ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვეზერელი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2014


მარტის ღამეს...

წუხელ...მარტის ღამეს
ისევ შემეფეთე...
გვერდი ჩაგიარე თეატრთან...
სულში ჩაიღვარე,თავი შემახსენე
ანდაც შემაყვარე ხელახლა...
დარბაზს გაჩუმებულს,
შიშით ვუყურებდი
გრძნობა ვერ გავბედე
ვერაფრის...
რაღაც გამახსენდა და ვერ
ამოვრეღე...
თურმე ჩრდილი იყო ვერანდის...
გახსოვს ის ვერანდა?
შენ,რომ გაგიცანი
გულმა დაიჟინა ძგერა
თურმე გადაგწერე,ანდაც
გადაგხატე,
მაგრამ ვერ გითხარი
ვერა...
წუხელ...მარტის ღამეს
თვალი ამარიდე
და შენც ჩაიარე თეატრთან...
გრძნობა გამახსენე
ჩემო მოთამაშე
თავი შემაყვარე ხელახლა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები