 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 27 მარტი, 2014 |
მიდი-მოდიან ჩვენს მაგიერ ჩვენი ქუჩები, იკვეთებიან რომელიღაც გზაჯვარედინზე. წამოდი, ძმაო! გზები ტკივილს გაგვიყუჩებენ, ჩვენს აცდენილ გზას იქნებ, ჩვენვე გამოვედევნოთ... სადაც გაწვრილდა იქ ვწყდებოდით, როცა ვიბრძოდით, სამშობლომ ჩვენ ხომ დაგვიძახა, სხვა თუ ყრუ იყო. გულგრილობები დავაბრალეთ უამინდობებს, ჩვენი მსხვერპლი რომ უაზრო არ გამოსულიყო!!! მერე „ყრუთათვის“ მოიძებნა ყველა პირობა, ყველა სიკეთე დაითრიეს ერთ დროს კურდღლებმა. ნაცარშეყრილი თვალები კი აღარ ტიროდნენ, გზაც არ გამოჩნდა ჩვენი ურმის მოსაბრუნებლად... კარგა ხანია, რაც დაგვაკრეს დამღა „ლუზერის“, რომ ვერ გავქაჩეთ, ვერ მოვახტით ყოფას ფაფარზე. მხოლოდ სიზმრებმა თუ იციან, რას გავუძელით, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენც ჯართივით ჩამოგვაფასეს... პირი მოაღეს მეგობარმა ძველმა უბნებმა, კარგად იციან სად ჭორია და სად მართალი. ქუჩის კანონი მოუკიბავს თუ გეუბნება, შენი სათქმელიც თქვი კაცურად და მოათავე! ღია ფანჯრიდან აღარ მღერის შენი ქალაქი, ძეგლებს ათრევენ წინ და უკან ვიგინდარები. მედროვეს ხსოვნას, რა თქმა უნდა, შეჭამს ბალახი, ხსოვნას ქალაქზე შეინახავს წიგნის კარადა... გზები კი ისე გაგვირბიან, როგორც ცხენები მხდალ, სისუსტეში ეჭვმიტანილ თავის პატრონებს. აღარ სურთ ქუჩებს უგუნური ციებ-ცხელება, აკეცეს გზები და ურნების გვერდით დაგვტოვეს... 24.03.12
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მედროვეს ხსოვნას, რა თქმა უნდა, შეჭამს ბალახი, ხსოვნას ქალაქზე შეინახავს წიგნის კარადა...ბრავო ლექსს და ბრავო ავტორს.5. მედროვეს ხსოვნას, რა თქმა უნდა, შეჭამს ბალახი, ხსოვნას ქალაქზე შეინახავს წიგნის კარადა...ბრავო ლექსს და ბრავო ავტორს.5.
19. მშვენიერია, როგორც ყოველთვის. სამეტყველო ენის (იდიომების) დახვეწილი ინტერპრეტაციები, მძაფრი პუბლიცისტური ნაკადი, ორიგინალური სახეობრივი სისტემა და ყველაფერი ეს მაღალ არტისტურ ფორმაში. 555 მშვენიერია, როგორც ყოველთვის. სამეტყველო ენის (იდიომების) დახვეწილი ინტერპრეტაციები, მძაფრი პუბლიცისტური ნაკადი, ორიგინალური სახეობრივი სისტემა და ყველაფერი ეს მაღალ არტისტურ ფორმაში. 555
18. მეუდაბნოვე, უღრმესი მადლობა ლექსის ასე აღქმისა და გაანალიზებისთვის, ნებისმიერმა ავტორმა უნდა ინატროს თქვენნაირი გონიერი მკითხველი!!! ჩემს პროზაზე თქვენი კრიტიკაც ასეთივე არგუმენტირებული იყო, რამაც მხოლოდ კეთილი სამსახური გამიწია... ლიტერატურულ საიტს ნაწარმოების განხილვა ჰაერივით ჭირდება და არა მხოლოდ სადაქალძმაკაცოს "ლაიქები"... მეუდაბნოვე, უღრმესი მადლობა ლექსის ასე აღქმისა და გაანალიზებისთვის, ნებისმიერმა ავტორმა უნდა ინატროს თქვენნაირი გონიერი მკითხველი!!! ჩემს პროზაზე თქვენი კრიტიკაც ასეთივე არგუმენტირებული იყო, რამაც მხოლოდ კეთილი სამსახური გამიწია... ლიტერატურულ საიტს ნაწარმოების განხილვა ჰაერივით ჭირდება და არა მხოლოდ სადაქალძმაკაცოს "ლაიქები"...
17. ლექსის თემაა ჩვენი თაობის იმ ნაწილის ტკივილი, რომელმაც თავის თავზე აიღო ქვეყნის სამსახური, შესწირა თავი, ფსიქიკა და ჯანმრთელობა და ~ლუზერად~ იქცა: ~კარგა ხანია, რაც დაგვაკრეს დამღა „ლუზერის“,~ თემა თემაა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე შესრულების ტექნიკამ: მხოლოდ სამ სტრიქონს შევეხები: შთამბეჭდავია გამოთქმის –~სადაც წვრილია, იქ გაწყდეს~ ინტეპრეტაცია–ამ გამოთქმის მასალად გამოყენება. ავტორი ამბობს: ~სადაც გაწვრილდა იქ ვწყდებოდით, როცა ვიბრძოდით~... და ძალიან ლაკონურად, ზუსტი და მძაფრი ემოციით გვამცნობს და განგვაცდეინებს თაობის ტრაგედიას, ~თოკის წვრილ ნაწილში რომ იდგნენ~, იმ გოგო–ბიჭების ტრაგედიას. მსგავსი პოეტური ხერხია გამოყენებული სტრიქონში – ~გზაც არ გამოჩნდა ჩვენი ურმის მოსაბრუნებლად~... ~ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო~– რა კარგადაა ეს ანდაზა გამოყენებული. ლირიკული გმირი გვეუბნება ისეთი წარუმატებლები ვარ თ, რომ ჩვენ შემთხვევაში ამ ანდაზაში მოცემულმა პირობამაც კი არ იმუშავაო. მსგავსი ხერხია სტრიქონში – ~ნაცარშეყრილი თვალები კი აღარ ტიროდნენ~... გამოთქმა –~ თვალებში ნაცარს აყრის~ აი, ეს არის ის ლიტერატურული ილეთი, რომელის შესრულების ტექნიკასაც ავტორი ძალიან კარგად ფლობს. ეს ამ ავტორის ილეთია, მე ასე დახვეწილად და ამ ინტენსიურობით არც ერთ პოეტთან არ შემხვედრია და ეს ერთ–ერთი იმათგანია, რაც ამ პოეტს საკუთარ ინდივიდუალურობას ანიჭებს. საუკეთესო ლექსია.
ლექსის თემაა ჩვენი თაობის იმ ნაწილის ტკივილი, რომელმაც თავის თავზე აიღო ქვეყნის სამსახური, შესწირა თავი, ფსიქიკა და ჯანმრთელობა და ~ლუზერად~ იქცა: ~კარგა ხანია, რაც დაგვაკრეს დამღა „ლუზერის“,~ თემა თემაა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე შესრულების ტექნიკამ: მხოლოდ სამ სტრიქონს შევეხები: შთამბეჭდავია გამოთქმის –~სადაც წვრილია, იქ გაწყდეს~ ინტეპრეტაცია–ამ გამოთქმის მასალად გამოყენება. ავტორი ამბობს: ~სადაც გაწვრილდა იქ ვწყდებოდით, როცა ვიბრძოდით~... და ძალიან ლაკონურად, ზუსტი და მძაფრი ემოციით გვამცნობს და განგვაცდეინებს თაობის ტრაგედიას, ~თოკის წვრილ ნაწილში რომ იდგნენ~, იმ გოგო–ბიჭების ტრაგედიას. მსგავსი პოეტური ხერხია გამოყენებული სტრიქონში – ~გზაც არ გამოჩნდა ჩვენი ურმის მოსაბრუნებლად~... ~ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო~– რა კარგადაა ეს ანდაზა გამოყენებული. ლირიკული გმირი გვეუბნება ისეთი წარუმატებლები ვარ თ, რომ ჩვენ შემთხვევაში ამ ანდაზაში მოცემულმა პირობამაც კი არ იმუშავაო. მსგავსი ხერხია სტრიქონში – ~ნაცარშეყრილი თვალები კი აღარ ტიროდნენ~... გამოთქმა –~ თვალებში ნაცარს აყრის~ აი, ეს არის ის ლიტერატურული ილეთი, რომელის შესრულების ტექნიკასაც ავტორი ძალიან კარგად ფლობს. ეს ამ ავტორის ილეთია, მე ასე დახვეწილად და ამ ინტენსიურობით არც ერთ პოეტთან არ შემხვედრია და ეს ერთ–ერთი იმათგანია, რაც ამ პოეტს საკუთარ ინდივიდუალურობას ანიჭებს. საუკეთესო ლექსია.
16. თქვენ რომ იცით ხოლმე... თქვენ რომ იცით ხოლმე...
15. კადრები მომაკლდა ამ ლექსში: ) ის საოცარი კადრები: ) კადრები მომაკლდა ამ ლექსში: ) ის საოცარი კადრები: )
14. უჰ, ისეთი მუხტი და სული აქვს ლექსს კაცის დაწერილი გეგონებს. ++ უჰ, ისეთი მუხტი და სული აქვს ლექსს კაცის დაწერილი გეგონებს. ++
13. ნაცარშეყრილი თვალები კი აღარ ტიროდნენ, გზაც არ გამოჩნდა ჩვენი ურმის მოსაბრუნებლად..-5 ნაცარშეყრილი თვალები კი აღარ ტიროდნენ, გზაც არ გამოჩნდა ჩვენი ურმის მოსაბრუნებლად..-5
12. კარგა ხანია, რაც დაგვაკრეს დამღა „ლუზერის“, რომ ვერ გავქაჩეთ, ვერ მოვახტით ყოფას ფაფარზე. ფეხზე ჰკიდიათ ძვირფას გვამებს რას გაუძელით, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენც ჯართივით ჩამოგვაფასეს...
ქალური-კაცური არ ვიცი და თქვენი ხელი კი ყოველთვის ეტყობა თქვენს ლექსებს :) კარგა ხანია, რაც დაგვაკრეს დამღა „ლუზერის“, რომ ვერ გავქაჩეთ, ვერ მოვახტით ყოფას ფაფარზე. ფეხზე ჰკიდიათ ძვირფას გვამებს რას გაუძელით, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენც ჯართივით ჩამოგვაფასეს...
ქალური-კაცური არ ვიცი და თქვენი ხელი კი ყოველთვის ეტყობა თქვენს ლექსებს :)
11. გმადლობ, ბენ-ჰურ! რაც შეეხება არაქალური ხელწერით გამოწვეულ "გაუგებრობას" ეს ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, - პოეზიას სქესი არა აქვს!!! გმადლობ, ბენ-ჰურ! რაც შეეხება არაქალური ხელწერით გამოწვეულ "გაუგებრობას" ეს ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, - პოეზიას სქესი არა აქვს!!!
10. ძლიერი ლექსია! თქვენთან სტაბილურად კარგი ლექსებია, ბევრჯერ მითქვამს ეს, მაგრამ ეს განსხვავებულად მომეწონა. სხვა დანარჩენში, როგორც წესი ქალის ხელი იგრძნობა ხოლმე, აქ კი აბსოლუტური "გაუგებრობაა" მაგ მხრივ :) გაიხარეთ! ძლიერი ლექსია! თქვენთან სტაბილურად კარგი ლექსებია, ბევრჯერ მითქვამს ეს, მაგრამ ეს განსხვავებულად მომეწონა. სხვა დანარჩენში, როგორც წესი ქალის ხელი იგრძნობა ხოლმე, აქ კი აბსოლუტური "გაუგებრობაა" მაგ მხრივ :) გაიხარეთ!
9. ვერ მოვახტით ყოფას ფაფარზე...
თქვენებური, მუხტიანი ლექსია! სათქმელიც გამაგებინა და არც რიტმი დარღვეულა სადმე :)
ვერ მოვახტით ყოფას ფაფარზე...
თქვენებური, მუხტიანი ლექსია! სათქმელიც გამაგებინა და არც რიტმი დარღვეულა სადმე :)
8. ღია ფანჯრიდან აღარ მღერის შენი ქალაქი
ეს სტრიქონი რამდენ რამეს ამბობს! ++ ღია ფანჯრიდან აღარ მღერის შენი ქალაქი
ეს სტრიქონი რამდენ რამეს ამბობს! ++
7. დიდი მადლობა ყველას, ვინც ზუსტად იგრძნოჩემი სათქმელი! ლაშა, გადავამოწმე თქვენი "შემფერხებელი" მარცვალი და ზედმეტი ვერსად აღმოვაჩინე... დიდი მადლობა ყველას, ვინც ზუსტად იგრძნოჩემი სათქმელი! ლაშა, გადავამოწმე თქვენი "შემფერხებელი" მარცვალი და ზედმეტი ვერსად აღმოვაჩინე...
6. эх, дороги...
ეპოქის სახე- გზებაკეცილი ქუჩები...
სავსე ლექსი- ტკივილით, დარდით, პროტესტით...
эх, дороги...
ეპოქის სახე- გზებაკეცილი ქუჩები...
სავსე ლექსი- ტკივილით, დარდით, პროტესტით...
5. კარგია ++ განსაკუტრებით ფინალი მომეწონა ! კარგია ++ განსაკუტრებით ფინალი მომეწონა !
4. კარგია. ერთ ადგილას მარცვალია ზედმეტი მგონი და შემაფერხა წარმატებები კარგია. ერთ ადგილას მარცვალია ზედმეტი მგონი და შემაფერხა წარმატებები
3. ძალიან მაგარი ლექსია, ისე ჩავედი ბოლომდე ის მუხტი რითაც დავიწყე არ გამნელებია...პირიქით იმატებდა გზადაგზა...ფინალი...-კლასს...:-* ავტორმა ყველა ის სათქმელს , რასაც აქამდე გვეუბნეოდა ლექსებით, ამ ერთ ლექსში გააერთიანა მგონი...მე ასეთი განცდა დამიტოვა...ძალიან მომეწონა...5555 ძალიან მაგარი ლექსია, ისე ჩავედი ბოლომდე ის მუხტი რითაც დავიწყე არ გამნელებია...პირიქით იმატებდა გზადაგზა...ფინალი...-კლასს...:-* ავტორმა ყველა ის სათქმელს , რასაც აქამდე გვეუბნეოდა ლექსებით, ამ ერთ ლექსში გააერთიანა მგონი...მე ასეთი განცდა დამიტოვა...ძალიან მომეწონა...5555
1. ძალიან კარგია.!
ღია ფანჯრიდან აღარ მღერის შენი ქალაქი!
აუ!, რამხელა ისტორია და განცდა დევს ამ სიტყვებში! ძალიან კარგია.!
ღია ფანჯრიდან აღარ მღერის შენი ქალაქი!
აუ!, რამხელა ისტორია და განცდა დევს ამ სიტყვებში!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|