენიმე დღის წინ ნახა. დავითის ცვლილება ხომ მისთვის ნაცნობი იყო. - ცუდი ამბავი მაქვს. ვთქვა? - თქვი! - გაღიზიანდა თომასი. - ჩვენს მეორე სახლში ხანძარი გაჩნდა. მომვლელი და რობერტი დაიწვნენ. არ ვიცი, უილიამს შუაღამისას იქ რა უნდოდა. პოლიციამ ტროტუარზე იპოვა მკვდარი. გული გაუსკდა.
* - ცოლი მომყავს, - თქვა როიმ და თმა გაპარჭყული თითებით გადაივარცხნა. თომასს თვალები გადმოსცვივდა. - მართლა?! ვინ არის? - ჩვენი მებაღეა - კაცივით ქალია. - დააკონკრეტა დავითმა. თომასმა ზურგზე ხელები დაიწყო და გაიარ- გამოიარა. - ვინც გინდა, ის მოიყვანე, მაგრამ ამ სახლში - არა. - მე ხომ აქ გავიზარდე თომი? - სხვა ბინას გიყიდი. ფულიც გექნება. ჩუ, სიტყვა არ დაძრა! როგორც ვთქვი, ისე იქნება.
როის მალე გამოუკეთდა ხასიათი. - დევიდ, მართალია, დამპალი ხარ, მაგრამ გული მწყდება, რომ მიდიხარ. შეგეჩვიე. - დამპალი რატომ ვარ? - ბუხრის საჩხრეკი რომ გამიყარე ფეხში. . .
* - მანჩო, შენი მედალიონია, ეზოში ვიპოვე, გამომართვი! - დავით, მაპატიე! - რა უნდა გაპატიო? - არ ვიცი, რატომ გამოვიდა ასე, როგორ აგიხსნა. . . საბა მიყვარს. - ანუ, ჩემი გოგო აღარ ხარ?! მართლა საბა? საბამ საწყლად გადმოხედა ბოჩოლასავით დიდი თვალებით. ყავის მადუღარაში უკვე მერამდენედ ჩაყარა ყავა. - მდაა! ბედნიერებას გისურვებთ! საბა კარგი ადამიანია. ერთი უბედურება სჭირს - გაიხდის ბოტასებს და ჩათვალე რომ რადიაციულ ზონაში ხარ. რა მოხდა მერე? მარჯვენა ფეხზე დიდი კოჟოჟი აქვს და ფეხსაცმელს ვერ ხმარობს.
* 31 ოქტომბერი ლონდონი. ჰიტროუ. ლუფტჰანსა ღიმილად ქცეული სტიუარდესები. ადგილი ილუმინატორთან.
მობილური გათიშა და სპორტული ჩანთის შიგნითა ჯიბეში ჩადო. მოზრდილი კონვერტი მოხვდა ხელთ. რაც გადაიტანა, იმის შემდეგ რას უნდა გაეოცებინა, მაგრამ მაინც გაოცდა. მეზობლებს გახედა. ქართველი გასასვლელში გახიდულ ნაცნობს ელაპარაკებოდა. უცხოელი ჟურნალს ათვალიერებდა. არ გადახია, მშვიდად ააძრო კცონვერტს წებოვანა ნაპირი, გვერდით შეტრიალდა და სათითაოდ ამოალაგა: “საყვარელი სახლის” მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობა, ანგარიშები რამდენიმე პრესტიჟულ ბანკში, სასწავლებლის სერტიფიკატი და მისალოცი ბარათი.
დევიდ, დაბადების დღეს გილოცავ! ჩაიხედე პასპორტში! მანდ არა, მეათე გვერდზე. მუდმივი ვიზა გაგიკეთე. მოქალაქეობა თუ მოისურვე, არ გექნება პრობლემა. საუკეთესო სურვილებით და მომავალი შეხვედრის იმედით გემშვიდობები. პატივისცემით სერ თომას თროქმორთონი საშინლად ხვრინავდა უცხოელი. ქართველი სპორტულ გაზეთს აშრიალებდა. დავითმა სავარძელის ზურგი გადაწია. ორი პატარა, ლურჯი ბალიში ყურებზე აიფარა და გაყუჩდა. . .
* “უცნაური სანახავი იყო სერ თომას თროქმორთონი. ბერძნული, ნესვისფერი ქიტონი ეცვა და წინ მიდიოდა ბელადივით. ოქროსფერ ქვაფენილზე რგოლივით მიაგორებდა მბრწყინავ ფარს. გაკრავდა ხელს, ფარი გაქანდებოდა, ირიბად მოხაზავდა წრეს, მიაწყდებოდა რაიმე წინაღობას და ბუმერანგივით უბრუნდებოდა პატრონს. დავითს თაფლის ქილა ეჭირა და ფეხდაფეხ მისდევდა. უკან გალაღებული და საგრძნობლად მოსუქებული ჰენრი მოცუნცულებდა კრუტუნით. ქუჩა იყო უცხო, ფართო და გრძელი. - დევიდ, ქიმიას სწავლობდი სკოლაში? - კი! - ყველაზე მსუმბუქი ლითონი დამისახელე. - ლითიუმი, ტუტე ლითონების ჯგუფიდან. - გეგონოს! “ * ყურადღება! გთხოვთ, შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები! ვეშვებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი ავიახაზებით.
დასასრული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. თავიდან ნაწარმოების კითხვას როდესაც ვიწყებ არ არსებობს მიზეზი რომ შევწყვოტო წაკითხვა და ბოლომდე არ ჩავიდე, ამ შემთხვევაშიც ასეა, . წავიკითხე ბოლომდე , მართალი ვთქვა დიდი აღფრთოვანებული არ დავრჩი, შეიძლება ეს ჩემი ბრალია და არა ნაწარმოების. მე არ ვარ ლიტერატურის კრიტიკოსი, უბრალოდ მკითხველის, ჩემი, სუბიექტური აზრი გამოვთქვი, მიუხედადავად ამისა იყო საინტერესო და ავტორს ვუსურვებ წარმატებებს. ქულას არ გაკლებთ, თავიდან ნაწარმოების კითხვას როდესაც ვიწყებ არ არსებობს მიზეზი რომ შევწყვოტო წაკითხვა და ბოლომდე არ ჩავიდე, ამ შემთხვევაშიც ასეა, . წავიკითხე ბოლომდე , მართალი ვთქვა დიდი აღფრთოვანებული არ დავრჩი, შეიძლება ეს ჩემი ბრალია და არა ნაწარმოების. მე არ ვარ ლიტერატურის კრიტიკოსი, უბრალოდ მკითხველის, ჩემი, სუბიექტური აზრი გამოვთქვი, მიუხედადავად ამისა იყო საინტერესო და ავტორს ვუსურვებ წარმატებებს. ქულას არ გაკლებთ,
7. მოსალოდნელად დამთავრდა. მაგრამ მომეწონა და 5. ახლა მოკლედ ვიტყვი რა აზრიც დამრჩა.
ნაწერი დაწმენდილია, სტილისტური შეცდომები თითქმის არ არის, ნამუშევარი ტექსტია, ავტორი პატივს სცემს მკითხველს, რაც მნიშვნელოვანია. კარგი იქნება აბზაცებით თუ ისარგებლებთ, რადგან ასე, აზრი ერთმანეთს ებმის და ვერ იგებ სად იწყება ახალი აზრი ან ეპიზოდი. ამაზე დაფიქრება მჭირდებოდა და რამდენჯერმე ვუბრუნდებოდი ტექსტს. თავების დასაწყისები ზოგიერთ ნაწილში ერთმანეთს არ ებმის და წინა ნაწილზე მიბრუნება მჭირდებოდა.
სიუჟეტი ძალიან საინტერესოა, თუმცა უფრო მეტად შეიძლებოდა გაღრმავება და იძლეოდა ამის საშუალებას. ასე მგონია რომ ეს სიუჟეტი შეადრებით უბრალოდაა გადმოცემული - უფრო ღრმად ვარჩევდი მაგრამ ავტორმა ასე აირჩია. ვკითხულობდი ჩვეულებრივად, ინტერესით გადავდიოდი ერთი თავიდან მეორეზე, მაგრამ გულთან ახლოს არ მოვიდა. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი განცდაა და ამ მშვენიერ ნაწერს სრულიადაც არ უკარგავს ხიბლს. მთავარი ისაა, რომ ნაწერი კარგად იკითხება და საინტერესოა. სამწუხაროა რომ ამ კარგ ავტორს ახალი აღარფერი დაუდვია მთელი ერთი წელიწადია.
საბოლოო 5 ქულა და დიდი წარმატებები. კატუშა, მშვენიერი პროზაიკოსი ხარ, თუ წერას არ დაიზარებ საკმაოდ ცნობილი ავტორი გახდები. წინსვლა და წარმატებები მისურვებია. მოხარული ვარ რომ წავიკითხე შენი ნაშრომი და ვთვლი რომ საინტერესოდ და სასიამოვნოდ გავატარე დრო შენს გვერდზე.
პატივისცემით,
მოსალოდნელად დამთავრდა. მაგრამ მომეწონა და 5. ახლა მოკლედ ვიტყვი რა აზრიც დამრჩა.
ნაწერი დაწმენდილია, სტილისტური შეცდომები თითქმის არ არის, ნამუშევარი ტექსტია, ავტორი პატივს სცემს მკითხველს, რაც მნიშვნელოვანია. კარგი იქნება აბზაცებით თუ ისარგებლებთ, რადგან ასე, აზრი ერთმანეთს ებმის და ვერ იგებ სად იწყება ახალი აზრი ან ეპიზოდი. ამაზე დაფიქრება მჭირდებოდა და რამდენჯერმე ვუბრუნდებოდი ტექსტს. თავების დასაწყისები ზოგიერთ ნაწილში ერთმანეთს არ ებმის და წინა ნაწილზე მიბრუნება მჭირდებოდა.
სიუჟეტი ძალიან საინტერესოა, თუმცა უფრო მეტად შეიძლებოდა გაღრმავება და იძლეოდა ამის საშუალებას. ასე მგონია რომ ეს სიუჟეტი შეადრებით უბრალოდაა გადმოცემული - უფრო ღრმად ვარჩევდი მაგრამ ავტორმა ასე აირჩია. ვკითხულობდი ჩვეულებრივად, ინტერესით გადავდიოდი ერთი თავიდან მეორეზე, მაგრამ გულთან ახლოს არ მოვიდა. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი განცდაა და ამ მშვენიერ ნაწერს სრულიადაც არ უკარგავს ხიბლს. მთავარი ისაა, რომ ნაწერი კარგად იკითხება და საინტერესოა. სამწუხაროა რომ ამ კარგ ავტორს ახალი აღარფერი დაუდვია მთელი ერთი წელიწადია.
საბოლოო 5 ქულა და დიდი წარმატებები. კატუშა, მშვენიერი პროზაიკოსი ხარ, თუ წერას არ დაიზარებ საკმაოდ ცნობილი ავტორი გახდები. წინსვლა და წარმატებები მისურვებია. მოხარული ვარ რომ წავიკითხე შენი ნაშრომი და ვთვლი რომ საინტერესოდ და სასიამოვნოდ გავატარე დრო შენს გვერდზე.
პატივისცემით,
6. კატუშა, რომ იცოდე, მაინტერესებდა ეს ნაწარმოები და ვეღარ ვნახე. ვპასიურობდი საიტზე. :) თავიდან ბილომდე წავიკითხავ და ჩემს აზრსაც მოგახსენებ. მახსოვს ის შთაბეჭდილება, რაც ამ ნაწარმოების კითხვისას მქონდა. კატუშა, რომ იცოდე, მაინტერესებდა ეს ნაწარმოები და ვეღარ ვნახე. ვპასიურობდი საიტზე. :) თავიდან ბილომდე წავიკითხავ და ჩემს აზრსაც მოგახსენებ. მახსოვს ის შთაბეჭდილება, რაც ამ ნაწარმოების კითხვისას მქონდა.
5. წმინდა ცხოველია?! ნუთუ? დორბლები? :))) წმინდა ცხოველია?! ნუთუ? დორბლები? :)))
4. აქლემს ნუ ეხებით. წმინდა ცხოველია.....:))))) აქლემს ნუ ეხებით. წმინდა ცხოველია.....:)))))
3. ჰო,სერგეი, დავეწიეთ და გავუსწარით ( ნაწილების რაოდენობით) "ორსული აქლემი-2"-ს. :) ჰო,სერგეი, დავეწიეთ და გავუსწარით ( ნაწილების რაოდენობით) "ორსული აქლემი-2"-ს. :)
2. რამდენი "გადაბირება" ყოფილა:))))))) რამდენი "გადაბირება" ყოფილა:)))))))
1. ყოჩაღ, სერ თომას თროქმორთონ !
ცოტა არ იყოს, გულიც კი დამწყდა, რომ დასრულდა ეს ამბავი :)
ყოჩაღ, სერ თომას თროქმორთონ !
ცოტა არ იყოს, გულიც კი დამწყდა, რომ დასრულდა ეს ამბავი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|