ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2014


წვიმა ცრემლებივით გახშირდა

ქალისმიერი აღტაცებით,
საყდრის ხავსიან კედლებთან,
მზერას მაგებებენ გვირილები,
თეთრმაისურიან პეპლებთან
ვიწყებ დიალოგს და მოგონებას
გულში შევაერთებ ფიქრებად.
ტუჩების კვნეტით გავიხსენებ
ჩემს ბებოს აღმართზე მიმავალს,
შავებში გამოწყობილს, მამლით ხელში,
მისდევდა ჯვარ-ხატის დიდებას,
ფეხზე ამოცმული შალის წინდით,
მონასტრის ეზოსავით მოჭედილს
ათასნაირი ყვავილებით,
მერე ქარიშხალით მოწეწილს.
ისე ახლოსაა მთების ქედი,
ისე ახლოსაა საყდრის ქვა,
ცა, ღრუბელივით გაბერილი,
თავს მესხმის წვეთებით მაღლიდან,
ჩემი მოგონებით ალესილი,
წვიმა ცრემლებივით გახშირდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები