ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2014


ქალი-ლერწი, ქალი-"რამ დაბადა!"

მზემ ალეწა, გააბრწყინა ქალი,
ვნების ცეცხლმა სხივი აასმაგა,
მოდიოდა, მოცურავდა ქალი,
ქალი-ლერწი, ქალი-"რამ დაბადა!"
ქარი ქროდა, მოდიოდა ქალი,
მოარხევდა ულაყივით თეძოს,
მოცურავდა გავაზივით ქალი,
ვეღარ ცნობდა თავის სახლს და ეზოს.
მზემ წითელი უსახსოვრა კაბა,
გაზაფხულმა შემოაცვა მდელო,
ზღვისფერ თვალებს ქალი ნაზად ხრიდა,
ასე უნდა გაეტანა ლელო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები