 | ავტორი: ბუდულა_22 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 აპრილი, 2014 |
წერილი შენს შვილს! ეს ამბავი მაშინ მოხდა. როცა შენ დაბადებული არ იყავი. რამდენიმე წლის მერე დაიბადე . არავინ იცოდა, ვინ დაიბადებოდი, გოგო თუ ბიჭი...მაგრამ შენ დაიბადე ზუსტად აპრილში...
მაშინაც აპრილი იყო. ჩვენ პატარა გოგოები ვიყავით, თორმეტი-ცამეტი წლისანები, სკოლაში ვსწავლობდით , ბევრს ვფიქრობდით სიყვარულზე ...ჰო, საქართველოს სიყვარულზე. იმ აპრილის თვეში მთელი თბილისი იქ იდგა. გაკვეთილების მერე ჩვენც იქ დავდიოდით , სადაც წესით ჩვენი ასაკის გოგონებს არ უნდა ევლოთ.თუმცა იქ ჩვენზე პატარებიც დადიოდნენ, მშობლებთან ერთად... მას შემდეგ იმდენი წელი გავიდა, ზუსტად ვერ ვიხსენებ, იმ დღეს პირველად იქ მე მივედი თუ ეკა. რამდენიმე საათი ერთად ვიდექით მიტინგზე, მერე ბუკინისტურ მაღაზიაში დაპირებული წიგნის საყიდლად წავედი და ეკა მარტო დავტოვე. შევთანხმდით, ერთმანეთს დილას სკოლაში შევხვდებოდით და ვთხოვე, სახლში მალე წასულიყო. მერე თბილ მხარზე ვაკოცე... ეკა დასავით მიყვარდა. ბუკინისტების მაღაზია დაკეტილი დამხვდა და უკან მოვინდომე დაბრუნება, თუმცა გზები უკვე გადაკეტილი იყო . ზრიალით ჩამიარეს ტანკებმა. რატომღაც არ შემშინებია, სპორტული ჟინი უფრო ვიგრძენი. ბოლოს მაინც კუჭმა წამძლია და სახლში წასვლა გადავწყვიტე . მაშინაც მარხვა იყო... სახლში ფეხით მისულს და დაღლილს ისე ჩამძინებია, დილამდე ფეხი არ გამირყევია.ჩემები სოფელში იყვნენ.დილით ადრე ეზოში ჩოჩქოლმა გამაღვიძა.პირველად მეგონა, მენაგვე ასია ქოთქოთებდა და ფანჯრიდან გავხედე. მივხვდი, სხვანაირ სიტუაციას გავდა, წამოვხტი და გარეთ გავვარდი. აღელვებული მეზობლების საუბარი ყურს სწვდებოდა, მაგრამ მნიშვნელობა არ მესმოდა. გაუაზრებლად, ხერხემლის ტვინით ვიგრძენი, რომ ღამით საშინელება მოხდა.მერე ტელევიზორი ჩავრთე.ვიღაც მინისტრი სათქმელს ღეჭავდა და მისი ლაპარაკიდან ბევრი ვერაფერი გავიგე. ეკა გამახსენდა.ვაითუ გაბედა და ღამე იქ დარჩა მეთქი. ვეღარ დავმშვიდდი და მეზობლებს იმ სიების სანახავად წავყევი, ყველა მაღაზიის კართან რომ იყო გამოკრული. იმის აღწერა, სიაში დედაშენის სახელისა და გვარის წაკითხვაზე რა დამემართებოდა, ახლაც ძალიან მიჭირს. ცრემლები თავისთავად ჩამოგორდა და ხმის ამოღება ვერ გავბედე. (ამის გახსენებაზე ახლაც კი ჩამომდის ცრემლი.) მერე ვიღაცამ თავში ხელი წაიშინა...მერე ვიღაცამ, ჯერ დაუზუსტებელია ყველაფერიო, ესეც თქვა.
მაშინ ჩემთვის , ცამეტი წლის გოგოსთვის, ყველაფერი დამთავრდა.პანსიონში, ერთ ჭერქვეშ რომ ვცხოვრობდი, იმ გოგოს სიკვდილის ცნობაზე მეტად მძიმე რაღა უნდა ყოფილიყო. დედამისთან მისვლა ვერ გავბედე.არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და ორი დღე დალოდება ვამჯობინე.მიცვალებულების ოჯახისთვის გადაცემას მაინც აგვიანებდნენ.ახალ ამბებს ტელევიზიითაც აცხადებდნენ. მერე საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა... მერე ჩემები სოფლიდან ჩამოვიდნენ... ----მამაჩემმა, შვილო ეკა შენი კლასელი არ იყოო? ---შეკითხვისას დაპატარავდა კაცი. ----ჰო,მამა, მაგრამ ზუსტად არავინ იცის. თუმცა აცხადებენ, ჩანთაში ჩვენი სკოლის მოწმობა ჰქონია და სხვა ალბათ გამორიცხულია თქო---თვალები და თავი ისედაც მტკიოდა ტირილისგან.
ყველას იმდენი უბედურება გველოდა, გლოვა განზოგადდა...
თერთმეტ აპრილს თვითონ მოვიდა ჩემთან.ეს ნამდვილი გამოცხადება იყო... თვალებს არ ვუჯერებდი...ღმერთო, როგორ გამეხარდა, რომ ის ეკა სხვა ეკა იყო, ასაკითაც თითქმის ჩვენი ტოლი , სახელით და გვარით იდენტური და ჩვენივე სკოლის მოსწავლე,მაგრამ ჩვენ მას არ ვიცნობდით. შეიძლებოდა ეს ამბავი ადამიანს გახარებოდა? რა ვიცი.. ჩვენ გაგვეხარდა... უფრო სწორად მე გამეხარდა, თორემ თვითონ იმ ღამეს იქ რომ არ ყოფილა, არც შეშინებია , მხოლოდ ყველა ახლობელს დარდობდა, ვისაც შეიძლებოდა, ჩემსავით სიმართლე ჰგონებოდა. მერე, დიდხანს , ახლიდან დაბადებულსაც ვეძახდით...
მერე ეკას შეუყვარდა... მალე მოხდა ის, რასაც შენი დაბადება მოჰყვა.შენ აპრილში დაიბადე.
ახლა კი როცა ეკა ჩვენს გვერდით აღარაა, მე თვითონ მიკვირს, შენთვის ამის მოყოლა რატომ მომინდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. 25 წელი გავიდა 25 წელი გავიდა
4. საშინელი დღეები იყო.არ დაავიწყდება ეს ერს... :( საშინელი დღეები იყო.არ დაავიწყდება ეს ერს... :(
3. სამწუხაროა, რომ ეს ტრაგედია დაავიწყდა ერს და ქვეყანას ისევ ცეცხლის ხაზზე ატარებენ.
სხეულის ყველა უჯრედი ამტკივდა, საშინელი დღეები იყო... :( სამწუხაროა, რომ ეს ტრაგედია დაავიწყდა ერს და ქვეყანას ისევ ცეცხლის ხაზზე ატარებენ.
სხეულის ყველა უჯრედი ამტკივდა, საშინელი დღეები იყო... :(
2. აპრილის თვეში ყველაზე მეტად ეს ამბავი მახსენებს ხოლმე თავს: მადლობა ბატონო კახა აპრილის თვეში ყველაზე მეტად ეს ამბავი მახსენებს ხოლმე თავს: მადლობა ბატონო კახა
1. :( 5. ჰო ვითომ არაფერი? არა და, იმოქმედა... :( 5. ჰო ვითომ არაფერი? არა და, იმოქმედა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|