ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2014


მე კახელი ვარ

მე კახელი ვარ, მეტი რა გითხრა?!
იმედი არის ეს სიტყვა გეტყვის,
გადმონაშთილი წინაპართ გმირთა
სისხლ დანთხეული ქრისტე უფლისთვის.

ყურში ჩამესმის გმირთა ღაღადი
უჯარმას მბრძოლთა გორგასლის გვერდით:
„ჩვენი ბატონი გვიბრძანებს დიდი:
მისკენ ესწრაფეთ, ქრისტესთვის მოკვდით!“

სიბრძნეცა დიდი აქ აღმოცენდა,
იყალთოს სწავლულ დიად შოთაში.
მან შთაგვაგონა უფისა სიტყვა:
სჯობს ავ სიცოცხლეს, ღირსი სიკვდილი.

მთანო ნუ გვრისხავთ თუკი ჩაკრულო
ჩვენ ვერ ავუწყეთ ფანდურის ტკბილ ხმას,
დაღლილი მოძმის შამოძახილო
ბანი მირჩევნის სიმების ჟღერას.

მაგრამ კი მარტო ქება-დიდება,
არ არგებს კაცსა - გაათამამებს,
ილიამ გვითხრა: უაზრო ქება
საწყენი არის მართალ კაცისთვის.

ნუ დავივიწყეთ წინაპართ სიტყვა
გულში გვახსოვდეს დანაბარები:
განა კაცია თუ ქვეყნად იშვა?!
მართლად იცოცხლე - მართლად მოკვდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები