ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2014


ნუ მეტყვი...


ნუ მეტყვი რომ ყველაფერი დამთავრდა,
გულს ნათელი დამიტოვე მცირედი, 
ამ უსიერ ტყეში შემომაღამდა
და დროს  ვნაყავ  მზის ამოსვლის იმედით..
ნუ მეტყვი, რომ იყავი და არა ხარ...
სიზმარშიც კი არ გაბედო მაჯერო,
ნუ  ეცდები სულს დამისვა ქარაგმა, 
კოჭლი ღამე შემრჩეს უყავარჯენო. 
ქარის შოლტით ვთრთი და ვერ გავერკვიე,
ბინდს ვმოსავ თუ ბინდით მე ვიმოსები,
გაზაფხული უშენოდ ჰგავს რექვიემს,
ჩემთვის მოსულს სველი ლაკრიმოზებით..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები