 | ავტორი: ამოკი ჟანრი: პოეზია 28 მარტი, 2014 |
დგას სიზმრების გრძელი რიგი; ციფერბლატზე - ღამე (შუა): ძილში თვალთა გადამზიდი, ურჩევს ყველას რეპერტუარს:
ზოგს, ფრთებს ატანს, ზოგს კი - სიკვდილს; ზოგს, ცოფიან ძაღლს აყოლებს; ვინც გაქცევით სუნთქვას იღლის, მათთან, ვარდნის შიშის მშობელს:
უფრთოობას - მაღლა - ციდან; დასაკბენად - მიწას - მდევარს. სიზმარამრიდს ნუღარ იდგამ: თვალი, შიგნით მაინც ხედავს,
ხედავს, თურამ დასანახი, ძილში თვალთა გადამზიდმა შეურჩია მას და სხვა მხრივ დაგანახა თავი - შიდა
სამყაროთი, ვარდნის შიშით... რომ ყველაფერს, ორი მხარე აქვს და ხედვას რაღაც გიშლის; თუნდაც ღმერთი მოიხმარე, -
თუ არ გინდა, ვერ იხილავ მას, რაც შენში, შენით ბუდობს და სულ ტყულიად ელი დილას: სიზმარივით ამოუცნობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "სიზმარამრიდი"- კარგი კომპოზიტია :)
"თვალთა გადამზიდი" კი ვერ აღვიქვი რაღაც- ანუ, ფუნქცია გასაგებია, მაგრამ რაღაც სხვა სიტყვა უნდოდა, მგონი.
"სიზმარამრიდი"- კარგი კომპოზიტია :)
"თვალთა გადამზიდი" კი ვერ აღვიქვი რაღაც- ანუ, ფუნქცია გასაგებია, მაგრამ რაღაც სხვა სიტყვა უნდოდა, მგონი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|