ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფარაონიდა
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2014


სიყვარულს ამ სამყაროსთან...!


ლანდივით გაცრეცილ ჰორიზონტს შევყურებ,
ვხედავ აღმოსავლეთს მზე რომ კიაფობს.
ამ სილამაზის მუდამ შემყურე,
მინდა ბევრი რამ გავაზვიადო.
არაფერი სჯობს შემოდგომისას
დაცვარულ ბალახს გულს რომ მიანდობ,
წუთით შეიგრძნობ თავისუფლებას
შენს საიდუმლოს ზეცას გაანდობ.
რაღაც ახალს და რაღაც აზრიანს
შეეჭიდები,მასთან დიაცობ.
უძლური ხდები ზეცას მთვარიანს,
როცა ფიქრს ანდობ,როცა გულს ანდობ.
...და გულს დარდები მთლად უქარწყლდება,
გამთენიისას მზე რომ გიგალობს.
ლამაზი დილა შენს წინ თენდება
და დედამიწაც თითქოს განაგრძობს...
განაგრძობს ჭექვას,განაგრძობს სეტყვას,
განაგრძობს კვლავაც ჭიდილს აწმყოსთან.
განაგრძობს გოგმანს,განაგრძობს მოთქმას,
კვლავაც სიყვარულს ამ სამყაროსთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები