ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცინო
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2014


  ჩამოტვირთვა

არჩევანი

_ იქნებ ქალი აღმაჩნდეს?
_ მაგას რაიღა მნიშვნელობა აქვ, ქალი იქნება თუ ბალღი?
_ მაინც ბალღი ჯობია!
თივთიკივით რბილი თოვლი ახალ სივრცეებს ზვერავდა „თავის მისადრეკად“. ოდიშვილების ორსული რძალი მოკეთეებში იჯდა. ხელები მუცელზე ჩამოესვენებინა და ოდნავ წამღერებით ამბობდა:
_ უნდა გამასდგეს, დედისძმებს თავი არ მასჭრას, ჩემი ოცნებები მაგან აასრულას. ყველაფერი ჩემებურად გააკეთას, ვენაცვალე მაგასა! ოჯახსაც ჩემი არჩევით მეეკიდას, შვილებსაც ჩემებურად დავაზრდევინებ... აბა, შვილს სიცოცხლე მივცე, ცხოვრება შევსწირა და მემრე არაფრად ჩამაგდას?! მე ხო ყველაზე ძრიალ მეყორება. ყველაფერი ჩემებურად უნდა გააკეთას.
დედის წიაღში „ქალი“ გატრუნულიყო, ისმენდა და იშმუშნებოდა...
...ელდანაკრავ მეცხვარეს ამბავი დაახვედრეს:
„ტყარშეტიდან ყაზბეგს ამაიყვანესო, გონჯად იყოო“.
„მემრე? ლელაი?“ _ ხმა გაებზარა ქმარს.
„გადარჩა...“
„შვილი?!..“
...
„სიცოცხლე... გადაიფიქრა...“


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები